უკვდავი პოლკის აქცია

პროექტი „უკვდავი პოლკი ონლაინ“ 9 მაისს DDOS-შეტევების სამიზნე გახდა

107
(განახლებულია 18:52 11.05.2020)
პროექტში მონაწილეობის სურვილი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2,8 მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა. ორგანიზატორებმა საერთო ჯამში 2 837 681 ანკეტა მიიღეს.

თბილისი, 11 მაისი - Sputnik. 9 მაისს „უკვდავი პოლკი ონლაინ“ რამდენჯერმე გახდა DDOS-შეტევების სამიზნე, ვებ-გვერდი გათიშვის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა, განაცხადეს პროექტის ორგანიზატორებმა. 

პირველი შეტევები მოსკოვის დროით 06:00 საათიდან 09:00 საათამდე პერიოდში (თბილისის დროით 07:00 სთ-დან 10:00 სთ-მდე) დაფიქსირდა. ჰაკერები ამ ფორმით შეეცადნენ მსვლელობის ტრანსლაციის ჩაშლას. მთლიანობაში მათ განახორციელეს 9 მილიონზე მეტი განაცხადი ვებ-გვერდზე, შეტევის სიმძლავრემ კი წამში 18,5 ათასი განაცხადი შეადგინა. ამის შედეგად ვირტუალური სერვერის საპროცესორო სიმძლავრეები ამოიწურა და ვებ-გვერდი ჰოსტინგის მხრიდან გათიშვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. 

თუმცა, აქციის პარტნიორებმა მოსალოდნელი საფრთხე გაითვალისწინეს და შეეცადნენ მაქსიმალურად დაეცვათ რესურსი. „სბერბანკის“ ონლაინ-პლატფორმის სპეციალისტებმა მოახერხეს შეტევის მოგერიება, ხარვეზის აღმოფხვრა და ვებ-გვერდის მუშაობის ოპერატიულად აღდგენა.

მეორე შეტევა 11:00 საათზე განხორციელდა. წინასწარ მიღებული ზომების წყალობით ამ შეტევამ ვებ-გვერდის ქმედუნარიანობაზე გავლენა ვერ მოახდინა.

უშუალოდ საზეიმო თარიღის წინ ჰაკერებმა ონლაინ-მსვლელობის ტრანსლაციის ვებ-გვერდებს არაერთხელ შეუტიეს. მათ შორის, https://2020.polkrf.ru/, მოძრაობა „უკვდავი პოლკის“ საიტს https://www.polkrf.ru/, მოძრაობა „გამაჯვების მოხალისეების“ ვებ-გვერდს და ასევე აქციის „ცხელ ხაზს“, რომელზეც ღონისძიების წინა დღეებში განსაკუთრებული მოთხოვნა იყო.

ამ დროისათვის ონლაინ-მსვლელობის ჩაშლის მცდელობები აღკვეთილია, ამასთან, ტრანსლაციას 7,5 მლნ -ზე მეტმა ადამიანმა უყურა.

პროექტში „რუსეთის უკვდავი პოლკი“ განაცხადების მიღება 9 მაისს, 15:00 საათზე დასრულდა. ორგანიზატორებმა საერთო ჯამში 2 837 681 ანკეტა მიიღეს. ორგანიზატორთა გათვლით, ვირტუალური მსვლელობა 18 დღეზე მეტხანს გაგრძელდება.

ღონისძიება მიმდინარეობს „უკვდავი პოლკის“ ვებ-გვერდზე polkrf.ru, polk.press და ონლაინ-კინოთეატრში Окко.

პროექტის „უკვდავი პოლკი ონლაინ“ ოფიციალური საინფორმაციო პარტნიორია საერთაშორისო სააგენტო Sputnik.

107
ნატალია პეტრაკოვა

საქართველოში რუსეთის მოქალაქე გაუჩინარდა ნათესავები დახმარება ითხოვენ

200
(განახლებულია 20:30 10.07.2020)
საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ინტერესების სექციაში Sputnik-ს დაუდასტურეს, რომ შვეიცარიის საელჩოში გაგზავნეს ნოტა ნატალია პეტრაკოვას დაკარგვის შესახებ.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. რუსეთის მოქალაქე ნატალია პეტრაკოვა, რომელიც ქობულეთში ისვენებდა, თავის ოჯახს ივნისის შუა რიცხვებიდან აღარ უკავშირდება, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ დაკარგული ქალის ქალიშვილმა.

