გამარჯვების ისტორიული აღლუმი: 1945 წლის 24 ივნისი

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიგამარჯვების აღლუმი
გამარჯვების აღლუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოვის წითელ მოდანზე 1945 წლის 24 ივნისს აღლუმი გაიმართა. ეს იყო ისტორიული დღე, როდესაც საბჭოეთმა დიდ სამამულო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვება ოფიციალურად იზეიმა.

აღლუმი, რომელსაც სახელგანთქმული მარშალი კონსტანტინ როკოსოვსკი ხელმძღვანელობდა, პირველი ბელორუსიის ფრონტის ჯარების სარდალმა, მარშალმა გიორგი ჟუკოვმა მიიღო. გამარჯვებულთა აღლუმის ჩატარების გადაწყვეტილება კი საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა იოსებ სტალინმა მიიღო — ჯერ კიდევ 15 მაისს, ფაშისტური გერმანიის კაპიტულაციიდან რამდენიმე დღეში.

CC BY 4.0 / Ministry of Defence of the Russian Federation / (cropped image)გამარჯვების აღლუმი, მოსკოვი, წითელი მოედანი, 1945 წლის 24 ივნისი
გამარჯვების ისტორიული აღლუმი: 1945 წლის 24 ივნისი - Sputnik საქართველო
გამარჯვების აღლუმი, მოსკოვი, წითელი მოედანი, 1945 წლის 24 ივნისი

გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილე, არმიის გენერალი შტემენკო მოგვიანებით იხსენებდა:

  • „უმაღლესმა მთავარსარდალმა გვიბრძანა, მოგვეფიქრებინა და მოგვეხსენებინა მისთვის მოსაზრებები   ჰიტლერულ გერმანიაზე გამარჯვების აღსანიშნავი აღლუმის თაობაზე. თანაც მიგვითითა, რომ ის გამორჩეული უნდა ყოფილიყო, დაე, მასში ყველა ფრონტისა და ყველა სახეობის ჯარების წარმომადგენლებმა მიიღონ მონაწილეობაო“.

ერთ კვირაზე ცოტა მეტ ხანში, 24 მაისს სტალინს გენერალური შტაბის წინადადებები მოახსენეს გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმთან დაკავშირებით. უმაღლეს მთავარსარდალს შეთავაზება მოეწონა და მიიღო, მაგრამ ვადებს არ დაეთანხმა: შტაბი მოსამზადებლად ორ თვეს ითხოვდა, სტალინმა კი აღლუმის ერთ თვეში ჩატარება ბრძანა.

CC BY 4.0 / Ministry of Defence of the Russian Federation / (cropped image)გამარჯვების აღლუმი, მოსკოვი, წითელი მოედანი, 1945 წლის 24 ივნისი
გამარჯვების ისტორიული აღლუმი: 1945 წლის 24 ივნისი - Sputnik საქართველო
გამარჯვების აღლუმი, მოსკოვი, წითელი მოედანი, 1945 წლის 24 ივნისი

იმავე დღეს ლენინგრადის, ბელორუსიის პირველი და მეორე ფრონტების, უკრაინის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ფრონტების სარდლებს სპეციალური დირექტივა დაეგზავნათ, რომელსაც ხელს გენერალური შტაბის მეთაური, არმიის გენერალი ანტონოვი აწერდა.

„უმაღლესმა მთავარსარდალმა ბრძანა: მოსკოვში გერმანიაზე გამარჯვების აღსანიშნავ აღლუმში მონაწილეობისთვის ფრონტიდან შერეული პოლკი გამოიყოს“, — ასე იწყებოდა დირექტივა, რომელშიც შემდეგ განმარტებული იყო, რა გათვლებით უნდა ფორმირებულიყო პოლკი, რომელიც უკვე 10 ივნისს მოსკოვში უნდა ყოფილიყო. 

ფრონტებზე დაუყოვნებლივ დაიწყეს შერეული პოლკების ფორმირება. პირად შემადგენლობას განსაკუთრებული გულმოდგინებით არჩევდნენ. პირველი კანდიდატები ისინი იყვნენ, ვინც ბრძოლებში სიმამაცითა და გმირობით გამოიჩინეს თავი. ამასთან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სიმაღლესაც. ბრძანებულებაში ნათქვამი იყო, რომ მებრძოლის სიმაღლე 176 სმ-ზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო, ხოლო ასაკი — არაუმეტეს 30 წლისა.

CC BY 4.0 / Ministry of Defence of the Russian Federation / (cropped image)გამარჯვების აღლუმი, მოსკოვი, წითელი მოედანი, 1945 წლის 24 ივნისი
გამარჯვების ისტორიული აღლუმი: 1945 წლის 24 ივნისი - Sputnik საქართველო
გამარჯვების აღლუმი, მოსკოვი, წითელი მოედანი, 1945 წლის 24 ივნისი

მაისის ბოლოს ფრონტების პოლკები უკვე მზად იყო.

მაგრამ წარმოიშვა შტანდარტების პრობლემა, რომლებითაც უნდა გასულიყვნენ აღლუმზე ფრონტების პოლკები. ათი შტანდარტის დამზადება მოსკოველ სამხედრო ინჟინრებს დაევალათ, მაგრამ მათი ნახელავი დაიწუნეს. აღლუმამდე კი ათიოდე დღეღა რჩებოდა.

გადაწყდა – დახმარება დიდი თეატრის სამხატვრო სახელოსნოებისთვის ეთხოვათ. დამზადდა ოროგინალური ფორმის ახალი ესკიზი — ოქროს ვარსკვლავით, ალისფერი ხავერდის ნაჭრით, ხელით შესრულებული ოქროს ნაქსოვითა და ფრონტის დასახელებით. შტანდარტს, რომელიც 10 კგ-ზე მეტს იწონიდა (თითოეული), ორივე მხრიდან მძიმე ოქროს ფოჩები ეფინებოდა.

ნიმუში მაშინვე მოიწონეს და ოსტატებმაც ვადაზე ადრე დაასრულეს სამუშაო.

CC BY 4.0 / Ministry of Defence of the Russian Federation / (cropped image)გამარჯვების აღლუმი, მოსკოვი, წითელი მოედანი, 1945 წლის 24 ივნისი
გამარჯვების ისტორიული აღლუმი: 1945 წლის 24 ივნისი - Sputnik საქართველო
გამარჯვების აღლუმი, მოსკოვი, წითელი მოედანი, 1945 წლის 24 ივნისი

დიდი თეატრის სახელსნოებშივე შეიკერა იმ ერთ თვეში ახალი ნიმუშის საპარადო მუნდირები აღლუმის 4939 მონაწილისთვის.

აღლუმის ჩამბარებელსა და მიმღებს წინასწარ შეურჩიეს ცხენები: მარშალ ჟუკოვს ღია ნაცრისფერი ტერსკის ჯიშის „კუმირი“, ხოლო მარშალ როკოსოვსკის — ყორნისფერი კრაკოვის ჯიშის „პოლუსი“.

იოსებ სტალინმა უარი თქვა, აღლუმი ცხენზე ამხედრებულს მიეღო — ის უკვე ასაკში იყო და თავდაჯერებულად ვეღარ იჯდა უნაგირზე. სწორედ მან უთხრა ჟუკოვს, ახალგაზრდაც ხართ და კავალერისტიც, ამიტომ აღლუმს თქვენ მიიღებთო.

ორგანიზატორების ჩანაფიქრით, ჯარების მსვლელობა გამარჯვების ალმის გამოტანით უნდა დაწყებულიყო, რომელიც მოსკოვში 20 ივნისს ჩაიტანეს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ რაიხსტაგზე მისი აღმმართველები, ქანთარია და ეგოროვი სამწყობრო სიარულში კარგად ვერ იყვნენ გაწაფულები, მარშალმა ჟოკოვმა საერთოდ უარი თქვა აღლუმში მის გატანაზე...

CC BY 4.0 / Ministry of Defence of the Russian Federation / (cropped image)გამარჯვების აღლუმი, მოსკოვი, წითელი მოედანი, 1945 წლის 24 ივნისი
გამარჯვების ისტორიული აღლუმი: 1945 წლის 24 ივნისი - Sputnik საქართველო
გამარჯვების აღლუმი, მოსკოვი, წითელი მოედანი, 1945 წლის 24 ივნისი

1945 წლის 24 ივნისი წვიმიანი გამოდგა. დილის 8 საათზე სააღლუმო მწყობრები უკვე მოწყობილი იყო, ცხრა სათზე კი კრემლის გრანიტის ტრიბუნები სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებით, კულტურის მოღვაწეებით, საჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრებით, ფაბრიკებისა და ქარხნების მოწინავე მუშებით, მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქებით, უცხოელი ელჩებითა და დიპლომატებით შეივსო. მავზოლეუმის ტრიბუნაზე ავიდნენ საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელები იოსებ სტალინის მეთაურობით.

ცხენზე ამხედრებულმა აღლუმის სარდალმა კონსტანტინ როკოსოვსკიმ თავისი ადგილი დაიკავა ჟუკოვის შესახვედრად. როდესაც კრემლის კურანტებმა ათი საათი ჩამოჰკრა, წითელ მოედანზე თეთრ ცხენზე ამხედრებული მარშალი ჟოკოვი გამოჩნდა. პატაკის შემდეგ 1400-კაციანმა სამხედრო ორკესტრმა ჰიმნი შეასრულა და არტილერიამ 50 სალუტი დააქუხა. გაისმა სამმაგი „ვაშა“ და ჯარების საზეიმო მსვლელობა დაიწყო.

თავსხმა წვიმაში აღლუმი 122 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა პაუზის გარეშე. ის კიდევ უფრო ხანგრძლივი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ავიაციის გადაფრენა და მშრომელთა დემონსტრაცია წვიმის გამო გაუქმდა. თუმცა საღამოს, როცა გამოიდარა, ხალხმა ქუჩებში განაგრძო ზეიმი. მოედნებზე უკრავდნენ ორკესტრები, ცას კი სალუტი ანათებდა.

© photo: Sputnik / Sergei Loskutov / გადასვლა მედიაბანკშიგამარჯვების აღლუმი, მოსკოვი, წითელი მოედანი, 1945 წლის 24 ივნისი
გამარჯვების ისტორიული აღლუმი: 1945 წლის 24 ივნისი - Sputnik საქართველო
გამარჯვების აღლუმი, მოსკოვი, წითელი მოედანი, 1945 წლის 24 ივნისი

ღამის 23 საათსა და 10 წუთზე 100 აეროსტატიდან ზალპით ამოფრინდა 20 ათასი რაკეტა. დღესასწაულის კულმინაციად იქცა პროჟექტორებით განათებულ ცაში „გამარჯვების“ ორდენის გამოჩენა, რითიც დასრულდა კიდეც ის ისტორიული დღე — 1945 წლის 24 ივნისი.

მოსკოვის გრანდიოზული დღესასწაულის შემდეგ, საბჭოთა მთავრობისა და უმაღლესი სარდლობის წინადადებით, 1945 წლის სექტემბერში ბერლინში მოკავშირეთა ჯარების მცირე აღლუმი გაიმართა საბჭოთა, ამერიკული, ბრიტანული და ფრანგული ჯარების მონაწილეობით.

ყველა ახალი ამბავი
0