რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსი 8 984 ადამიანს გამოუვლინდა

72
(განახლებულია 16:29 13.06.2020)
ეპიდემიის დაწყებიდან კორონავირუსი 467 673 -ს ადამიანს გამოუვლინდა, აქედან 5 859 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 226 731 პაციენტი.

თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. გასულ დღე-ღამეში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 984 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 134 ადამიანი გარდაიცვალა, 5 343 ადამიანი გამოჯანმრთელდა, იუწყება РИА Новости ახალ კორონავირუსულ ინფექციასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით.

ეპიდემიის დაწყებიდან დაავადებულთა საერთო რიცხვი 467 673-მდე გაიზარდა. 5 859 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 226 731 პაციენტი.

კორონავირუსის პანდემიამ პრაქტიკულად მთელი მსოფლიო მოიცვა. ჯანმოს ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია 6,7 მილიონზე მეტი ადამიანი, აქედან 392 ათასი გარდაიცვალა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტატისტიკით, COVID-19 6,9 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდგინდა, თითქმის 400 ათასი გარდაიცვალა, დაახლოებით 3,1 მილიონი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ლეტალური შემთხვევებით პირველ ადგილზეა კვლავ აშშ (110 ათასზე მეტი გარდაცვლილი), შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი, ბრაზილია, იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი.

რუსეთში პანდემიამ პლატოს მიაღწია, მიიჩნევენ ჯანმოში. ქვეყანაში თანდათანობით ხსნიან ადრე დაწესებულ შეზღუდვებს, თუმცა ზოგიერთ რეგიონში, მათ შორის მოსკოვში, თვითიზოლაციის რეჟიმი გახანგრძლივდა. როგორც დედაქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა აღნიშნა, ზოგიერთი შეზღუდვა ვაქცინის შექმნამდე შეიძლება გაგრძელდეს.

72
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1016)
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ბალტიის ქვეყნებში RT აკრძალეს: რუსეთის საგარეო უწყებაში კომენტარი გაკეთდა

17
რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ მსგავსი ანტიდემოკრატიული ნაბიჯები მსოფლიო საზოგადოების თვალში ვილნიუსის, რიგისა და ტალინის დისკრედიტაციას ახდენს

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. ლატვიის, ლიეტუვას და ესტონეთის მოქმედებები RT-ს ტელეარხების მიმართ - მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებების ცინიკური დარღვევაა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

ადრე ლიეტუვას რადიო და ტელემაუწყებლობის კომისიამ (LRTK) ქვეყანაში RT-ს ხუთი ტელეარხის ტრანსლაცია აკრძალა. კომისიის თავმჯდომარის თქმით, აკრძალვა ვრცელდება შემდეგ არხებზე: RT, RT HD, RT Spanish, RT Documentary HD, RT Documentary. აკრძალვა ხუთშაბათს ამოქმედდება. გასულ კვირაში ამავე არხების მაუწყებლობა, ასევე RT Arabic-ის აკრძალა ლატვიამ. აღნიშნული გადაწყვეტილება ახსნეს იმით, რომ ეს არხები ეკუთვნის საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ გენერალურ დირექტორს, დმიტრი კისელიოვს, რომელსაც ევროკავშირმა სანქციები დაუწესა.

„ჩვენ კვლავ ვაფიქსირებთ მედიის თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით საერთაშორისო ვალდებულებების ცინიკურ დარღვევას ბალტიის ქვეყნებში, სადაც სულ უფრო ნაკლებად მალავენ რუსოფობიას და ნებისმიერი ხერხით ცდილობენ მოაშორონ თავისი მედიასივრციდან რუსული საინფორმაციო არხები“, - განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.

მისი თქმით, გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ევროკავშირის არცერთ მაღალჩინოსანს აქამდე არ გაუკეთებია კომენტარი „ბალტიისპირეთში არსებული სიტყვის თავისუფლების ხელყოფისა და განსხვავებულ აზრთან ბრძოლის გამო“.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ ბრიუსელის დაუშვებელმა დუმილმა ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსული მედიის დისკრიმინაციის მრავალრიცხოვან ეპიზოდებთან დაკავშირებით იმდენად გაუხსნა ხელები ამ ქვეყნების ხელმძღვანელობას, რომ ახლა ისინი არც კი იწუხებენ თავს იმით, რომ რუსული მედიაჰოლდინგის მიმართ თავის ნაბიჯებს და საქციელს რაიმე დასაბუთებული ახსნა მოუძებნონ“, - აღნიშნა ზახაროვამ.

კისელიოვი „როსია სეგოდნიას“ გენერალური დირექტორია, ხოლო RT-ს მთავარი რედაქტორია მარგარიტა სიმონიანი, რომელზეც ევროკავშირის არანაირი სანქცია არ ვრცელდება. ეს კომპანიები - ორი ცალკეული იურიდიული პირია, ეს ინფორმაცია დიდი ხანია ცნობილია და ყველასათვის ხელმისაწვდომია. ზახაროვა აცხადებდა, რომ RT-ს შვიდი ტელეარხის მაუწყებლობის აკრძალვა ლატვიაში აღმაშფოთებელი და უნებართვო ნაბიჯია.

ივლისის დასაწყისში სიმონიანმა ირონიულად აღნიშნა თავის Twitter-ში, რომ მას მერე, რაც ლეტუვამ ლატვიის კვალდაკვალ აკრძალა RT-ს არხების მაუწყებლობა, უნდა ველოდოთ, როდის შეუერთდება ესტონეთი თავისი არაბულ- და ესპანურენოვანი მოსახლეობის RT-სგან დაცვის აქციას.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა ლატვიის მსგავსად განიხილავს RT-ს არხების ტრანსლაციის აკრძალვის შესაძლებლობას.

17
ვაქცინის ტესტირება კორონავირუსზე რუსეთში

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ COVID-19-ის სამკურნალო მესამე პრეპარატი დაამტკიცა

110
ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაინტერესდა რუსული „ავიფავირით“. გარდა ამისა, იგი ელოდება რუსული წარმოების ვაქცინას

თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მოიწონა COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი „კორონავირი“, შექმნილი კომპანია „Р-ფარმის“ მიერ, იუწყება РИА Новости.

ნიშანდობლივია, რომ ეს არის მესამე დამტკიცებული რუსული პრეპარატი „ავიფავირისა“ და „არეპლივირის“ შემდეგ.

როგორც რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, „კორონავირის“ გამოყენება შეიძლება მხოლოდ სტაციონარში. მისი გამოყენება დაუშვებელია ორსულებისათვის, მეძუძური ქალებისთვის, ასევე პაციენტებისთვის, რომელთაც თირკმლის უკმარისობა აწუხებთ და სხვ. პრეპარატი არ გამოიყენება ასევე 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

წამალი საგანგებო მდგომარეობის წარმოქმნის საფრთხისა და ლიკვიდაციის პირობებში გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად დარეგისტრირდა. ინსტრუქცია შედგენილია მწირი კლინიკური მონაცემებით და შეივსება ახალი ინფორმაციის მიღების პარალელურად.

„კორონავირის“ გარდა, „Р-ფარმი“ ახალ ინფექციასთან ბრძოლის მიზნით ქმნის საწარმოს ოთხ მილიარდიანი ინვესტიციით. კერძოდ, იგი გააფართოებს ოლოკიზუმაბის წარმოებას, პრეპარატის, რომელიც COVID-19-ის გართულების დროს ინიშნება, და გამოუშვებს ვაქცინას.

ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაინტერესდა რუსული „ავიფავირით“. გარდა ამისა, იგი ელოდება რუსული წარმოების ვაქცინას.

110
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1016)
ტედროს ადანომ გებრეისუსი

არასტანდარტული ანგარიში: ჯანმოს საქმიანობას სპეცკომისია შეისწავლის

0
(განახლებულია 10:08 10.07.2020)
სპეციალური კომისია არასტანდარტულ მოხსენებას ნოემბერში წარმოადგენს ჯანმოს წევრი ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრების შეხვედრაზე

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქმნის ექსპერტთა დამოუკიდებელ ჯგუფს, რომელიც შეისწავლის მის საქმიანობასა და ასევე სხვა ქვეყნების მიერ გატარებულ ზომებს COVID-19–თან ბრძოლის კუთხით, განაცხადა ჯანმოს გენერალურმა მდივანმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა მსოფლიოს 194 ქვეყნის წარმომადგენელთან ვირტუალურ შეხვედრაზე.

მისი თქმით, ჯგუფის ხელმძღვანელობას უკვე დაეთანხმნენ ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ–მინისტრი ჰელენ კლარკი და ასევე ლიბერიის ექს–პრეზიდენტი ელენ ჯონსონ სერლიფი.  კომისიის მანდატი ჯანმოს წევრ ქვეყნებთან შეთანხმებით შემუშავდება.

როგორც მოსალოდნელია, შუალედურ მოხსენებას კომისია ნოემბერში წარმოადგენს ჯანმოს წევრი ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრების შეხვედრაზე.

„ეს არ იქნება სტანდარტული ანგარიში, რომელიც შემდეგ თაროზე შემოიდება და დაიმტვერება. ეს არის ის, რასაც ჩვენ მტელი სერიოზულობით ვუდგებით“, — განაცხადა გებრეიესუსმა.

როგორც ცნობილია, ჯანმოს საქმიანობა პანდემიის დასაწყისიდან არის სერიოზული საერთაშორისო კრიტიკის საგანი. აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი  განაცხადა, რომ შეეღტებული შტატები ოფიციალურად დატოვებს ორგანიზაციას მომავალი წლის 7 ივლისს. მანამდე მან არაერთხელ დაადანაშაულა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთისადმი ლოიალობაში, სადაც იფეთქა კიდეც კორონავირუსულმა ინფექციამ.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს