სამამულო ომის კადრები

„დიდი სამამულო ომის ხსოვნა რუსეთისთვის აბსოლუტურად წმიდაა“ პუტინი

161
(განახლებულია 20:29 22.06.2020)
პრეზიდენტის თქმით, რუსეთისთვის 22 ივნისი, დღე, როდესაც დიდი სამამულო ომი დაიწყო, სასტიკ ტრაგედიად იქცა, რომელმაც მილიონობით სიცოცხლე შეიწირა.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. დიდი სამამაულო ომის ხსოვნა აბსულუტურად წმიდაა რუსეთის ხალხისთვის, განაცხადა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. 

1941 წლის 22 ივნისს ნაცისტური გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. დაიწყო განმათავისუფლებელი ომი გერმანიისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, რომელიც 1945 წლამდე გაგრძელდა და რომელიც მეორე მსოფლიო ომის (1939-1945) გადამწყვეტი ნაწილი გახდა.

„ჩვენთვის, რუსეთის მოქალაქეებისთვის, დიდი სამამულო ომისა და მათი ხსოვნა, ვინც იბრძოდა და დაიღუპა, ვინც მთელი ძალებით ცდილობდა გამარჯვების მოახლოებას, აბსულუტური სიწმინდეა“, — განაცხადა პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი ტაძრისა და სამუზეუმო კომპლექსის მონახულებისას.

მისი თქმით, რუსეთისთვის 22 ივნისი, დღე, როდესაც დიდი სამამაულო ომი დაიწყო, სასტიკ ტრაგედიად იქცა, რომელმაც მილიონობით სიცოცხლე შეიწირა.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი ტაძარი პოდმოსკოვიეს პარკ „პატრიოტში“ აიგო გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით, თუმცა მისი გახსნა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

 

161
თემები:
რუსეთი დღეს (764)
ვაქცინაცია

ვაქცინა „სპუტნიკ ლაიტი“ რუსეთში რეგისტრაციას გაივლის

20
(განახლებულია 17:08 28.02.2021)
„სპუტნიკ ლაიტი“ ძირითადად ორიენტირებულია საერთაშორისო ბაზრებზე, იქ, სადაც ძლიერი ეპიდემიოლოგიური კერებია, რუსეთში ფლაგმანად „სპუტნიკV" დარჩება

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. რუსეთში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში ვაქცინა „სპუტნიკ ლაიტის“ რეგისტრაციაზე განაცხადი შევიდა, ნათქვამია ვაქცინა „სპუტნიკV"-ს Twitter-აკაუნტში.

ადრე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ ლაიტის“ კვლევის პირველმა მონაწილეებმა ვაქცინაცია ჩაიტარეს. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნული ვაქცინის კლინიკური კვლევის ჩატარების ნებართვა იანვარში გასცა.

პირდაპირი ინვესტიციების რუსეთის ფონდის ხელმძღვანელმა, კირილ დმიტრიევმა განაცხადა, რომ „სპუტნიკV" - ეს არის ვაქცინების პლატფორმა. მისი თქმით, „სპუტნიკ ლაიტი“ ძირითადად ორიენტირებულია საერთაშორისო ბაზრებზე, იქ, სადაც ძლიერი ეპიდემიოლოგიური კერები არსებობს, რუსეთში ფლაგმანად „სპუტნიკV" დარჩება.

„სპუტნიკ ლაიტი“ - ერთკომპონენტიანი ვაქცინაა, რომლის შემადგენლობაში იგივე სტრუქტურებია, რომლებსაც „სპუტნიკV" მოიცავს. „სპუტნიკ ლაიტი“ არ შეიცავს თავად COVID-19-ს, შესაბამისად, აცრის შედეგად კორონავირუსით დაინფიცირება შეუძლებელია.

20
რაკეტის სტარტის წინ

რუსეთმა არქტიკაში კლიმატის მონიტორინგის მიზნით პირველი თანამგზავრი გაუშვა

16
(განახლებულია 14:46 28.02.2021)
დედამიწის და არქტიკის ოკეანეს ზღვების ზედაპირის ამინდის სადღეღამისო მონიტორინგის უზრუნველსაყოფად ორბიტაზე ორი თანამგზავრისგან შემდგარი დაჯგუფების შექმნა იგეგმება

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. არქტიკის რეგიონში კლიმატისა და გარემოს მონიტორინგის მიზნით ბაიკონურის კოსმოდრომიდან რაკეტა-მატარებელმა Союз-2.1б პირველი რუსული თანამგზავრი Арктика-М გაუშვა.

როგორც „როსკოსმისის“ გენერალურმა დირექტორმა დმიტრი როგოზინმა განაცხადა, ეს რუსეთის მიერ კოსმოსური ხომალდის მესამე გაშვებაა 2021 წელს, მიმდინარე წელს 29 კოსმოსური სტარტია დაგეგმილი.

რაკეტა Союз-2.1б თანამგზავრთან ერთად კვირას 09:55 წუთზე აფრინდა. სტარტიდან ცხრა წუთში სუბორბიტალურ ტრაექტორიაზე რაკეტას თანამგზავრი Арктика-М გამოეყო.

თანამგზავრის სასტარტო მასა 2,2 ტონაა და მისი მუშაობის საანგარიშო პერიოდი შვიდ წელს მოიცავს. ის „როსკოსმოსის“ ერთ-ერთ საწარმოში შეიქმნა.

კოსმოსური აპარატი აღჭურვილია მრავალზონალური სკანირების ორი მოწყობილობით, რომელიც მოღრუბლულობის და დედამიწის ზედაპირის მრავალსპექტრულ გამოსახულებას ხილულ და ინფრაწითელ დიაპაზონებში გადაიღებს.

თანამგზავრს ასევე გააჩნია ჰელიოგეოფიზიკური აპარატული კომპლექსი, რომელიც მზის ზედაპირზე აფეთქებების აქტივობის და კოსმოსურ სივრცეში რადიაციული გარემოს კონტროლისა და პროგნოზებისთვის არის განკუთვნილი.

დედამიწის და არქტიკის ოკეანეს ზღვების ზედაპირის ამინდის სადღეღამისო მონიტორინგის უზრუნველსაყოფად ორბიტაზე ორი თანამგზავრისგან შემდგარი დაჯგუფების შექმნა იგეგმება. 2023 წელს მეორე თანამგზავრის გაშვება იგეგმება, 2024-2025 წლებში - კიდევ სამის.

16
ბენიამინ ნათანიაჰუ

ნეთანიაჰუ ისრაელის ხომალდზე მომხდარ აფეთქებაში ირანს ადანაშაულებს

0
(განახლებულია 10:51 01.03.2021)
ისრაელის კუთვნილი ხომალდი, რომელსაც ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაჰქონდა, სერიოზულად დაზიანდა აფეთქების შედეგად

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. ომანის ყურეში ისრაელის კუთვნილ ხომალდზე მომხდარ აფეთქებაში ირანის ხელი ურევია, განაცხადა ისრაელის პრემიერ–მინისტრმა ბენიამინ ნათანიჰუმ რადიო KAN–თან ინტერვიუში. 

​მანამდე ისრაელის მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, რომ კომპანია Helios Ray Ltd–ის კუთვნილ ხომალდზე აფეთქებისას, რომელსაც ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაჰქონდა, არავინ დაშავებულა. რა გახდა აფეთქების მიზეზი, არ კონკრეტდება.

„ეს ნამდვილად ირანის ჩადენილია, ეს აშკარაა“, — განაცხადა ნათა ნიაჰუმ.

მისი თმით, „ირანი ისრაელის ყველაზე დიდი მტერია“ და ხაზი გაუსვა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ თეირანმა ბირთვული იარაღი არ მიიღოს — „გარიგებით თუ გარიგების გარეშე“.

„მის შესახებ [აშშ–ის პრეზიდენტ] ჯო ბაიდენსაც ვუთხარი“, — აღნიშნა ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა.

მანამდე ისრაელის ხომალდზე შეტევაში ასევე ირანი დაადანაშაულა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი ჰანცმა. მისი თქმით, დაზვერვამ და ანალიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გაარკვიონ, ვინაიდან აშკარაა, რომ აფეთქება შემთხვევით არ მომხდარა.

0
თემები:
საერთაშორისო პანორამა