კორონავირუსი სამუდამოდ დარჩება: სობიანინის ვარაუდი

173
(განახლებულია 11:15 30.06.2020)
სობიანინის თქმით, ნორმალურ ცხოვრებაზე დაბრუნება ფსიქოლოგიურად მძიმეა, და რომ ადამიანებს მაინც აქვთ შიში იმისა, რომ „უცბად რაღაც ისე არ წავა, რომ მოსკოვში კორონავირუსი ისევ აფეთქდება“.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. კორონავირუსული ინფექცია, თუ არა სამუდამოდ, დიდხანს მაინც დარჩება, განაცხადა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა. 

კვირის დასაწყისში, 23 ივნისს, რუსეთის დედაქალაქის ხელისუფლება კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მესამე ეტაპზე გადავიდა. თუმცა ქალაქში კვლავ მოქმედებს პირბადეების რეჟიმი, ხოლო ყველა გახსნილი დაწესებულება ვალდებულია, შეესაბამებოდეს ახალ სანიტარულ მოთხოვნებს. რუსეთის სხვა რეგიონებში ასევე მიმდინარეობს საკარანტინო ზომების შესუსტება.

„მიუხედავად პანდემიასთან ბრძოლაში პოზიტიური დინამიკისა, გვესმის, რომ ვირუსი მაინც დარჩება დიდი ხნის განმავლობაში, თუ არა სამუდამოდ. ყველა შემთხვევაში ფრთხილად უნდა ვიყოთ და  უნდა მივაქციოთ ყურადღება პარკების გადატვირთულობას, არ უნდა ვეცადოთ შესვლას იქ, სადაც ესა თუ ის სივრცე გადავსებულია“, — განაცხადა სობიანინმა Россия 24-ის ტელეეთერში.

მისი თქმით, ნორმალურ ცხოვრებაზე დაბრუნება ფსიქოლოგიურად მძიმეა, და რომ ადამიანებს მაინც აქვთ შიში იმისა, რომ „უცბად რაღაც ისე არ წავა, რომ მოსკოვში კორონავირუსი ისევ აფეთქდება“.

„ასეთი შიშები საფუძველს მოკლებული არაა, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რა ხდება სხვა ქალაქებში, მსოფლიოს სხვა ქვეყნებსა და რეგიონებში. ვითარება ყველგან ერთნაირი არ არის და ბევრგან შემაშფოთებელიცაა“, — აღნიშნა მან.

 

 

173
თემები:
რუსეთი დღეს (529)
ტერორისტის დაკავება

მზადდებოდა შეტევა სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებებზე: რუსეთში ტერორისტები დააკავეს

120
(განახლებულია 19:44 13.07.2020)
გასულ თვეში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა განაცხადა, რომ ბოლო 10 წელიწადში ქვეყანაში 160 ტერაქტი აღიკვეთა.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა როსტოვის ოლქში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ უჯრედი გამოავლინა, წერს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით. 

გავრცელებული ინფორმაციით, უჯრედის შემადგენლობაში „რუსეთისა და ერთ-ერთი შუააზიური ქვეყნის“ ექვსი მოქალაქე შედიოდა.

„ისინი ამზადებდნენ თავდასხმებს პოლიციის თანამშრომლებზე და ასევე გეგმავდნენ ტერორისტულ აქტებს სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებებში“, — ნათქვამია ინფორმაციაში.

ირკვევა, რომ ჯგუფის მეთაურმა დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია სპეცსამსახურის წარმომადგენლებს. გარდა იმისა, რომ ცეცხლი გახსნა „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატიდან, მან ასევე ააფეთქა თვითნაკეთი მოწყობილობა, რის შედეგადაც თავად სასიკვდილოდ დაშავდა. ჯგუფის დანარჩენი ხუთი წევრი დაკავებულია. ძალოვნებსა და მშვიდობიან მოსახლეობას შორის არავინ დაშავებულა.

არსებული ცნობით, დაკავებულებს აღმოუჩინეს ავტომატები, საბრძოლო მასალები, კიდევ ერთი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა და ნარკოტიკები.

ივნისში უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა განაცხადა, რომ ბოლო 10 წელიწადში რუსეთში დაახლოებით 160 ტერაქტი აღიკვეთა, აქედან 43 — გასულ წელს.

