საკონცენტრაციო ბანაკი ფინეთში

საკონცენტრაციო ბანაკების ყოფილი ტყვეები ფინელი დამნაშავეების საქმის გამოძიებას მოითხოვენ

351
(განახლებულია 17:01 11.08.2020)
ყოფილმა ტყვეებმა აღნიშნეს, რომ საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელობას არანაირად არ უგია პასუხი კარელიის მცხოვრებთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის.

თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. ფინეთის საკონცენტრაციო ბანაკების ყოფილმა ტყვეებმა კარელიაში საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს ალექსანდრ ბასტრიკინს მიმართეს თხოვნით, გამოიძიოს ფინეთის ხელისუფლების მოქმედებები სამამულო ომის წლებში. განცხადების ტექსტი РИА Новости-ს განკარგულებაშია.

მანამდე სააგენტომ პროექტის Без срока давности ფარგლებში გამოაქვეყნა ფინელი ფაშისტების სამხედრო დანაშაულების მტკიცებულებები მშვიდობიანი საბჭოთა მოქალქეების მიმართ, რომლებიც მანამდე გასაიდუმლოებული იყო.

„ჩვენ, ქვემორე ხელმომწერნი, ქალაქ პეტროზავოდსკის საკონცენტრაციო ბანაკების ყოფილი ტყვეები და  ფინელი ოკუპანტების ანტიჰუმანური დამოკიდებულების ცოცხალი მოწმეები, მოგმართავთ თხოვნით, გამოიძიოთ ფინეთის საოკუპაციო ძალების სარდლობისა და მათი ხელშემწყობების დანაშულების ფაქტები და მისცეთ ისინი პასუხისგებაში ჩადენილი დანაშაულების გამო“, — ნათქვამია ტექსტში, რომელსაც ოთხი ადამიანი აწერს ხელს.

წერილის ავტორების თქმით, ფინელი დამპყრობლები „საკუთარ წესებს უდგენდნენ მშვიდობიან მოსახლეობას, ჰყოფდნენ მათ ეროვნული ნიშნით, ძალადობდნენ და ანადგურებდნენ მათ“, რაც, მათი აზრით, „გენოციდის ნიშნებს შეიცავს“.

ყოფილმა ტყვეებმა აღნიშნეს, რომ ფინური რეჟიმის ხელმძღვანელობას არანაირიად არ უგია პასუხი კარელიის მცხოვრებთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის. 

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრ ბასტრიკინისადმი მიწერილი თხოვნის ერთ-ერთი ავტორი, ფინეთის მეხუთე საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი ტყვე ლენინა მაკეევა მზადაა, მოწმედ გამოვიდეს ფინეთის ადმინისტრაციის დანაშაულების საქმეში.

ირკვევა, რომ მაკეევამ ბავშვობაში ორი წელი და რვა თვე გაატარა პეტროზავოდსკის ბანაკში, საიდანაც ის, სხვა ტყვეებთან ერთად, 1944 წლის 28 ივნისს გაათავისუფლეს „წითელი არმიის“ მებრძოლებმა.

„მზად ვარ გამოვიდე მოწმედ. სამწუხაროა, რომ უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა მხოლოდ 75 წლის შემდეგ გაასაჯაროვა დანაშაულები. ეს ბევრად ადრე უნდა გაკეთებულიყო“, — ამბობს მაკეევა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი დანაშაულის ფაქტებზე მოკვლევას აწარმოებს. მასალების შესწავლის შემდეგ გამოძიება შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს „ფინელი დამპყრობლებისა და მათი ხელშემწყობების მოქმედებებს“.

„ადრე მე წერილი გავუგზავნე ფინეთის პრეზიდენტ ტარიე ჰალონენს და პასუხიც მივიღე - საბჭოთა კავშირს ჩვენ ყველა კონტრიბუცია გადავუხადეთო. მე კი ვწერდი, რომ გერმანიამ აღიარა შეცდომები და ბოდიშს იხდის, ფინეთს კი, რომელიც ფაშისტური გერმანიის მოკავშირე იყო, ეს არ გაუკეთებია–მეთქი“, — ამბობს მაკეევა. 

84 წლის ქალი ცრემლით იხსენებს მოვლენებს, რომელთა მოწმეც გახდა.

„ოც კვადრატულ მეტრზე 15 ადამიანი ვიყავით. ტკიპები, ტილები... დაიწყო ეპიდემია. ტიფი, სურავანდი. ხალხი იხოცებოდა. მწირი საკვების გამო სიკვდილიანობა ტყვეთა შორის კიდევ უფრო გაიზარდა. ჩვენი ოჯახის შვიდი წევრიდან სამი შიმშილით მოკვდა. ჭინჭარი ამოსვლას ვერ ასწრებდა, მაშინვე იჭმებოდა. დარღვევისთვის ტირიფის წნელებით გვროზგავდნენ, რომლებსაც წინასწარ მარილწყალში ასველებდნენ. ხან კი რეზინის მათრახს გვირტყამდნენ, რომელსაც წვერში ლითონის რგოლი ჰქონდა დამაგრებული“, — ისხენებს მაკეევა.

სულ ფინელების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კარელია–ფინეთის რესპუბლიკაში 1941–1944 წლებში რამდენიმე ათეული ბანაკი შეიქმნა „არანაციონალური“ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. 1942 წლის დასაწყისში მათში დაახლოებით 24 ათასი ადამიანი იმყოფებოდა. გასაჯაროებული საარქივო დოკუმენტების თანახმად, ამ ბანაკებში ძირითადა სლავები ცხოვრობდნენ: 90%-ზე მეტი იყვნენ რუსები, ბელორუსები და უკრაინელები.

ისტორიკოსების შეფასებით, ეს ბანაკები, მათი არსებობის წლებში, 50 ათასმა ადამიანმა გაიარა. სულ ფინელმა ფაშისტებმა ამ წლების განმავლობაში 14 საკონცენტრაციო ბანაკი ააგეს, აქედან ექვსი პეტროზავოდსკში იყო.

 

351
თემები:
რუსეთი დღეს (769)
„როსია სეგოდნიას“ შენობა მოსკოვში

მედიაჯგუფი Россия сегодня ჟურნალისტებისა და ბლოგერების კონკურსს აცხადებს

3
(განახლებულია 13:09 04.03.2021)
კონკურსი „ჩვენი დროის გმირი“ საკავშირო რადიოს ლეგენდარული დიქტორის, იური ლევიტნის სახელს ატარებს, რომლის უნიკალური ხმაც ფაშიზმზე გამარჯვებასთან ასოცირდება

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. მედიაჯგუფმა Россия сегодня–მ იური ლევიტანის სახელობის საერთაშორისო კონკურსი გამოაცხადა სახელწოდებით „ჩვენი დროის გმირი“.

ჟურნალისტებსა და ბლოგერებს საკუთარი ნამშევრების ოთხ ნომინაციაში წარდგენა შეუძლიათ: საავტორო სატელევიზიო პროგრამა, საავტორო რადიოპროგრამა, აუდიოპოდკასტი და ვიდეობლოგი.

განაცხადების მიღება 2021 წლის 5 მაისამდე გაგრძელდება პროექტის ვებგვერდზე. 

კონკურსის ჟიური, რომელშიც ტიტულოვანი რუსი ჟურნალისტები, ტელე– და რადიოწამყვანები, ცნობილი მედიაექსპერტები შევლენ, საუკეთესო ნამუშევრებს შეარჩევენ თანა მედროვე გმირების შესახებ. საექსპერტო ჯგუფი ჩამოაყალიბებს შორტ–ლისტს, რომელიც 15 ივნისს გამოქვეყნდება პროექტის გვერდზე.

კონკურსის გამარჯვებულების ვინაობასა და საპრიზო ადგილებს ჟიური ონლაინ–დაჯილდოების ცერემონიაზე გამოაცხადებს 2021 წლის 24 ივნისს. საპრიზო ფონდი 80 ათასი რუბლია თითოეულ ნომინაციაში. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოს გარდა ასევე გადაეცემათ დიპლომები.

კონკურსის პირობებსა და ნამუშევრების მიმართ ტექნიკურ მოთხოვნებს შეგიძლიათ გაეცნოთ კონკურსის გვერდზე. 

