პუტინის მრჩეველი: პროექტი „ომის სახეები“ ისტორიის ხელახლა გადაწერის მცდელობას ხელს შეუშლის

48
„ომის სახეები“ - არის ონლაინ-არქივი, სადაც შეიძლება ვეტერანების ფოტოების ჩატვირთვა. აქციას უკვე შეუერთდნენ დსთ-ის ქვეყნების მუზეუმები, ევროპული არქივები და ტოკიოს ინსტიტუტი, იუწყება „როსსოტრუდნიჩესტვო“

თბილისი, 15 ივნისი - Sputnik. პირველი უფასო ფოტობანკი „ომის სახეები“, შექმნილი მეორე მსოფლიო ომის 75-ე წლისთავისათვის, საერთაშორისო დონეზე გადის. სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის, მიხეილ ბრიუხანოვის თქმით, ახლა პროექტთან ითანამშრომლებენ დსთ-ისა და ევროპის ქვეყნები.

გარდა ამისა, ფოტობანკთან თანამშრომლობას გეგმავენ სერბეთის ისტორიული არქივი, კვიპროსის ფოტოგრაფთა ასოციაცია და იაპონიის ორი ორგანიზაცია - ტოკიოს რუსული ენის ინსტიტუტი და ევროპასა და აზიას შორის თანამშრომლობის ასოციაცია.

პროექტი „ომის სახეები“ არის მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ფოტოების ელექტრონული ბაზა. ფოტობანკში უკვე 2 ათასზე მეტი ფოტოა ჩატვირთული.

როგორც ონლაინ-შეხვედრაზე რუსეთს პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, ფოტოარქივში შეკრებილია ისეთი ცნობილი სამხედრო ფოტოკორესპონდენტების ნამუშევრები, როგორებიც იყვნენ ევგენი ხალდეი, ბორის კუდოიაროვი, ივან შაგინი. თუმცა არქივს რიგითი მოქალაქეების ფოტოებიც სჭირდება.

„პორტალ „ომის სახეების“ მნახველებს შეუძლიათ დამოუკიდებლად ჩატვირთონ თავიანთი ოჯახის გმირების ფოტოები პირადი არქივიდან, - აღნიშნა მედინსკიმ. - ამგვარად, ყველას შეუძლია წვლილის შეტანა ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებაში“.

ამასთან, ვლადიმერ მედინსკიმ მომხმარებლებს მოუწოდა, მაქსიმალურად ზუსტად შეავსონ ფორმულარი ფოტოების ჩატვირთვისას.

„საჭიროა მითითება იმისა, ვინაა გამოსახული, რა გარემოში, უნდა ასახავდეს სინამდვილესა და ფაქტს. - ხაზი გაუსვა მან. - რაც მეტია ფაქტი, მით ნაკლებია ისტორიის ფალსიფიკაციის შესაძლებლობა, რომლის გადაწერასაც დღეს ბევრი ცდილობს“.

როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, პროექტის მთავარი მიზანია - არ დაუშვან საბჭოთა ჯარისკაცების გმირობის დამახინჯება და სხვა სახელმწიფოებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

48
თემები:
რუსეთი დღეს (641)

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნები. რა სიურპრიზს უმზადებს აშშ კიშინიოვს

24
(განახლებულია 19:22 23.10.2020)
აშშ მოლდოვისთვის 1 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რევოლუციურ სცენარს ამზადებს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა.

მისი თქმით, მოლდოვის მოქმედი ლიდერი იგორ დოდონი აშშ-ს არ აწყობს, რადგან ის „დსთ-ის ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთანაც, კონსტრუქციული დიალოგის მომხრეა. მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე უკვე მოუწოდა საკუთარ საელჩოს კიშინიოვში „წინასწარ განაწყონ ოპოზიცია მასობრივი საპროტესტო აქციებისათვის“, თუ დოდონს კვლავ აირჩევენ. საპრეზიდენტო არჩევნებში, გარდა მოქმედი პრეზიდენტისა, მონაწილეობას მიიღებს კიდევ შვიდი კანდიდატი. დოდონის მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევა ოპოზიციური პარტია „მოქმედება და სოლიდარობის“ ლიდერი მაია სანდუ, რომელიც საკუთარი პროდასავლური პოზიციითაა ცნობილი.

24
ვლადიმირ პუტინი

ვლადიმირ პუტინმა ყარაბაღის ახალ კონფლიქტში დაღუპულთა რაოდენობა დაასახელა

74
(განახლებულია 13:18 23.10.2020)
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება – ეს არის კონფლიქტი მისი ყველაზე უარესი ვარიანტით.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. მთიან ყარაბაღში სომხეთი–აზერბაიჯანის კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ თითქმის 5 ათასი ადამიანია დაღუპული, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კლუბ „ვალდაის“ სხდომაზე.

„ორივე მხრიდან დიდია დანაკარგი... დაღუპულთა საერთო რაოდენობა უკვე ხუთ ათასს უახლოვდება“, — განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

მისი თქმით, მოსკოვი მრავალი წლის განმავლობაში სთავაზობდა მხარეებს პრობლემის დარეგულირების სხვადასხვა ვარიანტებს, მაგრამ პოზიციების შეთანხმება ვერ მოხერხდა და, შესაბამისად, „მივიღეთ კონფლიქტი მისი ყველაზე უარესი ვარიანტით“.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. 

