Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ერთ დღე-ღამეში რუსეთში კორონავირუსი 9200 ადამიანს დაუდასტურდა

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიCOVID-19-ის მიმღები ცენტრი რუსეთში
COVID-19-ის მიმღები ცენტრი რუსეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
COVID-19-ით დაავადებულთა საერთო რიცხვი 272 ათასს აჭარბებს, გამოჯანმრთელდა 63 ათასზე მეტი პაციენტი.

თბილისი, 16 მაისი - Sputnik. რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 9 200 შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება ახალ კორონავირუსულ ინფექციასთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი.

სომხეთის მოქალაქეები რუსეთიდან საქართველოს გავლით სამშობლოში ვერ დაბრუნდნენ >>

ეპიდემიის დაწყებიდან დაავადებულთა საერთო რიცხვი 272 043-მდე გაიზარდა. 2 537 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 63 166 პაციენტი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
რუსეთის საგარეო უწყება სამხრეთ კავკასიაში COVID-19-ის თემის პოლიტიზირებას არ ემხრობა

კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით რუსეთი მსოფლიოში აშშ-ს შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.

ინფიცირების ტემპის ზრდას ხსნიან იმით, რომ რამდენჯერმე გაიზარდა კორონავირუსზე ტესტების შედეგების დადასტურების სიჩქარე. რუსეთში კორონავირუსულ ინფექციაზე 6,1 მილიონზე მეტი ტესტი გაკეთდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს კორონავირუსის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 4,55 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 300 ათასს აჭარბებს.

რუსეთში საყოველთაო თვითიზოლაციის მკაცრი რეჟიმი მოქმედებს. დახურულია გასართობი დაწესებულებები, სილამაზის სალონები, კაფეები და რესტორნები. ჩვეულ რეჟიმში მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები, ზოომაღაზიები, ადგილზე მიტანის სერვისები, კავშირგაბმულობის სერვისები, ბანკის ფილიალები, პირველადი საჭიროების არასასურსათო საქონლის მაღაზიები მუშაობენ, აგრეთვე სამსახურები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალაქის ცხოვრებას.

 

ყველა ახალი ამბავი
0