„ჩვენი კონკურსი უნიკალური დიქტორის, იური ლევიტანის ხსოვნას ეძღვნება და ჩვენი მედიაჯგუფისთვის მნიშვნელოვანი თარიღის — „სოვინფორმბიუროს“ დაარსებიდან 80 წლის იუბილეს წინ იღებს სტარტს. ჩვენთვის ეს პროექტი კიდევ ერთი შესაძლებლობაა,  ვლაპარაკოთ მათზე, ვინც ჩვენი დროის ჭეშმარიტი გმირია. და გავაკეთოთ ეს სწორედ იმ მედიაფომატებში, რომლებსაც თანამედროვე აუდიტორია იღებს. ჩვენ გვსურს მივცეთ შესაძლებლობა ჟურნალისტებსა და ბლოგერებს, გამოავლინონ ნიჭი, წარმოაჩინონ აზრის კრეატიულობა და ოსტატობა, და, რაც მთავარია, გვსურს შთავაგონოთ ადამიანებს ნამდვილი გმირობა“, — განაცხადა Россия сегодня–ს გენერალურმა დირექტორმა დმიტრი კისელიოვმა.

კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრები უნდა წარმოაჩენდეს ავტორის ორიგინალურ იდეასა და მასალის მოწოდებისადმი ინდივიდუალურ მიდგომას, ჟურნალისტურ ოსტატობასა და პროფესიონალიზმს, უნარს, შეძრას მაყურებლისა და მსმენელის გული.

მედიაჯგუფ Россия сегодня–ს კონკურსი საკავშირო რადიოს ლეგენდარული დიქტორის, იური ლევიტნის სახელს ატარებს. მისი უნიკალური ხმა ასოცირდება „სოვინფორმბიუროს“ საფრონტო ცნობებთან, რომელსაც ლევიტანი მთელ ქვეყანას აცნობდა დიდი სამამულო ომის დროს.

კონკურსი „ჩვენი დროის გმირი“ მედიაჯგუფ Россия сегодня–ს საიუბილეო ღონისძიებების ნაწილია, რომელიც „სოვინფორმბიუროს“ 80 წლისთავს ეძღვნება. სამამულო ომოს დაწყებიდან ორი დღის შემდეგ, 1941 წლის 24 ივნისს დაარსებული „სოვინფორმბიუროდან“ იწყება უმსხვილესი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების — Новости–ს, РИА Новости–სა და საერთაშორისო მედიაჯგუფ Россия сегодня–ს ისტორია. წლის განმავლობაში მედიაჯგუფის რესურსებზე განხორციელდება მთელი რიგი პროექტები, რომლებიც სააგენტოებისა და სხვადასხვა წლებში მათი თანამშრომლების ისტორიებს მიეძღვნება.

Россия сегодня — საერთაშორისო მედიაჯგუფი, რომლის მისიაა მსოფლიო მოვლენების ოპერატიული და დაბალანსებული გაშუქება, აუდიტორიისთვის საკვანძო მოვლენებზე სხვადასხვა თვალსაზრისის მიწოდება. Россия сегодня წარმოადგენს საინფორმაციო რესურსების ხაზს: უცხოეთში საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „სპუტნიკი“, რუსეთში — „რია ნოვოსტი“,პრაიმი“, „ინოსმი“, „უკრაინა,რუ“,ბალტნიუსი“ და „ტოკ–ი“.

3
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური შემთხვევის ადგილზე

კალინინგრადის ენერგეტიკულ ობიექტზე ტერაქტი აღიკვეთა: უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

19
დაკავებულს ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლებისადმი სიძულვილი ამოძრავებდა, ნათქვამია უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის რელიზში

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, რომელიც კალინინგრადის ოლქში ენერგეტიკულ ობიექტზე ტერაქტს ამზადებდა, იუწყება რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური.

მათი ინფორმაციით, დაკავებულის მოტივი არსებული ხელისუფლებისადმი სიძულვილია.

„აღკვეთილია ტერაქტი კალინინგრადის ოლქის ენერგეტიკულ ობიექტზე. დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, რომელიც ტერაქტს მოქმედი ხელისუფლებისადმი სიძულვილის მოტივით გეგმავდა ამასთან რეგიონის მცხოვრებლებს ტერორისტულ საქმიანობაში ჩასართავად იბირებდა“, — ნათქვამია უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის რელიზში.

აღსანიშნავია, რომ ფიგურანტის სახლში აღმოჩენილია თვითნაკეთი ბომბი, მისი დამზადების ინსტრუქცია და კომპონენტები. გარდა ამისა, ძალოვანებმა იქვე იპოვეს „რუსეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების შეურაცხმყოფელი მასალები“.

რელიზში არ არის დაკონკრეტებული, როდის დააკავეს ტერაქტის დამგეგმავი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ აღკვეთის ღონისძიება ჯერჯერობით შეფარდებული არ არის, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა. რომ ეს ამ დღეებში მოხდა.

ამ დროისათვის აღძრულია  სისხლის სამართლის საქმე.

 

19
თემები:
რუსეთი დღეს (769)
არჩილ თალაკვაძე

საარჩევნო რეფორმა: თალაკვაძემ ოპოზიციას თანამშრომლობისკენ მოუწოდა

0
(განახლებულია 16:04 04.03.2021)
საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა, რომლებიც პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ

თბილისი, 4 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას საარჩევნო კოდექსში შესწორებების პაკეტზე მსჯელობის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.

საარჩევნო სისტემის რეფორმა ერთ–ერთი მოთხოვნაა ოპოზიციის იმ ნაწილისა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას ბოიკოტს უცხადებს.

თებერვლის დასაწყისში პარტიებმა „მოქალაქეები“ და „ქართული ოცნება“ საარჩევნო რეფორმისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადეს. ეს გახდა პირველი ნაბიჯი, რომელიც ორ პარტიას შორის გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით გადაიდგა. მოგვიანებით მემორანდუმს კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ შეუერთდნენ. ცვლილებები ეხება როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივ არჩევნებს.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ისინი თვალს ადევნებენ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიას.

„მოგეხსენებათ, ოპოზიციამ ეს საკითხი მოლაპარაკებების დღის წესრიგშიც კი შეიტანა. მინდა მადლობა გადავუხადო სამუშაო ჯგუფის წევრებს, ვინც საარჩევნო რეფორმის ახალ პაკეტზე იმუშავა. ეს არის ეუთოს რეკომენდაციების განხორციელების მიზნით შემუშავებული პაკეტი, სადაც მთელი რიგი მნიშვნელოვანი რეფორმებია გათვალისწინებული“, – აღნიშნა თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.

რა ცვლილებები შედის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის „საარჩევნო კოდექსში“>>

პარლამენტის თავმჯდომარე ბოიკოტის რეჟიმში მყოფ დეპუტატებს მიმართა.

„ოპოზიციის მეორე ნაწილს პროცესში ჩართვა თუ სურს, კონკრეტული მოსაზრებები, დასაბუთებული შეთავაზებები თუ აქვთ, პროცესი სამი მოსმენის ფარგლებში  გახსნილი იქნება იმ ოპოზიციისთვის, ვისაც სურს, პარლამენტში ჩაერთოს ამ სამუშაო პროცესსა და განხილვებში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კანონპროექტს იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ პარლამენტის მუშაობაში კიდევ 17 დეპუტატი ჩაერთვება –საკონსტიტუციო ცვლილებების დასამტკიცებოლად 113 ხმაა საჭირო.

საარჩევნო რეფორმა მთელ რიგ ცვლილებას ითვალისწინებს. პირველ რიგში, ესაა ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმების დათვლის ელექტრონული სისტემების შემოღება, იზრდება საარჩევნო საკითხთან დაკავშირებული საჩივრების შეტანისა და განხილვის ვადები. მომდევნო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 5%–ზე ქვემოთ დადგინდება – ზღვარის განსაზღვრა მოხდება საჯარო და საპარლამენტო დებატების ფარგლებში.

მომდევნო არჩევნებზე თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავისა და ფოთის თვითმმართველ ქალაქებში ყოველ ერთი მაჟორიტარ წევრზე იქნება ოთხი პროპორციული წესით არჩეული წევრი, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში ყოველ ერთ მაჟორიტარ წევრზე იქნება ორი პროპორციული წესით არჩეული წევრი.

„ქართულმა ოცნებამ“ და „მოქალაქეებმა“ პარლამენტს საარჩევნო რეფორმის პროექტი წარუდგინეს>>

საარჩევნო ბარიერი ქალაქის თვითმმართველობებში – თბილისის საკრებულოს შემთხვევაში შეადგენს 2,5%–ს, სხვა თვითმმართველობებში არაუმეტეს 3,2%–ს. ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად განახლდება.

0
თემები:
საქართველოს პარლამენტი