სასწრაფო დახმარება რუსეთში

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 7889 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

87
(განახლებულია 16:08 20.06.2020)
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების დღიური მატება 1,4 პროცენტს შეადგენს. მესამე დღეა ის რვა ათას ადამიანზე ნაკლებს შეადგენს

თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. გასულ დღე-ღამეში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 7 889 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 161 ადამიანი გარდაიცვალა, კლინიკებიდან 10 186 ადამიანი გაეწერა, განაცხადეს ინფექციასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში.

აღსანიშნავია, რომ 2 579 ადამიანს (32,7 %-ს) არ აქვთ კლინიკური გამოვლინება. დღიური მატება 1,4 პროცენტის დონეზე ნარჩუნდება. მესამე დღეა ის რვა ათას ადამიანზე ნაკლებს შეადგენს.

ახალი შემთხვევების გამოვლინდა 85 რეგიონში, უმრავლესობა მოსკოვში - 1 057. ამასობაში მატების ტემპები დედაქალაქში ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დაბალია - 0,5%.

მოსკოვის ოლქში 591 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხანტი-მანსის ავტონომიურ ოკრუგში - 280, სანქტ-პეტერბურგში - 232, ნიჟეგოროდის ოლქში - 228, სვერდლოვის - 224. ყველაზე ნაკლები რაოდენობა შემთხვევების გამოვლინდა ჩუკოტსკის ავტონომიურ ოკრუგში - 2.

ეპიდემიის დაწყებიდან კორონავირუსი 576 952 ადამიანს გამოუვლინდა, აქედან 8 002 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 334 592 პაციენტი.

ჯანმო-ს ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-მა 454 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაავადებულთა რაოდენობა თითქმის 8,5 მილიონს აღწევს.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტატისტიკით, COVID-19 8,6 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდგინდა, 460 ათასზე მეტი გარდაიცვალა, დაახლოებით 4,2 მილიონი პაციენტი გამოჯანმრთელდა. დაღუპულთა მიხედვით პირველ ადგილზეა აშშ (თითქმის 120 ათასი გარდაცვლილი), შემდეგ მოდის ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი და მექსიკა.

87
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1022)
ტერორისტის დაკავება

მზადდებოდა შეტევა სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებებზე: რუსეთში ტერორისტები დააკავეს

28
(განახლებულია 15:22 13.07.2020)
გასულ თვეში რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორმა განაცხადა, რომ ბოლო ათ წელიწადში ქვეყანაში 160 ტერაქტი აღიკვეთა

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა როსტოვის ოლქში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ უჯრედი გამოავლინა, წერს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით. 

გავრცელებული ინფორმაციით, უჯრედის შემადგენლობაში „რუსეთისა და ერთ–ერთი შუააზიური ქვეყნის“ ექვსი მოქალაქე შედიოდა.

„ისინი ამზადებდნენ თავდასხებს პოლიციის თანამშრომლებზე და ასევე გეგმავდნენ ტერორისტულ აქტებს სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებებში“, — ნათქვამია რელიზში.

ირკვევა, რომ ჯგუფის მეთაურმა დაკავებიას წინაარმდეგობა გაუწია სპეცსამსახურს. გარდ აიმისა, რომ ცეცხლი გახსნა კალაშნიკოვის სისტემის ავტომატიდან, მან ასევე ააფეთქა თვითნაკეთი მოწყობილობა, რის შედეგადაც სასიკვდილოდ დაშავდა. ჯგუფის დანარჩენი ხუთი წევრი დაკავებულია. ძალოვნებსა და მშვიდობიან მოსახლეობას შორის არავინ დაშავებულა.

არსებული ცნობით,  დაკავებულებს აღმოუჩინეს ავტომატები, საბრძოლო მასალეი, კიდევ ერთი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა და ნარკოტიკები.

ივნისში უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა განაცხადა, რომ ბოლო ათ წელიწადში რუსეთში დაახლოებით 160 ტერაქტი აღიკვეთა, აქედან 43 — გასულ წელს.

 

28
თემები:
რუსეთი დღეს
ყავის მაგიდა

ყავის საფრთხე ცხელ ამინდში: ექიმი მარტივ გამოსავალს გასწავლით

94
(განახლებულია 14:27 13.07.2020)
ზაფხულში ყავის სმას გარკვეული საფრთხეები ახლავს, ამიტომ ექიმი ყავის მოყვარულებს მისი სწორად სმის გზას ასწავლის, რათა ორგანიზმს ზიანი არ მიადგეს.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. დილიდან ფინჯანი ყავა ბევრი ადამიანისთვის უცვლელი ჩვევაა, მაგრამ ცხელ ამინდში სასურველია მისი შეზღუდვა, რათა ორგანიზმს ზიანი არ მიადგეს, აცხადებს ექიმ–თერაპევტი, იმუნოლოგი და ალერგოლოგი ირინა იარცევა რადიო Sputnik-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ყავის სმას ზაფხულის ხვატში გარკვეული საფრთხეები ახლავს.

„მკაცრი უკუჩვენებები ცხელ ამინდში ყავის მიღებასთან დაკავშირებით არ არსებობს. მაგრამ მისი ძირითადი თვისება — ორგანიზმიდან სითხის გამოდევნის დაჩქარებაა, რაც გაუწყლოების საფრთხეს ქმნის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყავის დალევამდე ან შემდეგ ერთი ჭიქა წყალი მიირთვათ“, — ამბობს ექიმი.

გარდა ამისა, იარცევა განმარტავს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ცხელ ყავას მიირთმევს ადამიანი თუ ცივს, ვინაიდან მოქმედი ნივთიერება ორივე შემთხვევაში უცვლელია — კოფეინი.

ექიმის რეკომენდაციით, დღეში სამი ფინჯანი ყავა ის ოპტიმალური რაოდენობაა, რომლის მიღებით დაკარგული სითხის შევსება ადამიანს წყლით შეუძლია. შესაბამისად, ეს ორგანიზმს ზიანს არ მიაყენებს.

 

94
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
ვალუტის კურსი

რა უჯდება ეროვნულ ბანკს ეროვნული ვალუტის სტაბილურობა

0
(განახლებულია 15:16 13.07.2020)
კორონავირუსუს პანდემიამ  ეკონომიკის იმ  სფეროებს,  საიდანაც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინება ხდება, სერიოზული დარტყმა მიაყენა.

ტურიზმის გაჩერებამ, უცხოეთიდან ფულადი გზავნილებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიცების კლებამ, ისედაც გაუფასურებული ლარი კიდევ  უფრო მეტად გაუფასურების საფრთხის წინაშე დააყენა.

ლარის კურსმა ვარდნა 9 მარტიდან დაიწყო, როდესაც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ გაურკვევლობას მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა დაემატა. 25 მარტისთვის ლარი უკვე 24%-ით იყო გაუფასურებული და 3,45 ნიშნულამდე იყო მისული.

სავალუტო ბაზრის სტაბილიზების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა სამ თვეში უკვე რვა აუქციონი გამართა რომლებზეც ჯამში 230 მილიონი დოლარი გაყიდა.

მიმდინარე წლის 30 ივნისის მდგომარეობით ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვი უკვე 3 მილიარდ 616 მილიონი აშშ დოლარია.

ეკონომისტი ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ წლის ბოლომდე ეროვნულ ბანკს ლარის სატბილურობის შესანარჩუნებლად საკუთარი რეზერვების დახარჯვა კიდევ ბევრჯერ მოუწევს.

„ეროვნულს ბანკს აქვს საკმარისი სავალუტო რეზერვი, რათა ლარის კურსი სტაბილურობა 3 დონიან ნიშნულთან ახლოს შეინარჩუნოს, ვფიქრობთ რომ წლის ბილომდე ეროვნული ვალუტის კურსის მითითებულ ნიშნულთან სიხლოვეს შენარჩუნება ეროვნულ ბანკს კვლავ დამატებით 250 - 300 მილიონი დოლარი დაუჯდება“- აღნიშნა ნიკა შენგელიამ Sputnik საქართველოსთან საუბრისას.

საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მთლიანად განისაზღვრება სავალუტო ბაზრის მიერ, რომელიც შედგება კომერციული ბანკებისგან, საინვესტიციო ფონდებისგან და იმ კორპორაციებისა თუ ინდივიდებისგან, რომელთა ინტერესში უცხოური ვალუტის ყიდვა–გაყიდვა შედის.

თუმცა ქვეყანაში, სადაც იმპორტს დიდი წილი უჭირავს, არასტაბილური და გაუფასუფრებული ეროვნული ვალუტა საფრთხეს ფასების სტაბილურობასაც უქმნის, რაც თავის მხრივ უკვე ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროა.

სავალუტო აუქციონების გარდა ეროვნული ბანკი რყევების შესამცირებლად ყოველდღიურ ინტერვენციებს იყენებს. კერძოდ, როდესაც დღის განმავლობაში გაცვლითი კურსის რყევები აჭარბებს წინასწარ განსაზღვრულ ნიშნულს, ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტით ვაჭრობაში გარკვეული თანხით ერთვება.

13 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ 3,0624 GEL/$1  ნიშნულზეა.

ნიკა შენგელიას აზრით, მიუხედავად იმისა რომ ეროვნული ბანკი ბაზარზე სავალუტო ინტერვენციებს ისევ გააგრძელებს, ლარის კურსის მერყეობა თვალშისაცემი სექტემბრის მეორე ნახევრიდან გახდება და ამის მიზეზი იმპორტის ზრდა იქნება.

„რაც შეეხება ინფლაციას, რომელიც თარგეთირებულთან შედარებით 3,1% ით მეტია. ვფიქრობთ ივლის- აგვისტოს თვეში ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არ არის“ - აღნიშნა ნიკა შენგელიამ.

საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაცია  (2020 წლის ივნისი 2019 წლის ივნისთან შედარებით) კვლავ მაღალ დონეზე რჩება - 6,1%.

ეკონომისტი ვეფხია გიორგაძე კი თვლის, რომ ეროვნული ბანკი რეზერვების გაყიდვით ლარის კურსის სტაბილურობას დიდ ხანს ვერ უზრუნველყოფს. 

„ეროვნული ბანკი თუ არ შეამცირებს რეალურად ფულის მასას ეკონომიკაში და მის რაოდენობას ეკონომიკის ადეკვატურს არ გახდის, მაშინ მას მოუწევს ქარის წისქვილებთან ბრძოლა, ლარის კურსიც მეტად გაუფასურდება, ვერც ინფლაციას გაართმევს თავს და ეს რეზერვიც შემოელევა გზადაგზა“- აღნიშნა ვეფხია გიორგაძემ Sputnik საქართველოსთან საუბრისას.

როგორც ვეფხია გიორგაძემ განმარტა, ეროვნულ ბანკს ეკონომიკაში ფულის მასის შემცირება რეზერვების გამოყენების გარეშეც შეუძლია რეფინანსირების სესხების შემცირების ხარჯზე.

„რეფინანსირების სესხი ეს ის ინსტრუმენტია, რომლითაც ეროვნული ბანკი ახდენს კომერცილი ბანკებისთვის მოკლევადიანი ლიკვიდობის მიწოდებას, აქ დავამატებდი რომ ეროვნული ბანკი ვერ აკონტროლებს რეალურად აქვს თუ არა მოკლევადიანი ლიკვიდობის პრობლემა კომერციულ ბანკს, ის ენდობა კომერციული ბანკებისგან შემოსულ მოთხოვნას, რის შემდეგაც ფული უკვე ეკონომიკაში ხვდება“ - აღნიშნა ვეფხია გიორგაძემ.

ვეფხია გიორგაძის თქმით,  დღეს საქართველოს სავალუტო  რეზერვების მოცულობა ისედაც ნაკლებია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილ მაჩვენებელზე. რეზერვები კი ქვეყნის მხრიდან საგარეო ვალდებულებების შესრულების - უცხოური ვალუტით გადახდების შეუფერხებლად განხორციელების ერთგვარი გარანტია და ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომელსაც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები ქვეყნისთვის სესხების გაცემისას ითვალისწინებენ.

ნატა პატარაია

 

0