პრეპარატი „ფავიპირავირი“

პრეპარატ „ავიფავირის“ პირველი პარტია უკვე საავადმყოფოებშია

77
(განახლებულია 15:07 11.06.2020)
პრეპარატმა, რომელიც „ფავიპირავირის“ ბაზაზე დამზადდა და რომელიც ბლოკავს კორონავირუსის გამრავლების მექანიზმს, რუსეთში ეფექტურობა კლინიკური გამოცდისას დაადასტურა.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა და კომპანია „ქიმრარის“ ჯგუფმა საავადმყოფოებში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატ „ავიფავირის“ პირველი პარტია შეიტანა, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

„პრეპარატის პირველი პარტიები მიიღეს მოსკოვის, ლენინგრადის, ნოვგოროდის, კიროვის, ნიჟეგოროდის, ასევე თათრეთის რესპუბლიკისა და ეკატერინბურგის ოლქების კლინიკებმა და ფარმაცევტულმა ორგანიზაციებმა. ივნისში რუსეთის საავადმყოფოებს გადაეცემა „ავიფავირის“ 60 ათასი კურსი. საჭიროების შემთხვევაში წარმოების მოცულობა შეიძლება გაიზარდოს წელიწადში ორ მილიონ კურსამდე“, — ნათქვამია განცხადებაში.

„ავიფავირი“ ერთ-ერთია მსოფლიოში ორი პრეპარატიდან, რომლებიც კორონავირუსის სამკურნალოდაა დარეგისტრირებული. 

პრეპარატმა, რომელიც „ფავიპირავირის“ ბაზაზე დამზადდა და რომელიც ბლოკავს კორონავირუსის გამრავლების მექანიზმს, ეფექტურობა კლინიკური გამოცდისას დაადასტურა.

ამ დროისათვის პრეპარატი თავისუფლად არ იყიდება, ის მხოლოდ სტაციონარებში მოთავსებული პაციენტებისთვისაა ხელმისაწვდომი.

როგორც პირდაპირი ინვესტიციების ფონდის გენერალურმა დირექტორმა კირილ დმიტრევმა განმარტა, გამომდინარე „ავიფავირზე“ მაღალი მოთხოვნიდან, ამ დროისათვის უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქვეყნის ყველა რეგიონში მიწოდებაზე. გარდა ამისა, პრეპარატზე მოთხოვნები მიღებულია კიდევ ათზე მეტი ქვეყნიდან.

 

77
თემები:
რუსეთი დღეს (528)
პრეპარატის დამზადება ლაბორატორიაში

რუსეთში დასრულდა მსოფლიოში პირველი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა

96
(განახლებულია 12:06 12.07.2020)
პრეპარატის კლინიკური გამოცდები სეჩენოვის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა - კვლევამ მისი უსაფრთხოება აჩვენა

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. დასრულდა მსოფლიოში პირველი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევები, რომელიც რუსეთის სეჩენოვის სახელობის უნივერსიტეტში მოხალისეებზე ჩატარდა, განუცხადა РИА Новости-ს სეჩენოვის უნივერსიტეტის ტრანსლაციური მედიცინისა და ბიოტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორმა ვადიმ ტარასოვმა.

შეგახსენებთ, რომ ამ პრეპარატის კლინიკური გამოცდები მოხალისეებზე 18 ივნისს დაიწყო. კვირას დილით ცნობილი გახდა, რომ კვლევები წარმატებით დასრულდა.

მოხალისეები ორ ჯგუფად დაყვეს: პირველ ვაქცინის ერთი დოზა მისცეს, მეორეს - ორი. როგორც სეჩენოვის უნივერსიტეტის სამედიცინო პარაზიტოლოგიის, ტროპიკულ და ტრანსმისიურ დაავადებათა ინსტიტუტის დირექტორმა ალექსანდრ ლუკაშევმა, ვაქცინაციის შემდგომ პირველ დღეებში მათ აღენიშნებოდათ ტემპერატურის მომატება, სხვა ნეგატიური რეაქციები არ დაფიქსირდა.

„ამ ეტაპზე სახეზეა ვაქცინის უსაფრთხოება... ვაქცინის უსაფრთხოება დადასტურდა. ის შეესაბამება იმ ვაქცინების უსაფრთხოებას, რომლებიც ამჟამად ბაზარზე არსებობს“, - განაცხადა ლუკაშევმა.