პეტრაკოვა საქართველოში მარტის შუა რიცხვებში ჩამოვიდა, ზუსტად კორონავირუსის პანდემიის გამო საზღვრების დაკეტვის წინ. მისი ქალიშვილის ნიკა პეტრაკოვას თქმით, დედამისი მრავალბინიან სახლში გაჩერდა, სადაც ის ყოველ წელს ისვენებდა.

ნიკა ნატალიას ყოველდღე უკავშირდებოდა. 15 ივნისიდან კი დაუდგენელი მიზეზების გამო 40 წლის ქალი ნათესავებს აღარ უკავშირდება.

„უცნაური იყო, რომ სანამ სამუდამოდ გაუჩინარდებოდა, ის ყველა რადარიდან გაქრა ორი დღით, არ განუმარტავს, სად იყო და რატომ. ამის შემდეგ, კიდევ ორი დღის შემდეგ სამუდამოდ გაუჩინარდა“, – აღნიშნავს დაკარგულის ქალიშვილი.

ნატალიას მეზობლების თქმით, მისმა ახლობლებმა შეიტყვეს, რომ ქალის ნივთები, სადაც ის ცხოვრობდა, ადგილზეა.

„ასევე გვითხრეს, რომ გაუჩინარებიდან თითქმის ათი დღის შემდეგ ის ზემო ლარსზე ნახეს, თითქოს საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა, მაგრამ მას პასპორტი არ ჰქონდა. საზღვრიდან ის თბილისში, რუსეთის ინტერესების სექციაში გააბრუნეს დოკუმენტების აღსადგენად“, – აღნიშნა პეტრაკოვა–უმცროსმა.

ამასთან, გოგონა აღნიშნავს, რომ ნათესავებისთვის ეს ისტორია არადამაჯერებელია. მოგვიანებით დაკარგულის ყოფილმა მეუღლემ სტანისლავ პეტრაკოვმა მოახერხა საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ინტერესების სექციასთან დაკავშირება და დაკარგვის შესახებ განცხადების დაწერა.

Пропавшая гражданка России Наталья Петракова
photo: courtesy of Nika Petrakova
ნატალია პეტრაკოვა

სექციაში „Sputnik–საქართველოს“ დაუდასტურეს, რომ მოქალაქე პეტრაკოვას დაკარგვის თაობაზე შვეიცარიის საელჩოში ნოტა გაგზავნეს. ის შემდგომ გადაეცემა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ხოლო შემდეგ მას ოფიციალურად მიიღებენ ქვეყნის შესაბამისი უწყებები.

Пропавшая гражданка России Наталья Петракова
photo: courtesy of Nika Petrakova
ნატალია პეტრაკოვა

დაკარგული ქალის ნათესავები თხოვნით მიმართავენ ყველას, თუ ვინმემ ნახა ნატალია პეტრაკოვა, ან აქვს რამე ინფორმაცია მის შესახებ, დაუკავშირდეს მათ ადვოკატს მარინა ბაბუნაშვილს ტელეფონის ნომერზე +995 599398878 ან ელექტრონულ ფოსტაზე legalfs@mail.ru

200
Russia Today

მოსაზრება: დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ მუშაობას გადაეჩვია

108
(განახლებულია 19:37 10.07.2020)
ლიეტუვამ თავის ტერიტორიაზე RT-ს ხუთი ტელეარხის მაუწყებლობა აკრძალა. ანალოგიური ნაბიჯი ერთი კვირით ადრე ლატვიის ხელისუფლებამ გადადგა. ჯერი ესტონეთზეა, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრი არ გამორიცხავს მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას.

ირინა ალქსნისი

ამ საკითხში ტალინის განსაკუთრებულ პოზიციაზე შანსები არც ისე დიდია: სამი „ბალტიისპირული ვეფხვის“ ტრადიციული ანტირუსული კონსენსუსისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ესტონეთის ხელისუფლებამ გამოიჩინა ყველაზე დიდი აქტიურობა და თანმიმდევრულობა რესპუბლიკაში სააგენტო Sputnik-ის საქმიანობისთვის წინაღობების შექმნაში.

თუმცა ყველაზე საინტერესო მთელ ამ ისტორიაში მაინც ვილნიუსის ოფიციალური საფუძველია – რომ RT-ს დმიტრი კისელიოვი აკონტროლებს, რომელზეც დასავლური სანქციები ვრცელდება, და რომ თითქოს ეს გახდა „მისი“ მედიარესურსის წინააღმდეგ ზომების დაწესების მიზეზი.

საქმე ისიც კი არაა, რომ ეს მტკიცებულება სიმართლეს არ შეესაბამება, მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ყველაფერი უკვე იყო: ზუსტად ერთი კვირის წინ, როდესაც ლატვიის ეროვნულმა საბჭომ RT-ს მაუწყებლობის აკრძალვა იმით ახსნა, რომ ტელეარხები დმიტრი კისელიოვის „ფაქტიური კონტროლისა და ერთპიროვნული მმართველობის ქვეშაა“. მაშინ მარგარიტა სიმონიანმა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლატვიის ოფიციალური სტრუქტურების გაუგონარი არაპროფესიონალიზმი გააკრიტიკეს, რომლებმაც თავისი გადაწყვეტილება ღია ბოდვით განმარტეს.

იმ მომენტში ჯერ კიდევ შეიძლებოდა მომხდარი კონკრეტული შემსრულებლების შეცდომით ან რაღაც შემთხვევითობით ახსნილიყო: ბოლოს და ბოლოს დილეტანტებისგან არც ერთი სისტემა არ არის დაზღვეული. სახელმწიფოსთვის კი უკან დახევა მსგავს სიტუაციაში კარგი ტონი არ არის, მაშინაც კი, თუ ჩინოვნიკები აშკარად დააღალატებენ.

მაგრამ ლიეტუვაში ვითარების ერთი ერთში გამეორება აშკარად მიუთითებს, რომ არანაირი შემთხვევითობა და შეცდომა არ ყოფილა. ეს ყველაფერი ლატვიისა და ლიეტუვის ხელისუფლებების გაცნობიერებული პოზიციაა.

გასაგებია, რომ RT-ს მაუწყებლობის აკრძალვა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ნუთუ არ შეიძლებოდა ამის იურიდიულად უფრო „წმინდა“ მოტივით ახსნა? რა თქმა უნდა, შეიძლება. მაგრამ ამისთვის პასუხისმგებელ უწყებებს დაძაბვა და დიდი ძალისხმევის გამოჩენა დასჭირდებოდათ, რათა კანონმდებლობაში ხვრელები ეპოვათ.

ოდესღაც სწორედ ეს თავისებურება — იურიდიული დახვეწილობა იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კოზირი დასავლური დემოკრატიისთვის. ეს მეტად მომგებიანად გამოიყურებოდა სხვა პოლიტიკური სისტემების ფონზე, რომლებსაც არ ახასიათებდათ ფორმალური პროცედურების დაცვაზე ბევრი ფიქრი.

მაგრამ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. RT-ს მაუწყებლობის აკრძალვის საკითხში ბალტიისპირეთის რესპუბლიკები იმ გზით წავიდნენ, რომელიც ბოლო წლებში კარგად გათელეს სულ სხვა და თანაც უფრო მძლავრმა დერჟავებმა.

ამერიკელებისთვის უცნობი ფხვნილით სავსე სინჯარის ქნევამ რეალურად არსებული გარემოებების ძებნა ჩაანაცვლა, რითიც შეიძლებოდა აეხსნათ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ერაყში შეჭრა.  

ბრიტანელებმა გრანდიოზული შოუ მოაწყვეს სკრიპალების მოწამვლის ირგვლივ — და ისინი იოტისოდენ უხერხულობასაც კი არ გრძნობენ ამ სამეში არსებული „ხვრელების“ გამო.

ნიდერლანდები, რომელმაც მართლმსაჯულება ეროვნულ ბრენდად აქცია, ისეთ სამართლებრივ კულბიტებს აწყობს МН17-ის საქმეზე, რომ გაკვირვებაც კი შეუძლებელი ხდება.

ასეთი მაგალითები მრავლადაა არა მარტო რუსეთის, არამედ ჩინეთის, ირანის, ვენესუელისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. იმდენად მრავლად, რომ იშვიათი შემთხვევებიდან უკვე ჩვეულებრივ ამბად გადაიქცა. ამგვარ ფონზე ლიეტუვისა და ლატვიის ხელისუფლებების პოზიცია RT-ს მაუწყებლობის აკრძალვაზე აბსოლუტურად ორგანულად გამოიყურება: რა საჭიროა დაძაბვა, თუ ამის გაკეთება აშკარა სისულელის ოფიციალურ პოზიციად გასაღებით შეიძლება?

ამაში თავისებური ლოგიკაც კი არის: ანტირუსულად განწყობილი აუდიტორია თავისუფლად მიიღებს განმარტებას „კისელიოვის შესახებ, რომელიც RT-ს აკონტროლებს“.

თავდაპირველად ეს მიდგომა დასავლეთის საინფორმაციო, პოლიტიკურმა, იდეოლოგიურმა და მორალურმა მონოპოლიამ გააჩინა. სწორედ ამის გამო შეწყვიტა მან გამოწვლილვით და მაღალპროფესიულად დაემუშავებინა თავისი პოლიტიკა. შედეგად, თავადაც რომ ვერ შენიშნა, ისე გაუსხლტა ხელიდან ეს მონოპოლია, მათ შორის, კომპეტენციის დაკარგვისა და ასევე მოდუნებული თავდაჯერებულობის გამო.

ახლა კი იგივე ძალები ვერანაირ აზრს ვეღარ ხედავენ ხარისხიანად და კვალიფიციურად მუშაობაში უკვე იმის გამო, რომ მომხრეებს ეს არ სჭირდებათ, ხოლო მოწინააღმდეგებს მაინც ვერ დაარწმუნებ.

გასაოცრად აქ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ისინი სეიოზულად ფიქრობენ, თითქოს მსგავსი არაპროფესიონალური მიდგომა მათ იდეოლოგიურ და გეოპოლიტიკურ გამარჯვებას მოუტანს რუსეთზე.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

 

108
მოციმციმე ხე მთვარის ფონზე

მთვარის კალენდარი: 12 ივლისი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 11:23 11.07.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

12 ივლისი, კვირა ამ დღეს მზე მართავს. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია.

ვერძის დღეს სასურველია აქტიურობა, ორიგინალობისა და სიმტკიცის გამოჩენა; უნდა გახსოვდეთ ტაქტისა და დიპლომატიურობის შესახებ, მოერიდოთ აჩქარებას, მოუთმენლობასა და იმპულსურობას.

კარგი დღეა წინსვლისთვის, სწავლისთვის, ჯგუფური მუშაობისთვის.

წარმატებული დღეა, სამუშაო კარგად აეწყობა. კარგი დღეა მოგზაურობის დაწყებისთვის.

მთვარე ვერძის ნიშანში ამაღლებს საწინააღმდეგო სქესისადმი ინტერესს. ახალ ნაცნობობას, შესაძლოა, მგზნებარე რომანი მოჰყვეს, მაგრამ დიდი აბათობით – ხანმოკლე

რეკომენდებულია: წინსვლა, ფულის საკითხების გადაწყვეტა, აქტიურობა, ბიზნესის საქმეების გაკეთება, კონტაქტი ხელმძღვანელობასთან, ყველასთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა, მუშაობა როგორც ინდვიდუალურად, ისე გუნდურად, შემოქმედებითი საქმიანობა, კარიერული წინსვლა, ახალი საქმეების დაწყება.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>

არარეკომენდებულია გუნდიდან გამოყოფა და მასთან დაპირისპირება, წვრილმან საქმეებზე ყურადღების კონცენტრირება და მათზე დროის დაკარგვა.

თმის შეჭრა, შეღებვა: ვერძის ნიშნის დროს სჯობს, თავი შეიკავოთ თმის შეჭრის ან შეღებვისგან. ნებისმიერ ქიმიურ პრეპარატს ამ დღეს უარყოფითი ზემოქმედება შეუძლია მოახდინოს იმუნიტეტზე.

კლებადი მთვარის დროს ხელსაყრელია ზედმეტი თმის მოშორება, სახის გაწმენდა.

ფრჩხილების მოვლისთვის ნეიტრალური დღეა.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>

სახის ნიღბების სახით გამოიყენეთ მხოლოდ ნატურალური საშუალებები.

მებაღეობა: ამ დღეს სასურველია ბაღში მცენარის მიწისზედა ნაწილებთან მუშაობა, რადგან ქვედა ნაწილზე იზრდება ზეწოლა, მცენარის წვენი ფესვებისკენ მიდის. მცენარეები ამ დროს ისვენებენ და ცუდად იზრდებიან.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივლისი>>

არაა რეკომენდებული დათესვა და დამუშავება, მაგრამ შეიძლება მარწყვის პწკალების ჩარგვა, დაავადებებისგან დამუშავება, მწვანილის დათესვა, მშრალი სასუქის მიცემა.

0