მაღაზია

დახველების გამო გამყიდველმა კლიენტს თავზე ბოთლი გადაამტვრია

1495
(განახლებულია 15:06 20.05.2020)
სამართალდამცველები იკვლევენ ინციდენტის ყველა დეტალს. გამყიდველს, ხელწერის საფუძველზე, აკრძალული აქვს ქალაქის დატოვება.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. მაღაზიაში გამყიდველმა თავზე ბოთლი გადაამტვრია მომხმარებელს, რომელიც მისი მიმართულებით ახველებდა.

ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც მოსკოვში მოხდა, სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებმა საქმე აღძრეს. 

არსებული ინფორმაციით, კლიენტმა, საქონლის არჩევის დროს, გამყიდველის მიმართულებით დაახველა. დაწესებულების თანამშრომელს მოეჩვენა, რომ, კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, მამაკაცმა ეს განზრახ გააკეთა. შედეგად, მათ შორის კონფლიქტი გაჩაღდა, რა დროსაც გამყიდველმა ხელი სტაცა ლიტრიან ბოთლს და კლიენტს თავზე გადაამტვრია.

თავგატეხილი დაზარალებული მოსკოვის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სამართალდამცველები იკვლევენ ინციდენტის ყველა დეტალს. გამყიდველს, ხელწერის საფუძველზე, აკრძალული აქვს ქალაქის დატოვება. 

1495
თემები:
მსოფლიო დღეს (1663)

„უკვდავი პოლკი ონლაინ“ დასრულდა: მარში 25 მლნ ადამიანმა ნახა

13
(განახლებულია 18:45 29.05.2020)
სამი კვირის განმავლობაში ტრანსლაცია მიმდინარეობდა რუსეთის უკვდავი პოლკის საიტზე www.polkrf.ru, საერთაშორისო უკვდავი პოლკის საიტზე www.polk.press, ონლაინ–კინოთეატრზე Okko და ასევე სოციალურ ქსელებში ВКонтакте–სა და Одноклассники–ზე.

თბილისი, 29 მაისის — Sputnik. „უკვდავი პოლკი–ონლაინ“ მარში დასრულდა, მასშტაბური კამპანია ვირტუალურ სივრცეში 20 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და 25 მლნ ადამიანმა ნახა მთელი მსოფლიოდან.

„რუსეთის უკვდავი პოლკის“ ცენტრალური შტაბის თანათავმჯდომარის, შრომის გმირის, მსახიობ ვასილი ლანავოის თქმით, „რაც გაკეთდა, იმის მთავარი აზრი — ეს ადამიანების გაერთიანებაა, რათა ად დაირღვეს დროებს შორის ცოცხალი კავშირი, რათა არასდროს გაქრეს დაცემულ მეომართა ხსოვნა, რათა გამარჯვება მხოლოდ ერთად შეიძლება“.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ონლაინ–მსვლელობის ორგანიზებასა და ჩატარებაში. ეს რუსეთის „უკვდავი პოლკისა“ და მისი პარტნიორების კოორდინირებული სამუშაო იყო, ანკეტების შესაკრებად ონლაინ–პლატფორმების შემქმნელების, მოხალისე–მოდერატორების, კონსულტანტ–ისტორიკოსების, მსვლელობის ტრანსლაციის ორგანიზატორებისა. 9 მაისს ის მარტო ინტერნეტითა და  პირდაპირი ტელეეთერებით კი არ იხილეს, არამედ 5 000–ზე მეტ მედიაფასადზეც მთელი რუსეთის მასშტაბით. მათ შორის, ეს იყო დიდმეტრაჟიანი ეკრანები ისტორიული შენობების კედლებზე. რაც შეეხება მოსკოვს, იქ ტრანსლაცია მეტროს მატარებლების ეკრანებზეც მიმდინარეობდა, მიწისზედა ტრანსპორშიცა და ელექტრომატარებლებშიც  — სულ 20 ათას ერთეულზე“, — განაცხადა „რუსეთის უკვდავი პოლკის“ აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა არტიომ ხუტორსკიმ.

სამი კვირის განმავლობაში ტრანსლაცია მიმდინარეობდა რუსეთის უკვდავი პოლკის საიტზე www.polkrf.ru, საერთაშორისო უკვდავი პოლკის საიტზე www.polk.press, ონლაინ–კინოთეატრზე Okko და ასევე სოციალურ ქსელებში ВКонтакте–სა და Одноклассники–ზე. აქცია ყველაზე მეტად პოპულარული სწორედ სოციალურ ქსელებში იყო. 

„სოციალურ ქსელებში ტრანსლაცია დაახლოებით 18 მილიონჯერ ნახა მომხმარებელმა. ВКонтакте–სა და Одноклассник–ის იუზერებმა ორი მლნ ანკეტა ატვირთეს ახლობლების შესახებ ინფორმაციით. ბევრი ერთდროულად რამდენიმე ვეტერანის ფოტოს აგზავნიდა. აქციის მონაწილეებს შორის ბევრი ახალგაზრდა იყო. მაგალითად,  ВКонтакте–ს მომხმარებელთა მესამედი 21 წელზე უმცროსი ასაკისა გახლდათ. მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია დავეხმაროთ ადამიანებს, ჩაერთვნენ ომის ცოცხალ ისტორიაში  და პატივი მიაგონ გმირებს“, — აღნიშნეს Mail.ru Group–ეს პრესსამსახურში.

„უკვდავი პოლკის“ ორგანიზატორები საგამოძიებო კომიტეტს ჰაკერების მონაცემებს გადასცემენ>>

აღსანიშნავია, რომ მათ, ვინც ტრანსლაცია გამოტოვა, 31 მაისამდე შესაძლებლობა აქვთ, მსვლელობის საიტებზე საჭირო დროსა და საათზე გადაახვიონ მარში და იხილონ საკუთარი ვეტერანები წითელ მოედანზე. 

მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, მისი მონაწილეების მონაცემები, რომლებმაც ავტორიზაცია სოციალური ქსელებით გაიარეს, კვლავ იქნება ხელმისაწვდომი რესურსზე „ხსოვნის ბანკი“.

 

13

ლავროვმა დასავლეთი კორონავირუსის პანდემიის საკუთარი მიზნებით გამოყენების გამო გააკრიტიკა

68
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დასავლეთის ქვეყნების კორონავირუსის პანდემიისადმი მიდგომა დაგმო

ჩინური გაზეთი Global Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მინისტრი ამბობს, რომ ისინი სიტუაციის გამოყენებას ცდილობენ, რათა დასაჯონ მათი მეტოქე მთავრობები, და ეპიდემიისგან დაზარალებულ ქვეყნებს უკრძალავენ რუსეთისგან ჰუმანიტარული დახმარების მიღებას. ამასთან, დასავლეთი არ მიყვება ჰუმანიზმის პრინციპებს COVID-19-თან ბრძოლის საკითხში. დაწვრილებით - იხილეთ ჩვენი ვიდეო.

68
პოლიცია

სპეციალისტები სოფელ მუშევანის ყველა მცხოვრებს კორონავირუსზე გამოიკვლევენ

0
(განახლებულია 21:55 29.05.2020)
საქართველოს სამ რაიონში – ბოლნისში, მარნეულსა და თეთრიწყაროში კორონავირუსის ინფიცირების დაახლოებით 60 შემთხვევაა გამოვლენილი.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik.  ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, სადაც ჯერ კიდევ მოქმედებს კარანტინი, სპეციალისტები კორონავირუსზე ყველა ადგილობრივ მოსახლეს გამოიკვლევენ.

სოფელში დაგეგმილია დაახლოებით 600 ნიმუშის აღება. სულ მუშევანში 250 კომლი ცხოვრობს.

გაფართოებულ ტესტირებას ეპიდემიოლოგების ცხრა ჯგუფი ატარებს, მათგან შვიდი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის თანამშრომელია, ორი კი ადგილობრივი სპეციალისტი. სოფელში იმყოფებოდა ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც, რომელიც მოსახლეობის ტესტირების პროცესს ადგილზე გაეცნო. 

ბოლნისის რაიონი კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალდა. გამყრელიძის თქმით, საქართველოს სამ რაიონში – ბოლნისში, მარნეულსა და თეთრიწყაროში კორონავირუსის ინფიცირების დაახლოებით 60 შემთხვევაა გამოვლენილი. ყველაზე მეტად დაზარალდა ბოლნისი და მუშევანი. 55 პაციენტი კლინიკაში გადაიყვანეს, 60–მდე პირი კი კარანტინში იმყოფება.

ადრე სოფლის მოსახლეობამ სპეციალისტებს წინააღმდეგობა გაუწია და მათ ტესტირების ჩატარების საშუალება არ მისცა, თუმცა, ახლა ვითარება შეიცვალა და ადგილობრივები ეპიდემიოლოგების მუშაობით კმაყოფილი არიან.

 „ჩვენ მთელი სოფელი მოვიარეთ. პასუხების გათვალისწინებით გადაწყდება, როგორ ზომებს მივიღებთ“, – განაცხადა გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

სოფელი მუშევანი წითელ ზონად 25 აპრილიდან გამოცხადდა, შესაბამისად ამოქმედდა მკაცრი კარანტინი.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 746-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 576 ადამიანი, გარდაიცვალა – 12.

კარანტინში იმყოფება 2966 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 250 პაციენტია.



0
თემები:
COVID-19 საქართველოში