კორონავირუსი რუსეთში

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 400 ათასს აღწევს

69
(განახლებულია 17:12 30.05.2020)
ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 396 575 ადამიანს აღწევს, აქედან 176 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 4555 პაციენტი

თბილისი, 30 მაისი – Sputnik. გასულ დღე-ღამეში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 952 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება ახალ კორონავირუსულ ინფექციასთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი.

ლავროვმა დასავლეთი კორონავირუსის პანდემიის საკუთარი მიზნებით გამოყენების გამო გააკრიტიკა >>

ერთ დღე-ღამეში დაფიქსირდა 181 ლეტალური შემთხვევა, სრულად გამოჯანმრთელდა 8212 ადამიანი.

ეპიდემიის დაწყებიდან დაავადებულთა საერთო რიცხვი 396 575-მდე გაიზარდა. 4555 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 167 469 პაციენტი.

კორონავირუსის პანდემიამ პრაქტიკულად მთელი მსოფლიო მოიცვა. ჯანმოს ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია თითქმის 5,7 მილიონი ადამიანი, აქედან 357 ათასი გარდაიცვალა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტატისტიკით, COVID-19  თითქმის ექვს მილიონ ადამიანს დაუდგინდა, 365 ათასი გარდაიცვალა, დაახლოებით 2,5 მილიონი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ლეტალური შემთხვევებით პირველ ადგილზეა კვლავ აშშ (100 ათასზე მეტი გარდაცვლილი), შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი, იტალია, საფრანგეთი, ბრაზილია და ესპანეთი.

პარასკევს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ კორონავირუსის პიკი გადაიარა. ბევრ რეგიონში ეპიდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ხსნიან. თუმცა ხელისუფლება აფრთხილებს მოსახლეობას, რომ საჭიროა სოციალური დისტანციის დაცვა და საზოგადოებრივ ადგილებში პირბადისა და ხელთათმანების ტარება, რათა დაავადების მეორე ტალღა არ მოხდეს.

მოსკოვში თვითიზოლაციის და შვებულებების რეჟიმი 14 ივნისამდე გააგრძელეს, თუმცა მომდევნო კვირიდან დედაქალაქის მცხოვრებლებს განრიგით გასეირნების უფლებას მისცემენ, ამუშავდება არასასურსათო მაღაზიები და საყოფაცხოვრებო მომსახურების პუნქტები: სამრეცხაოები, ქიმწმენდები და სარემონტო სახელოსნოები.

69
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1008)
უპილოტო საფრენი აპარატი

მიმოხილვა: რუსეთმა ახალი „იდეალური იარაღი“ შექმნა

5
(განახლებულია 13:34 07.07.2020)
რუსეთი წარმატებით ცდის მოიერიშე უპილოტო აპარატებს, ხელოვნური ინტელექტის მქონე ჯავშანტექნიკას, პოტენციური მოწინააღმდეგის მაღალტექნოლოგიური საბრძოლო სისტემებისა და ასევე რობოტების გამანადგურებელ დიდი რადიუსის საშუალებებს.

რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში არსებული წყაროების თქმით, რუსეთის ელექტრომაგნიტური ქვემეხების საცდელი ნიმუშების მიზნის დაზიანების სიშორე 10 კმ-ს აღწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ პირდაპირი ხედვის ზონაში მოწინააღმდეგის მაღალტექნოლოგიური საჰაერო და სახმელეთო შეიარაღება მყისიერად შეიძლება ლითონის გროვად იქცეს. უხმაურო გასროლას მილიწამი სჭირდება, რასაც არ ახლავს ცეცხლი, კვამლი და ასევე უკუდარტყმა. ელექტრომაგნიტური ქვემეხის პოზიციური რაიონის გამოვლენა რადიოლოკაციის ან თანამგზავრული დაზვერვის სტანდარტული საშუალებებით შეუძლებელია.

მანამდე ელექტრომაგნიტური ქვემეხის მოქმედების სიშორე სამი კილომეტრი იყო. ახალი ტიპის შეიარაღების გამოცდა 2015 წლიდან მიმდინარეობს, ქვემეხები წარმატებით „წვავს“ უპილოტო აპარატებს ჰაერში და სხვადასხვა დანადგარებს ხმელეთზე.

ახალი ელექტრომაგნიტური ქვემეხების შეიარაღებაში შეტანის ვადა მონიშნული არ არის, თუმცა რუსეთი უკვე მჭიდროდ მიუახლოვდა მას — წარმატება ხილულია. დღეს საცდელ ნიმუშებს უკვე აქვთ უნარი, მნიშვნელოვან მანძილზე დააზიანონ მოწინააღმდეგის უპილოტო საფრენი აპარატები, ვერტმფრენები და ფრთოსანი რაკეტები. ახალმა ქვემეხმა რეკორდი სწორედ ჰაერსაწინააღდეგო საშუალების სახით დაამყარა: „დაწვა“ 10 კმ დაშორებით განთავსებული სასწავლო საჰაერო სამიზნე. თუ მოქმედების სიშორის გაზრდა 20 კილომეტრამდე იქნება შესაძლებელი, მაშინ სამიზნეებს შორის აღმოჩნდებიან  თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავებიც. სავარაუდოდ, რუსულ სამხედრო სამრეწველო კომპლექსს ამ კუთხით დიდი დრო არ დასჭირდება.

ელექტრომაგნიტური ქვემეხები მოწინავე ხაზზე

იარაღი, რომლებიც ელექტრომაგნიტური გამოსხივების ტექნოლოგიას ეყრდნობა, მოქმედების პრინციპით ახლოსაა რადიოელექტრონულ საბრძოლო სისტემებთან. დენთისა და ლითონის ნაცვლად, რუსული ელექტრომაგნიტური ქვემეხი მაღალი სიხშირის გამოსხივებას იყენებს, რომელიც სინათლის სისწრაფით მოძრაობს. ჯერჯერობით პრობლემად რჩება უზარმაზარი ენერგოდანახარჯები თითო გასროლაზე, მაგრამ ტექნოლოგია გამუდმებით იხვეწება.

პერსპექტივაში ელექტრომაგნიტური ქვემეხების დადგმა შესაძლებელი გახდება მეექვსე თაობის მძიმე გამანადგურებელ უპილოტო აპარატებზე, ქვეითი ჯარების ტექნიკასა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდებზე. თუ ერთ დღეს ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგის თვითმფრინავებმა და ვერტმფრენებმა, უპილოტო აპარატებმა, ფრთოსანმა რაკეტებმა, ტანკებმა და სხვა ჯავშანტექნიკამ „უმიზეზოდ გაჭედა“, ესე იგი, ისინი ახალ ტექნოლოგიებს აქვს მიზანში ამოღებული.  

ელექტრომაგნიტური ქვემეხი არალეტალურ იარაღად მიიჩნევა — ანადგურებს ელექტრონიკას,  მაგრამ ინდობს ცოცხალ ძალას. სასტიკი ელექტრომა გნიტური გამოსხივება სახიფათოა ადამიანის ჯანმღთელობისთვის, შეუძლია დააზიანოს ნერვული, იმუნური და სხვა სისტემები.  და მაინც, თუ ელექტრომაგნიტური იმპულსი „დაწვავს“ მიკროსქემებს და პილოტირებულ საფრენ აპარატს გააჩერებს, მაშინ პილოტი განწირულია — კატაპულტა ასევე არ იმუშავებს.  

ელექტრომაგნიტური იარაღი — ეს კონკრეტულ სექტორებში მუშაობისთვის დანიშნული ინსტრუმენტების მთელი სპექტრია. მაგნიტური ველი შესაძლოა გამოყენებული იყოს ჭურვისთვის დაწყებითი სიჩქარის მისანიჭებლად, როგორც დენთის ალტერნატივა.

რუსეთში პრიორიტეტულად ვითარდება რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები, ელექტრომაგნიტურ ბომბებს აქვს უნარი, გათიშონ მოწინააღმდეგის მთელი რადიო- და ელექტრონული აპარატურა 4 კმ რადიუსში; ანუ დატოვოს მოწინააღმდეგის ჯარი კავშირისა და მართვის გარეშე, გადააქციოს მათი ქვედანაყოფები არაორგანიზებულ ბრბოდ.

საინტერესოა, რომ ელექტრომაგნიტური ქვემეხის შექმნის იდეა ერთდროულად გაჩნდა რუსეთსა და საფრანგეთში პირველი მსოფლიო ომის დროს. მას საფუძვლად დაედო გერმანელი მკვლევარის, იოჰან კარლ ფრიდრიხ ჰაუსის, ელექტრომაგნეტიზმის თეორიის ავტორის ნაშრომები. იდეამ დროს გაუსწრო და სამხედრო ტექნიკაში გამოყენება ვერ ჰპოვა : ფრანგულმა მოდელმა 50 გრამიანი ჭურვი 200 მილიწამამდე ააჩქარა და ღიად დამარცხდა ჩვეულებრივ არტილერიასთან. „მაგნიტო-ფუგალური“ ქვემეხის რუსული პროექტი კი ნახაზებად დარჩა.

ელექტრომაგნიტური იარაღის იდეის რენესანსი 21-ე საუკუნის დასაწყისში დადგა. 2011 წელს არციმოვიჩის რელსოტრონმა წარმატებით ჩააბარა გამოცდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის  მაღალი ტემპერატურის ლაბორატორიაში. ელექტრომაგნიტური ქვემეხი ძალიან პატარა ჭურვებს ისროდა, მაგრამ ელექტრომაგნიტური აჩქარების მქონე  ეს „მარცვლები“ ფოლადის დაფებს პლაზმად აქცევდა. ხუთი წლის შემდეგ რუსმა სპეციალისტებმა მასალა პრაქტიკულად პირველ კოსმოსურ სისწრაფემდე ააჩქარეს.

პარტნიორები ჩამორჩებიან

ელექტრომაგნიტური ქვემეხების პროექტებზე მუშაობენ აშშ-ში, ისრაელში, თურქეთში, საფრანგეთსა და ჩინეთში. მაგრამ არცერთ ამ ქვეყანას არ მიუღწევია „მაღალი ხარისხის ცეცხლის“ სიშორის ათკილომეტრიანი ეფექტისთვის. მაგალითად, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა გასულ წელს რელსოტრონული ქვემეხი გამოსცადა, რომლის ჭურვის გაშვების სიჩქარე დაახლოებით 2041 მ/წამი იყო. შევნიშნავ, რომ ეს მყარსხეულიანი საბრძოლო მასალა (არა ელექტრომაგნიტური იმპულსი) მაინც ვერ აჭარბებდა თანამედროვე არტილერიის მაქსიმალურ სიჩქარეს — 2500 მ/წამს. მომავლის ომებისთვის ეს აჩქარება აშკარად არ არის საკმარისი.

რელსოტრონი — ეს ელექტრომაგნიტური ქვემეხის სახეობაა, რომლის ძირითადი ელემენტებია კვების წყარო, კომუტაციური აპარატურა და ერთიდან ხუთ მეტრამდე სიგრძის ორი ელექტროგამტარი რელსი. გასროლა მაღალი ძაბვის მიწოდების მომენტში ხდება პლაზმისა და ელექტრომაგნიტური ველის ენერგიების ხარჯზე.

ამერიკელები 475-მმ-ანი რელსოტრონული ქვემეხის გამოცდას 2000-იანი წლების დასაწყისიდან აწარმოებენ, მაგრამ წარუმატებლად. 23 კილოგრამიანი ჭურვს, რომელიც ლულიდან დაახლოებით 2200 მ/წმ სიჩქარით ფრინდება, საშინელ ნგრევას იწვევს. უცნობია, საით და რამდენად შორს მიფრინავს იგი.

ამერიკული რელსოტრონული ქვემეხის მოწინავე ამერიკულ ესკადრონულ ნაღმმზიდ Zumwalt-ზე განთავსების იდეაზე საბოლოოდ უარი თქვეს იმის გამო, რომ ის უზარმაზარი რაოდენობის ენერგიას ხარჯავდა და რამდენიმე ათეულ გასროლაზე. ხომალდი არ შეიძლება იყოს საკუთარი შეიარაღების მსხვერპლი, ხოლო ელექტრომაგნიტური ქვემეხის გამოყენება ნაღმმზიდის თითქმის მტელი ელექტრონიკის გათიშვას მოიაზრებდა, ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების ჩათვლით. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ინსტიტუტის სპეციალისტებმა Zumwalt-ის ტიპის ნაღმმზიდების საკომანდო ხომალდებად გამოყენების წინადადება დააყენეს. კვლევები გრძელდება. მაღალტექნოლოგიური შეიარაღების სფეროში მოწინავე ქვეყნები აშკარად ჩამორჩებიან რუსეთს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

5

ჯანმო დაინტერესებულია СOVID-19-ის რუსული ვაქცინით - ვიდეო

47
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის რუსული ვაქცინით დაინტერესდა. ისინი ახლა გამოცდების დასრულებას ელოდებიან

ამასთან აღნიშნეს, რომ ასევე მონაწილეობენ პრეპარატების ტესტირებაში. რუსეთში მოხალისეებზე ტესტები რამდენიმე ადგილზე ერთდროულად მიმდინარეობს. როგორ მიდის ტესტები, როგორ გრძნობენ თავს მოხალისე მონაწილეები და რომელი ქვეყნები ელოდებიან ვაქცინას ყველაზე მეტად - იხილეთ ჩვენს ვიდეოში.

47