 

120
თემები:
რუსეთი დღეს (529)
ყავის მაგიდა

ყავის საფრთხე ცხელ ამინდში: ექიმი მარტივ გამოსავალს გასწავლით

185
(განახლებულია 14:27 13.07.2020)
ზაფხულში ყავის სმას გარკვეული საფრთხეები ახლავს, ამიტომ ექიმი ყავის მოყვარულებს მისი სწორად სმის გზას ასწავლის, რათა ორგანიზმს ზიანი არ მიადგეს.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. დილიდან ფინჯანი ყავა ბევრი ადამიანისთვის უცვლელი ჩვევაა, მაგრამ ცხელ ამინდში სასურველია მისი შეზღუდვა, რათა ორგანიზმს ზიანი არ მიადგეს, აცხადებს ექიმ–თერაპევტი, იმუნოლოგი და ალერგოლოგი ირინა იარცევა რადიო Sputnik-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ყავის სმას ზაფხულის ხვატში გარკვეული საფრთხეები ახლავს.

„მკაცრი უკუჩვენებები ცხელ ამინდში ყავის მიღებასთან დაკავშირებით არ არსებობს. მაგრამ მისი ძირითადი თვისება — ორგანიზმიდან სითხის გამოდევნის დაჩქარებაა, რაც გაუწყლოების საფრთხეს ქმნის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყავის დალევამდე ან შემდეგ ერთი ჭიქა წყალი მიირთვათ“, — ამბობს ექიმი.

გარდა ამისა, იარცევა განმარტავს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ცხელ ყავას მიირთმევს ადამიანი თუ ცივს, ვინაიდან მოქმედი ნივთიერება ორივე შემთხვევაში უცვლელია — კოფეინი.

ექიმის რეკომენდაციით, დღეში სამი ფინჯანი ყავა ის ოპტიმალური რაოდენობაა, რომლის მიღებით დაკარგული სითხის შევსება ადამიანს წყლით შეუძლია. შესაბამისად, ეს ორგანიზმს ზიანს არ მიაყენებს.

 

185
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
Бера Иванишвили

ბერა 6 ენაზე საუბრობს - მუსიკოსი ვიდეოს აქვეყნებს, რომელმაც საზოგადოება შოკში ჩააგდო

0
(განახლებულია 13:53 15.07.2020)
ალბათ ძალიან ბევრისთვის მოულოდნელი იყო ის ფაქტი, რომ მუსიკოსი ბერა ივანიშვილი პოლიგლოტია და თავისუფლად საუბრობს 6 სხვადასხვა ენაზე

მუსიკოსი ბერა ივანიშვილის ოჯახი სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია. ბერა თაყვანისცმემლების გაოცებას არ წყვეტს. ამჯერად ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა საზოგადოება ენების ცოდნით გააოცა. TikTok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ბერა 6 სხვადასხვა ენაზე თავისუფლად საუბრობს - ინგლისურად, ქართულად, რუსულად, ფრანგულად, პორტუგალიურად და კრეოლურად.

 

ბერაზე არანაკლებ პოპულარული მისი მცირეწლოვანი შვილი - ბერუკაა. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ოჯახში პატარა ბერუკა 2019 წლის 29 ნოემბერს გაჩნდა. როგორც ცნობილია, ბერამ და ნანუკამ შვილს სახელი მათი სახელების შერწყმის შედეგად დაარქვეს. ბერ (ბერ-ა) + უკა (ნან-უკა). ცოტა ხნის წინ ბერამ და ნანუკამ Instagram-ზე ახალშობილის უსაყვარლესი ფოტოები გამოაქვეყნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ნანუკა გუდავაძემ სახლში იმშობიარა და მშობიარობას ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი მე­ა­ნი ესწრებოდა სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი­დან.

View this post on Instagram

Hi Instagram we missed you ❤️

A post shared by BERA (@beraofficial) on

კომპოზიტორი და შემსრულებელი ბერა ივანიშვილი ცნობილი ოჯახის შვილია. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკისგან შორს არის, კარიერის დასაწყისში მამის პარტიას სიმღერებს უძღვნიდა, ახლა კი მისი კომპოზიციები ნანუკა გუდავაძეს ეძღვნება. საზოგადოებისთვის უცნობია, თუ სად გაიცნეს ერთმანეთი ბერამ და ნანუკამ. სოციალურ ქსელში ცოლ-ქმარი დიდი აქტიურობითა და პოპულარობით გამოირჩევა.

 

„ფორბსის“ მიერ გამოქვეყნებულ მილიარდერთა სიაში საქართველოდან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ირიცხება. „ქართული ოცნების“ ლიდერს ოთხი შვილი ჰყავს. მათ შორის საზოგადოებისთვის უფრო მეტად ცნობილი ბერა ივანიშვილია.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება