Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ რუსეთში 198 ათასს გადააჭარბა

© photo: Sputnik / Valeriy Melnikov / გადასვლა მედიაბანკშიანალიზი კორონავირუსზე
ანალიზი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში სამედიცინო დაკვირვების ქვეშ დაახლოებით 242 ათასი ადამიანია, COVID-19 უკვე 31 916 პაციენტმა დაამარცხა

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 10 817 შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება ახალ კორონავირუსულ ინფექციასთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი.

დღეისათვის ქვეყანის 85-ვე რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 198 676 შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყებიდან 1 827 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 31 916 პაციენტი. COVID-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა მოსკოვშია - 104 189 ადამიანი.

ამგვარად, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთი მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს და ჩამორჩება აშშ-ს, ესპანეთს, იტალიას და დიდ ბრიტანეთს.

რაგბი - Sputnik საქართველო
რუსეთის რაგბის ნაკრებს საქართველოს ნაკრებთან მატჩის გამართვა სურს

ინფიცირების ტემპის ზრდა ოპერატიულ შტაბში განმარტეს იმით, რომ რამდენჯერმე გაიზარდა კორონავირუსზე ტესტების შედეგების დადასტურების სიჩქარე. რუსეთში კორონავირუსულ ინფექციაზე 5,2 მილიონი ტესტი გაკეთდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს კორონავირუსის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 4 032 871 ადამიანი დაინფიცირდა. ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 276 680 აღწევს.

რუსეთში საყოველთაო თვითიზოლაციის მკაცრი რეჟიმი მოქმედებს, მოქალაქეებს მოუწოდებენ, უკიდურესი საჭიროების გარდა არ დატოვონ სახლი და ერთმანეთთან მინიმუმ ერთმეტრიანი დისტანცია დაიცვან. დახურულია გასართობი დაწესებულებები, სილამაზის სალონები, კაფეები და რესტორნები. ჩვეულ რეჟიმში მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები, ზოომაღაზიები, ადგილზე მიტანის სერვისები, კავშირგაბმულობის სერვისები, ბანკის ფილიალები, პირველადი საჭიროების არასასურსათო საქონლის მაღაზიები მუშაობენ, აგრეთვე სამსახურები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალაქის ცხოვრებას.

რუსეთის ზოგიერთ რეგიონში ქალაქში გადაადგილების მიზნით შემოღებულია საშვების სისტემა.

ყველა ახალი ამბავი
0