ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

ინფორმაცია არასაკმარისია: პესკოვი COVID-19-ის ხელოვნურ წარმოშობაზე განმარტებას აკეთებს

© photo: Sputnik / Sergey Guneevდმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე გავრცელდა მოსაზრება, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი ქალაქ უჰანში მდებარე ვირუსული ლაბორატორიიდან „გამოიქცა“ მას შემდეგ, რაც მისი თანამშრომელი დაავადდა.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. ყველა მტკიცებულება იმისა, რომ COVID-19 ხელოვნურადაა შექმნილი, დაუსაბუთებელია, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა. 

ჯანმოს ემბლემა - Sputnik საქართველო
ჯანმო კორონავირუსის სავარაუდო პირველწყაროს ასახელებს

მისი თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია საიმისოდ, რომ რაიმე დასკვნა გაკეთდეს.

„ყოველ ჯერზე, როცა რომელიმე ექსპერტი ან წარმომადგენელი გამოდის და ამტკიცებს ან მიანიშნებს ვირუსის ხელოვნურ წარმომავლობაზე, იმავდროულად ჩნდება ორი სხვა წარმომადგენელი ან ექსპერტი, რომლებიც გამორიცხავენ ვირუსის ხელოვნურად შექმნას. ამიტომ ერთნიცა და მეორენიც აბსოლუტურად დაუსაბუთებლად ლაპარაკობენ. ჩვენ უბრალოდ არ ვფლობთ საკმარის ინფორმაციას, რათა რაიმე დასკვნა გავაკეთოთ“, — განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ მანამდე გავრცელდა მოსაზრება, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი ქალაქ უჰანში მდებარე ვირუსული ლაბორატორიიდან „გამოიქცა“ მას შემდეგ, რაც მისი თანამშრომელი დაავადდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს თქმით, აშშ „ფართომასშტაბიან გამოძიებას აწარმოებს იმის დასადგენად, რანაირად „გაიქცა“ ვირუსი, როგორ მოხვდა ის გარე სამყაროში და ასეთი ტრაგედია, ადამიანების სიკვდილი გამოიწვია აშშ-ში და ასევე უზარმაზარი დარტყმა მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას“. ჩინეთის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, რომლის დაქვემდებარებაშიც შედის აღნიშნული ლაბორატორია, უარყო კორონავირუსზე მუშაობის ფაქტი და განაცხადა, რომ მათი არც ერთი თანამშრომელი არ ყოფილა ინფიცირებული.

ყველა ახალი ამბავი
0