მოხალისეების გაწერა 15 და 20 ივლისს იგეგმება, მედიკოსები მათ მდგომარეობას მომავალშიც დააკვირდებიან.

ვაქცინის შემუშავების შემდგომი გეგმა შემქმნელის სტრატეგიის შესაბამისად განისაზღვრება, როგორც ლუკაშევმა განმარტა, მასზე სხვა ყველაფერთან ერთად ეპიდსიტუაცია მოქმედებს.

ველოდებით შედეგს: ჯანმო COVID-19-ის რუსული ვაქცინით დაინტერესდა >>

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ერთადერთი ვაქცინა, რომელიც გამოცდას გადის: ცენტრი „ვექტორი“ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდას ადამიანებზე ივლისში დაიწყებს.

96
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
ავიაკომპანია „პობედას“ სტიუარდესა

რუსეთი 15 ივლისიდან საერთაშორისო ფრენების აღდგენას იწყებს

329
რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საზღვრების გახსნის თარიღი ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული

თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. რუსეთის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა, რომ 15 ივლისიდან ხელისუფლება საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას დაიწყებს, იუწყება РИА Новости.

უცნობი და უფრო საშიში პნევმონია ყაზახეთში: ჯანმო მუდმივ კონტაქტზეა >>

პანდემიის გამო რუსეთმა 27 მარტიდან სხვა ქვეყნებთან რეგულარული და ჩარტერული ავიამიმოსვლა შეწყვიტა. გამონაკლისს შეადგენს რეისები, რომლითაც რუსეთის მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან, ასევე სატვირთო, საფოსტო, სანიტარული და ზოგიერთი სხვა ფრენები. ადრე გამოცხადდა, რომ საზღვრების გახსნის თარიღი ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

„ეს შესაძლებელი გახდა, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, რუსეთში უკვე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ავადობის და ახალი კორონავირუსული ინფექციის გამოვლენილი შემთხვევების შემცირება ფიქსირდება“, - განაცხადა მან ბრიფინგზე.

ვიცე-პრემიერის თქმით, ავიამიმოსვლის აღდგენა დაიწყება იმ ქვეყნებთან, სადაც COVID-19-ით ინფიცირება 100 ათას მოსახლეზე 40 შემთხვევას არ აღემატება.

ინფიცირებულთა საშუალო დღიური მატება და დაავადების გავრცელების მაჩვენებელი ამ სახელმწიფოებში არ უნდა აღემატებოდეს 1%-ს.

გოლიკოვას განცხადებით, საავიაციო ხელისუფლებამ უნდა გამართოს მოლაპარაკებები და დაადგინოს, რომელი ქვეყნები შეესაბამება ამ კრიტერიუმებს. ავიამიმოსვლის აღდგენა ორმხრივი პრინციპით მოხდება.

რუსეთში შესვლისას უცხოელებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა ჯანმრთელობის შესახებ, რომელიც საზღვრის გადაკვეთამდე არაუმეტეს სამი დღით ადრეა გაცემული. რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეებს, მათ შეუძლიათ აჩვენონ კორონავირუსზე ტესტის შედეგები ან ეს ტესტი სამშობლოში ჩაიტარონ.

329
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
საავადმყოფო ბათუმში

კორონავირუსით დაავადებულ თურქეთის მოქალაქეს ბათუმიდან სამშობლოში დააბრუნებენ

0
პაციენტმა, რომელიც სატვირთო ავტომობილის მძღოლია, გამოთქვა სურვილი მკურნალობა სამშობლოში გააგრძელოს

თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. თურქეთის მოქალაქეს, რომელსაც ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა, სამშობლოში დააბრუნებენ.

შუახნის მამაკაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ის ბათუმის „ცხელების ცენტრში“ მიიყვანეს, სადაც მას კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება პირველი არხი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, პაციენტმა თავად გამოთქვა სურვილი მკურნალობა სამშობლოში გააგრძელოს.

საქართველოში კორონავირუსი 986 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 857 გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა. კარანტინის ზონებში 5001 ადამიანი რჩება, სტაციონარებში - 219.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში