ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

სენსაციური აღმოჩენა: მიუდგომელ მთებში ხეოფსის პირამიდაზე უფრო დიდი პირამიდა იპოვეს

© photo: Sputnik / Mikhael Klimentiev / გადასვლა მედიაბანკშიხეოფსის პირამიდა
ხეოფსის პირამიდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც ირკვევა, პირამიდასთან მისვლა ძალიან რთულია. იქ მოსახვედრად ან ვერტმფრენია საჭირო, ან ფეხით 400 კილომეტრის გავლა.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საექსპედიციო კლუბ „ველური ჩრდილოეთის“ ტურისტებმა ურალის სუბპოლარულ მხარეში იდუმალი დიდი მთა იპოვეს, რომელიც პირამიდის იდენტურია და, ამასთან, ორჯერ უფრო დიდია, ვიდრე ხეოფსის პირამიდა ეგვიპტეში, იუწყება მასმედია.

​გავრცელებული ინფორმაციით, მთა ტურისტებმა თავდაპირველად ერთ-ერთი ადგილობრივის ფოტოებზე აღმოაჩინეს, შემდეგ კი ვერტმფრენიდანაც დააფიქსირეს.

მთა-პირამიდის სიმაღლე 800 მეტრია, სიგანე — 1 კილომეტრი. ობიექტი მდებარეობს ნაროდო-იტინსკის ქედზე ხანტი-მანსიისკის ავტონომიურ მხარეში. 

ოკეანე - Sputnik საქართველო
ოკეანეში უცხოპლანეტელთა პირამიდა-ხომალდი აღმოაჩინეს: ვრცელდება ფოტო-ვიდეო თანამგზავრიდან

მთა გარეგნობითა და პროპორციებით ხეოფსის პირამიდას ჰგავს, მაგრამ უფრო დიდ მასშტაბებში. ადგილობრივი ხანტები და მანსები მიიჩნევენ, რომ ეს წმინდა ადგილია და ამიტომ მისი მონახულება არ ღირს.

როგორც ირკვევა, პირამიდასთან მისვლა ძალიან რთულია. იქ მოსახვედრად ან ვერტმფრენია საჭირო, ან ფეხით 400 კილომეტრის გავლა.

კლუბ „ველური ჩრდილოეთის“ ხელმძღვანელი ევგენი სვიტოვი პირამიდის აღმოჩენის ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ ეს ობიექტი ადამიანის მიერ შექმნილს ჰგავს.

„როგორ შეუძლია ბუნებას ამის გაკეთება? პირამიდა რომ თუნდაც ოდნავ შებრუნებული იყოს, მაშინ — კი, მაგრამ აქ გადახრა არც ერთი გრადუსით არ არის“, — ამბობს სვიტოვი.

უცნაური ობიექტით უკვე დაინტერესდნენ რუსეთის გეოგრაფიულ საზოგადოებაში. უფრო მეტიც, მიმდინარე წლის ზაფხულში იქ ექსპედიციის გაგზავნას აპირებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0