ევგენი პრიმაკოვი

სააგენტოს დიდი ცვლილებები ელის - „როსსოტრუდნიჩესტვო“ უფრო ეფექტური გახდება

88
(განახლებულია 10:44 30.06.2020)
„როსსოტრუდნიჩესტვოს“ ახალი ხელმძღვანელის, ევგენი პრიმაკოვის თქმით, სააგენტოს ძალიან დიდი ცვლილებები ელის

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ახალმა ხელმძღვანელმა ევგენი პრიმაკოვმა განაცხადა, რომ იცის, როგორ უნდა აქციოს ორგანიზაცია ეფექტურ სტრუქტურად. 

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ევგენი პრიმაკოვი „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელად მიმდინარე კვირაში დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან ელეონორა მიტროფანოვა შეცვალა, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გადავიდა განსაკუთრებულ დავალებათა ელჩის თანამდებობაზე.

„ჩვენ გვაქვს ამოცანა და იმის გაგება, რა უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა იქცეს „როსსოტრუდნიჩესტვო“ ისეთ ეფექტურ სტრუქტურად, რომელიც მშვიდად მოახდენს ჩვენი ნაციონალური ფასეულობების ტრანსლირებას და დაეხმარება რუსეთს სოლიდარიზაციის მიღებაში“, — განაცხადა პრიმაკოვმა ტელეარხ Россия-24-ის ეთერში.

მანამდე პრიმაკოვმა განაცხადა, რომ სააგენტოს „ძალიან დიდი ცვლილებები ელის“.

„როსსოტრუდნიჩესტვო“ — ეს არის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, უცხოეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეთა დახმარებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების საქმეთა ფედერალური სააგენტო. ის 2008 წელს შეიქმნა და ამ დროისათვის წარმოდგენილია მსოფლიოს 80 ქვეყანაში.

 

88
თემები:
რუსეთი დღეს (527)
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ბალტიის ქვეყნებში RT აკრძალეს: რუსეთის საგარეო უწყებაში კომენტარი გაკეთდა

15
რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ მსგავსი ანტიდემოკრატიული ნაბიჯები მსოფლიო საზოგადოების თვალში ვილნიუსის, რიგისა და ტალინის დისკრედიტაციას ახდენს

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. ლატვიის, ლიეტუვას და ესტონეთის მოქმედებები RT-ს ტელეარხების მიმართ - მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებების ცინიკური დარღვევაა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

ადრე ლიეტუვას რადიო და ტელემაუწყებლობის კომისიამ (LRTK) ქვეყანაში RT-ს ხუთი ტელეარხის ტრანსლაცია აკრძალა. კომისიის თავმჯდომარის თქმით, აკრძალვა ვრცელდება შემდეგ არხებზე: RT, RT HD, RT Spanish, RT Documentary HD, RT Documentary. აკრძალვა ხუთშაბათს ამოქმედდება. გასულ კვირაში ამავე არხების მაუწყებლობა, ასევე RT Arabic-ის აკრძალა ლატვიამ. აღნიშნული გადაწყვეტილება ახსნეს იმით, რომ ეს არხები ეკუთვნის საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ გენერალურ დირექტორს, დმიტრი კისელიოვს, რომელსაც ევროკავშირმა სანქციები დაუწესა.

„ჩვენ კვლავ ვაფიქსირებთ მედიის თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით საერთაშორისო ვალდებულებების ცინიკურ დარღვევას ბალტიის ქვეყნებში, სადაც სულ უფრო ნაკლებად მალავენ რუსოფობიას და ნებისმიერი ხერხით ცდილობენ მოაშორონ თავისი მედიასივრციდან რუსული საინფორმაციო არხები“, - განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.

მისი თქმით, გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ევროკავშირის არცერთ მაღალჩინოსანს აქამდე არ გაუკეთებია კომენტარი „ბალტიისპირეთში არსებული სიტყვის თავისუფლების ხელყოფისა და განსხვავებულ აზრთან ბრძოლის გამო“.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ ბრიუსელის დაუშვებელმა დუმილმა ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსული მედიის დისკრიმინაციის მრავალრიცხოვან ეპიზოდებთან დაკავშირებით იმდენად გაუხსნა ხელები ამ ქვეყნების ხელმძღვანელობას, რომ ახლა ისინი არც კი იწუხებენ თავს იმით, რომ რუსული მედიაჰოლდინგის მიმართ თავის ნაბიჯებს და საქციელს რაიმე დასაბუთებული ახსნა მოუძებნონ“, - აღნიშნა ზახაროვამ.

კისელიოვი „როსია სეგოდნიას“ გენერალური დირექტორია, ხოლო RT-ს მთავარი რედაქტორია მარგარიტა სიმონიანი, რომელზეც ევროკავშირის არანაირი სანქცია არ ვრცელდება. ეს კომპანიები - ორი ცალკეული იურიდიული პირია, ეს ინფორმაცია დიდი ხანია ცნობილია და ყველასათვის ხელმისაწვდომია. ზახაროვა აცხადებდა, რომ RT-ს შვიდი ტელეარხის მაუწყებლობის აკრძალვა ლატვიაში აღმაშფოთებელი და უნებართვო ნაბიჯია.