მოგვიანებით რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს მთიან ყარაბაღში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ვლადიმირ პუტინმა, დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა მოუწოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და აღადგინონ მოლაპარაკებები. მოწოდებას შეუერთდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც. თურქეთმა კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ნებისმიერი სახის დახმარებას გაუწევს, რომელიც მას დასჭირდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.

9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები — სერგეი ლავროვი, ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვდნენ მთიანი ყარაბაღის თემაზე მოსალაპარაკებლად. დაახლოებით ათსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა. მიუხედავად ამისა, საომარი მოქმედებები არ შემწყდარა, რაშიც კონფლიქტის მხარეები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. 

ჰუმანიტარული დაზავების მორიგი მცდელობა მხარეებს 18 ოქტომბრის ღამით ჰქონდათ, თუმცა უკვე რამდენიმე საათის შემდეგ ბაქომაც და ერევანმაც კვლავ გაავრცელეს განცხადებები შეთანხმების დარღვევის შესახებ, რაშიც ერთმანეთს სდებენ ბრალს.

 

74
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020
ახალი ავტობუსების პრეზენტაცია

თბილისში ახალი სატრანზიტო საავტობუსე და საუბნო მარშრუტები ამუშავდა

0
დედაქალაქში ოთხ ახალ სატრანზიტო მარშრუტზე ავტობუსები ივლიან, გარდა ამისა დაინიშნა ექვსი ახალი საუბნო მარშრუტი

თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში დღეიდან ავტობუსების და მიკროავტობუსების ახალი ქსელი ამოქმედდა.

დედაქალაქში პირველი სწრაფი სატრანზიტო დერეფანი ამოქმედდა. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ვაკის რაიონის მაჟოროტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნოდარ ტურძელაძემ, დღეს მოსახლეობასთან ერთად ახალი მარშრუტებით იმგზავრა.

თბილისში შემდეგი ახალი სატრანზიტო საავტობუსე მარშრუტები გაიხსნა:

  • N301 - პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 11 ავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით.
  • N 332 - ნუცუბიძის IV მ/რ -დან „თბილისი ცენტრალის“ მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 10 ავტობუსი 12-წუთიანი ინტერვალით.
  • N 385 - ვაკის და საბურთალოს რაიონში. მარშრუტზე წრიული პრინციპით იმოძრავებს 7 ავტობუსი 6-წუთიანი ინტერვალით.
  • N 334 - წყნეთიდან მეტრო „დელისის“ მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 8 ავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით.

გარდა ამისა, თბილისში დაინიშნა ახალი საუბნო მარშრუტები, რომლებზეც ახალი მიკროავტობუსები ივლიან:

  • N 401 - მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 3 მიკროავტობუსი 5-წუთიანი ინტერვალით.
  • N 402 - ვაკის რაიონის რამდენიმე ქუჩა. მარშრუტზე იმოძრავებს 2 მიკროავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით.
  • N 404 – მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 3 მიკროავტობუსი 7-წუთიანი ინტერვალით.
  • N 405 - ნუცუბიძის V მიკრორაიონიდან მეტრო „დელისის“ მიმართულებით. მარშრუტზე 5-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს 7 მიკროავტობუსი.
  • N 447 - აბულაძის ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით. მარშრუტზე 6-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს 7 მიკროავტობუსი.
  • N 466 - შატბერაშვილის ქუჩიდან, „თბილისი ცენტრალის“ მიმართულებით. მარშრუტზე 4-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს 12 მიკროავტობუსი.
„სწრაფ სატრანზიტო დერეფანზე იმოძრავებს 12-მეტრიანი და მომავალი წლიდან უკვე 18-მეტრიანი ავტობუსები; საქალაქო მნიშვნელობის მარშრუტებზე მოძრაობს 8 და 10 მეტრიანი ავტობუსები, ხოლო საუბნო მნიშვნელობის მარშრუტებზე 6-მეტრიანი ე. წ. მიკროავტობუსები, რომლებიც თბილისის მერიამ ჩვენი მოსახლობისთვის ახლახან შეიძინა“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ.

ახალი საავტობუსე ქსელის გაშვებით, საშუალო მოცდის დრო შემცირდება 7 წუთამდე (მინიმუმ 3 წუთი, მაქსიმუმ15წუთი), ხოლო ავტობუსებში მგზავრთა ტევადობა გაიზრდება 2.5-ჯერ. შესაბამისად, 1 საათში გადასაყვანი მგზავრების ტევადობა 27 000-დან ავიდა 67 800 ერთეულამდე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოქალაქეებისთვის მცირდება მგზავრობისა და მოცდის დრო, აცხადებენ მერიაში.

ახალ მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებში და მიკროავტობუსებში თანხის გადახდა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბარათის საშუალებით, მგზავრობის დასაწყისშივე; ახალი მიკროავტობუსების მძღოლების ანაზღაურება იქნება ფიქსირებული.

ავტობუსების პარკის განახლების მიმდინარე პროცესის ფარგლებში უკვე შემოყვანილია 550 ახალი ავტობუსი; მომავალი წლის პირელ კვარტალში დასრულდება დამატებით 12-მეტრიანი 130 ავტობუსის შემოყვანა, ხოლო 2021 წლიდან ამ რაოდენობას 18-მეტრიანი 200 ავტობუსი დაემატება, აცხადებენ მერიაში.

0
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში