ონლაინ-ტრანსლაცია აქციის „უკვდავი პოლკი“

„უკვდავი პოლკის“ ორგანიზატორები საგამოძიებო კომიტეტს ჰაკერების მონაცემებს გადასცემენ

113
შეტევისთვის 646 უნიკალური IP მისამართი გამოიყენეს. DDOS-შეტევაში მონაწილე სერვერების 64% ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე მდებარეობს, 27% - ჩრდილოეთ ამერიკის, 3% - აზიის

თბილისი, 12 მაისი - Sputnik.  „უკვდავი ონლაინ პოლკის“ ორგანიზატორები პროცესუალური შემოწმების ორგანიზაციისათვის აპირებენ გადასცენ საგამოძიებო კომიტეტს პროექტის პროვოკატორების მონაცემები. როგორც აღმოჩნდა, პროექტის აშკარა წარმატების მიუხედავად, აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც მიზანმიმართულად ცდილობდა მსვლელობისთვის ხელის შეშლას.

მკაცრი ზომები: კორონავირუსზე დაუდასტურებელი ცნობები რუსეთში აკრძალულ ინფორმაციად ცნეს >>

დაფიქსირდა ომში დაღუპული საბჭოთა სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნის და ვეტერანების შეურაცხყოფის მცდელობები, რომელთა ფოტოებიც მადლიერმა შთამომავლებმა პროექტში განათავსეს.

იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობდა მოდერაცია და რა სახის კონტენტს გადააწყდნენ ორგანიზატორები, ისაუბრა რუსეთის საზოგადოებრივი მოძრაობა „გამარჯვების ვოლონტიორების“ ცენტრალური შტაბის თავმჯდომარე ოლგა ამელჩენკოვამ.

„მოდერაციის პროცესში ვოლონტიორებმა დააფიქსირეს საბჭოთა ხალხის გმირობის შეურაცხყოფის შემაძრწუნებელი შემთხვევები. - ასე მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების ფოტოების ნაცვლად ზოგიერთი მომხმარებელი აგზავნიდა მულტიპლიკაციური პერსონაჟების და, რაც ყველაზე საშინელია, ნაცისტური გერმანიის იდეოლოგების, ბელადების და ოფიცრების გამოსახულებებს. მოხალისეებისა და პროფესიონალი ისტორიკოსების მიერ მსგავსი განაცხადები დაიბლოკა“.

რადგან ანკეტის განთავსებისას მომხმარებლები ავტორიზდებიან თავისი აკაუნტების მეშვეობით სოციალურ ქსელებში, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებმა გამოავლინეს და დაბლოკეს ის მომხმარებლები, რომლებიც დესტრუქციული კონტენტის განთავსებას ცდილობდნენ.

როგორც კიბერუსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, 500 IP-მისამართიდან შეტევები ნაცისტების და სამხედრო დამნაშავეების ფოტოების განთავსების სახით რამდენიმე საათს გაგრძელდა, რაც მათ განზრახ ხასიათზე მეტყველებს.

პროექტის ორგანიზატორები აღშფოთებული არიან იმ ადამიანების ქმედებებით, რომლებმაც ხელი აღმართეს წმიდათაწმიდაზე, როდესაც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების გვერდით განათავსეს ნაცისტური არმიის იდეოლოგები და ბელადები.

„ჩვენ დაუსჯელად არ დავტოვებთ დიდი გამარჯვების 75 წლისთავის ზეიმისთვის ჩრდილის მიყენების ამ მცდელობებს, და ჩვენ მიერ შეგროვებულ ყველა მასალას გადავცემთ საგამოძიებო კომიტეტს, რათა მოხდეს საპროცესო შემოწმება", - განაცხადა არტიომ ხუტორსკიმ, რუსეთის საზოგადოებრივი მოძრაობა „რუსეთის უკვდავი პოლკის“ აღმასკომის ხელმძღვანელმა. მოძრაობის ოფიციალური საინფორმაციო პარტნიორია საერთაშორისო სააგენტო Sputnik-ი.

ონლაინ-მსვლელობის პლატფორმამ გაუძლო რამდენიმე ჰაკერულ შეტევას. ბოროტმოქმედების მხრიდან განსაკუთრებულ მკრეხელობა იყო „უკვდავი ონლაინ-პოლკის“ გვერდის მწყობრიდან გამოყვანა წმინდა დღეს - 9 მაისს, აღნიშნავენ მსვლელობის ორგანიზატორები.

ვებგვერდზე განხორციელდა 9 მილიონზე მეტი მოთხოვნა, შეტევის სიმძლავრე იყო 18 500 მოთხოვნა წამში. ამ ქმედებების შედეგად გამოილია ვირტუალური სერვერის პროცესორის სიმძლავრეები - ვებგვერდს ჰოსხტინგის მხრიდან გათიშვის საფრთხე დაემუქრა. მომხმარებლებისთვის ვებგვერდზე შესვლა მნიშვნელოვნად შეიზღუდა.

თუმცა, უსაფრთხოების სამსახურმა ხარვეზის აღმოფხვრა მოახერხა და ასევე გაარკვია, ვინ შეეცადა ონლაინ-მსვლელობისთვის ხელის შეშლას. შეტევისთვის 646 უნიკალური IP მისამართი გამოიყენეს. DDOS-შეტევაში მონაწილე სერვერების 64% ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე მდებარეობს, 27% - ჩრდილოეთ ამერიკის, 3% - აზიის

როგორც აღნიშნულია, უსაფრთხოების სამსახურის მუშაობა და ანკეტების მოდერაცია გრძელდება - ყველა ვოლონტიორმა გაიარა წინასწარი ტრენინგი მასალების მიხედვით, რომლებიც მოამზადა რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ისტორიულ-საარქივო ინსტიტუტის საარქივო საქმის ფაკულტეტის დეკანის, ელენა მალიშევამ.

„უპირველეს ყოვლისა, გამარჯვების ვოლონტიორებისთვის სასწავლო პროგრამისთვის ისტორიული კონტენტის შექმნაში მონაწილეობა ისტორიკოსებმა მიიღეს. საგანმანათლებლო ბლოკში ყურადღება ეთმობოდა ვიზუალურ ასპექტებს - პერსონალიზაციას, ფორმას, ჯილდოებს, განმასხვავებელ ნიშნებს, ასევე შინაარსობრივ მხარეს. ამგვარად, გამარჯვების ვოლონტიორები, შესაბამისი ისტორიული მომზადების შემდეგ, იყვნენ არა მოდერაციის ტექნიკური შემსრულებლები, არამედ ისტორიული ხსოვნის ნადვილი მცველები“, - აღნიშნა მალიშევამ.

აღსანიშნავია, რომ „რუსეთის უკვდავი პოლკის“ აქცია აღმოჩნდა ძალიან მოთხოვნადი - ონლაინ-მსვლელობაში მონაწილეობაზე 3 მილიონამდე განაცხადი შევიდა.

თავად მსვლელობა გრძელდება და გაგრძელდება ბოლო ატვირთულ ანკეტამდე „რუსეთის უკვდავი პოლკის“ polkrf.ru, „საერთაშორისო უკვდავი პოლკის“ polk.press ვებგვერდებზე და ონლაინ–კინოთეატრში Окко, ასევე სოციალურ ქსელებში Одноклассники და ВКонтакте, „რუსეთის უკვდავი პოლკის“ გვერდებზე. მსვლელობა უკვე ნახა 12,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა.

113

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნები. რა სიურპრიზს უმზადებს აშშ კიშინიოვს

23
(განახლებულია 19:22 23.10.2020)
აშშ მოლდოვისთვის 1 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რევოლუციურ სცენარს ამზადებს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა.

მისი თქმით, მოლდოვის მოქმედი ლიდერი იგორ დოდონი აშშ-ს არ აწყობს, რადგან ის „დსთ-ის ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთანაც, კონსტრუქციული დიალოგის მომხრეა. მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე უკვე მოუწოდა საკუთარ საელჩოს კიშინიოვში „წინასწარ განაწყონ ოპოზიცია მასობრივი საპროტესტო აქციებისათვის“, თუ დოდონს კვლავ აირჩევენ. საპრეზიდენტო არჩევნებში, გარდა მოქმედი პრეზიდენტისა, მონაწილეობას მიიღებს კიდევ შვიდი კანდიდატი. დოდონის მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევა ოპოზიციური პარტია „მოქმედება და სოლიდარობის“ ლიდერი მაია სანდუ, რომელიც საკუთარი პროდასავლური პოზიციითაა ცნობილი.

23
ვლადიმირ პუტინი

ვლადიმირ პუტინმა ყარაბაღის ახალ კონფლიქტში დაღუპულთა რაოდენობა დაასახელა

74
(განახლებულია 13:18 23.10.2020)
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება – ეს არის კონფლიქტი მისი ყველაზე უარესი ვარიანტით.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. მთიან ყარაბაღში სომხეთი–აზერბაიჯანის კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ თითქმის 5 ათასი ადამიანია დაღუპული, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კლუბ „ვალდაის“ სხდომაზე.

„ორივე მხრიდან დიდია დანაკარგი... დაღუპულთა საერთო რაოდენობა უკვე ხუთ ათასს უახლოვდება“, — განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

მისი თქმით, მოსკოვი მრავალი წლის განმავლობაში სთავაზობდა მხარეებს პრობლემის დარეგულირების სხვადასხვა ვარიანტებს, მაგრამ პოზიციების შეთანხმება ვერ მოხერხდა და, შესაბამისად, „მივიღეთ კონფლიქტი მისი ყველაზე უარესი ვარიანტით“.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. 

მოგვიანებით რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს მთიან ყარაბაღში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ვლადიმირ პუტინმა, დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა მოუწოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და აღადგინონ მოლაპარაკებები. მოწოდებას შეუერთდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც. თურქეთმა კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ნებისმიერი სახის დახმარებას გაუწევს, რომელიც მას დასჭირდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.

9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები — სერგეი ლავროვი, ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვდნენ მთიანი ყარაბაღის თემაზე მოსალაპარაკებლად. დაახლოებით ათსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა. მიუხედავად ამისა, საომარი მოქმედებები არ შემწყდარა, რაშიც კონფლიქტის მხარეები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. 

ჰუმანიტარული დაზავების მორიგი მცდელობა მხარეებს 18 ოქტომბრის ღამით ჰქონდათ, თუმცა უკვე რამდენიმე საათის შემდეგ ბაქომაც და ერევანმაც კვლავ გაავრცელეს განცხადებები შეთანხმების დარღვევის შესახებ, რაშიც ერთმანეთს სდებენ ბრალს.

 

74
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020
კორონავირუსის ეპიდემია. მამაკაცი პირბადით ... ნიკაპზე

„კორონავირუსი ხომ არ მაქვს ???“: COVID-19-ის უტყუარი დიაგნოსტიკა ექიმ კომაროვსკისგან

0
(განახლებულია 12:20 24.10.2020)
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების უკვე 42,2 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1,1 მილიონი ადამიანი.

თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. ყნოსვის და გემოს გრძნობის დაკარგვა კორონავირუსული ინფექციის მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური სიმპტომია, მიიჩნევს ცნობილი ექიმი და ტელეწამყვანი ევგენი კომაროვსკი. ამის შესახებ РИА Новости წერს.

„ტესტი „რისი სუნი აქვს?“ გაცილებით ზუსტია, ვიდრე ნებისმიერი თერმომეტრია“, - განაცხადა მან.

ექიმმა აღნიშნა, რომ ყნოსვის დაკარგვა გრიპის დროსაც ხდება, მაგრამ მაშინ ეს განპირობებულია სურდოთი, ცხვირის „გაჭედვით“.

„კორონავირუსის დროს სურდო თითქმის არ არის, ყნოსვა კი იკარგება“, - აღნიშნა კომაროვსკიმ.

ასეთ სიმპტომს ექიმი ხსნის იმით, რომ COVID-19 აზიანებს იმ ნერვულ უჯრედებს, რომლებიც სუნსა და გემოს აღქმაში გვეხმარება. თუმცა ეს ცვლილებები აღდგენადია. სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ყნოსვის ფუნქციის აღდგენას სამი კვირა სჭირდება, ზოგჯერ კი სამი თვეა საჭირო.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების უკვე 42,2 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1,1 მილიონი ადამიანი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1941-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 26503-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 10163 ადამიანი, გარდაიცვალა – 193, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4180, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3571 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1848 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში