ცხედარი ვერ გაიყვეს: სარიტუალო სააგენტოებს შორის დაპირისპირება მოხდა - ვიდეო

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიდაკრძალვა
დაკრძალვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სარიტუალო მომსახურების თანამშრომლებს ერთმანეთში ჩხუბი მოუვიდათ პროზექტურის შესასვლელთან, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილის ცხედარი ესვენა.

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ორი სარიტუალო სააგენტოს თანამშრომლებმა კალუგის რეგიონში კორონავირუსით გარდაცვლილის გვამის გამო იჩხუბეს, იუწყება რუსული მასმედია.

​გავრცელებული ცნობით, დამკრძალავი სააგენტოების — „ზეცისა“ და „წეროების“ თანამშრომლებმა პროზექტურის შესასვლელთან იჩხუბეს. ერთ-ერთი სააგენტოს თანამშრომლებმა კონკურენტების მანქანას გზა გადაუკეტეს.  

კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლები დამცავ კოსტუმებში არიან გამოწყობილი და თავშეკავებულად იქცევიან, მათ ოპონენტებს კი მხოლოდ ნიღბები უკეთიათ და აგრესიას ავლენენ. რაღაც მომენტში ამ სააგენტოს თანამშრომელი კონკურენტი კომპანიის მამაკაცს ურტყამს, რამაც კონფლიქტის დაწყება გამოიწვია.

იმაზე, თუ რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, ინფორმაცია არ ვრცელდება.

ყველა ახალი ამბავი
0