ივლისის დასაწყისში სიმონიანმა ირონიულად აღნიშნა თავის Twitter-ში, რომ მას მერე, რაც ლეტუვამ ლატვიის კვალდაკვალ აკრძალა RT-ს არხების მაუწყებლობა, უნდა ველოდოთ, როდის შეუერთდება ესტონეთი თავისი არაბულ- და ესპანურენოვანი მოსახლეობის RT-სგან დაცვის აქციას.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა ლატვიის მსგავსად განიხილავს RT-ს არხების ტრანსლაციის აკრძალვის შესაძლებლობას.

15
ვაქცინის ტესტირება კორონავირუსზე რუსეთში

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ COVID-19-ის სამკურნალო მესამე პრეპარატი დაამტკიცა

104
ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაინტერესდა რუსული „ავიფავირით“. გარდა ამისა, იგი ელოდება რუსული წარმოების ვაქცინას

თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მოიწონა COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი „კორონავირი“, შექმნილი კომპანია „Р-ფარმის“ მიერ, იუწყება РИА Новости.

ნიშანდობლივია, რომ ეს არის მესამე დამტკიცებული რუსული პრეპარატი „ავიფავირისა“ და „არეპლივირის“ შემდეგ.

როგორც რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, „კორონავირის“ გამოყენება შეიძლება მხოლოდ სტაციონარში. მისი გამოყენება დაუშვებელია ორსულებისათვის, მეძუძური ქალებისთვის, ასევე პაციენტებისთვის, რომელთაც თირკმლის უკმარისობა აწუხებთ და სხვ. პრეპარატი არ გამოიყენება ასევე 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

წამალი საგანგებო მდგომარეობის წარმოქმნის საფრთხისა და ლიკვიდაციის პირობებში გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად დარეგისტრირდა. ინსტრუქცია შედგენილია მწირი კლინიკური მონაცემებით და შეივსება ახალი ინფორმაციის მიღების პარალელურად.

„კორონავირის“ გარდა, „Р-ფარმი“ ახალ ინფექციასთან ბრძოლის მიზნით ქმნის საწარმოს ოთხ მილიარდიანი ინვესტიციით. კერძოდ, იგი გააფართოებს ოლოკიზუმაბის წარმოებას, პრეპარატის, რომელიც COVID-19-ის გართულების დროს ინიშნება, და გამოუშვებს ვაქცინას.

ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაინტერესდა რუსული „ავიფავირით“. გარდა ამისა, იგი ელოდება რუსული წარმოების ვაქცინას.

104
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
მყიდველები ბაზარში

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/10 ივლისი

86398
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ერთი თვის წინ მოიხსნა, მაგრამ მთავრობამ შეზღუდვების ნაწილი ძალაში დატოვა.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა აგრძელებს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, მაგრამ ამავე დროს მთავრობა და ეპიდემიოლოგები მოუწოდებენ მოქალაქეებს გამოიჩინონ სიფრთხილე და დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

  • დახურულ სივრცეებში, საჯარო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ოფისებსა და მაღაზიებში სავალდებულოა პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა;
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაუშვებელია პირბადის გარეშე ყოფნა და კონდიციონერების ჩართვა;

  • ტაქსის მძღოლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, ტაქსით ორზე მეტი მგზავრის გადაყვანა არ შეიძლება, ისიც უკანა სავარძელზე;
  • დახურულ სივრცეებში აკრძალულია კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა;
  • კაზინოების და ტოტალიზატორების მუშაობა დაშვებულია მხოლოდ ონლაინ;
  • აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.);
  • უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურად განხორციელდება;
  • ადამიანების თავშეყრის ადგილებში აკრძალულია სპლიტ-სისტემის კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც ჰაერს იღებენ შენობიდან, აგრილებენ და ისევ აბრუნებენ. დაშვებულია სამრეწველო კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც კონდიცირება-ვენტილაციის სისტემებს მოიცავს (ჰაერი შენობაში გარედან შეაქვს).

ამ მომენტისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 968 ადამიანს შეადგენს, აქედან 844 გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა. კიდევ სამი ინფიცირებული მოქალაქე სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანეს.

საქართველო სხვა ქვეყნებისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში სამაგალითოა >>

15 ივნისიდან აღდგა შიდა ტურიზმი, ხოლო 1 ივლისიდან საქართველო საზღვრებს უცხოელი ტურისტებისთვის გახსნის.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და შეიმუშავებს ახალ რეკომენდაციებს და შეზღუდვებს.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4851, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 231 ადამიანია.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ენდონ. ყველა ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

„ცხელი ხაზის“ ნომრები: ცხელი ხაზი კარანტინის რეჟიმის საკითხებზე – 144. საქართველოს ჯანდაცვა – 15 05 (დღე-ღამის განმავლობაში); დაავადებათა კონტროლის ცენტრი – 116 001 (21:00-მდე სამუშაო დღეებში და 18:00-მდე დასვენების დღეებში).

ყველა მოხალისეს, რომელსაც აქვს დრო და სურვილი დაეხმაროს ხანდაზმულ ადამიანებს, ასევე მათ, ვისაც სპეციალური დახმარება ესაჭიროება, შეუძლია დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე (032)2722222 და წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე - 0800 000 018.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
© Sputnik / Konstantin Ivanov.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
86398
თემები:
COVID-19 საქართველოში