პუშკინის შემოქმედების მოყვარულებს საქართველოში კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ

© photo: Sputnik / Stringerპუშკინის ძეგლი
პუშკინის ძეგლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია რუსული ენის ყველა მოყვარულს - ახალგაზრდებს, ბავშვებსა და უფროსი თაობის წარმომადგენლებს. მთავარი - პუშკინის სიყვარულია.

თბილისი, 4 მაისი - Sputnik. „როსსოტრუდნიჩესტვო“ და ქალაქ ალექსანდრიის რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრი ალექსანდრ პუშკინის შემოქმედების თაყვანისმცემლებს საქართველოსა და სხვა ქვეყნებში კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ. კონკურსი დიდი რუსი პოეტის დაბადების დღეს ეძღვნება.

თბილისში პუშკინის ბიუსტის ავტორია ფელიკს ხოდოროვიჩი - Sputnik საქართველო
„გასაოცრად მაგარი ქართველები“ - ალექსანდრ პუშკინის ტფილისური შთაბეჭდილებები

როგორც თბილისის საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირ „რუსულ კლუბში“ აღნიშნავენ, კონკურსებში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ასაკის მსურველს, რომელსაც უყვარს რუსული ენა.

„პირველი კონკურსია კითხვის: აუცილებელია პუშკინის ლექსის ან ნაწარმოების ფრაგმენტის წაკითხვა, ვიდეოზე ჩაწერა. კითხვის კონკურსის ასაკობრივი ჯგუფებია: 3-დან 15 წლამდე, უფროსები, INTERNATIONAL group“, - ნათქვამია „რუსული კლუბის“ განცხადებაში.

რაც შეეხება მეორე კონკურსს, ეს იქნება ნახატების კონკურსი 4-დან 15 წლამდე ბავშვებისთვის. მსურველებმა უნდა დახატონ პუშკინის პორტრეტი ან ილუსტრაცია მისი რომელიმე ნაწარმოების მოტივებზე.

ყველა ნამუშევარი უნდა გაიგზავნოს მისამართზე: rcnk-alexandria@list.ru ან პირად შეტყობინებაში Facebook-გვერდზე: @russiancenteralex. ნამუშევრები 2020 წლის 30 მაისიდან მიიღება. პასუხები 4 ივნისს გამოცხადდება.

ყველა ახალი ამბავი
0