ჰიპერბგერითი იარაღი: რუსეთმა აშშ-თან დიალოგის პირობები დაასახელა

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეთანხმება СНВ-3 ერთადერთი მოქმედი ხელშეკრულებაა რუსეთსა და აშშ-ს შორის შეიარაღების შეზღუდვის შესახებ.

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიალოგი ახალი რუსული ჰიპერბგერითი იარაღის სისტემების შესახებ ვერ გაიმართება ანალოგიური ამერიკული პროექტების კომპლექსური განხილვის გარეშე, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.  

აშშ–მა რუსეთს ახალი პირობები წაუყენა СНВ-III–ის გახანგრძლივებისთვის - Sputnik საქართველო
აშშ–მა რუსეთს ახალი პირობები წაუყენა СНВ-III–ის გახანგრძლივებისთვის - ვიდეო

გარდა ამისა, მინისტრის მოადგილეს მიაჩნია, რომ აუცილებელია ურთიერთობა გლობალური ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შექმნის, კოსმოსში იარაღის განთავსებისა და სხვა პროგრამების თაობაზე, საუბარი თემებზე, რომლებიც უკიდურესად ძაბავს სტრატეგიულ სფეროს და მოსკოვის შფოთვას იწვევს.

რიაბკოვის თქმით, 2019 წელს აშშ-სა და რუსეთს შორის გაფორმებული შეთანხმება New Start-ის (იგივე СНВ-3) ფარგლებში ამერიკული მხარისთვის ჩატარდა რაკეტმზიდ „ავანგარდის“ ჩვენება. და თუ მოქმედი ხელშეკრულება სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირების შესახებ ძალაში დარჩება „თავდაპირველი ათწლიანი ვადის გასვლიდან კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში, მაშინ ალბათ გამართლებული იქნება იმის თქმა, რომ ეს სისტემა შევა ამ შეთანხმების ფარგლებში“.

„რაც შეეხება მთელ რიგ სხვა ჩვენს ახალ სისტემებს, რომლებსაც ამერიკელები ბოლო დროს „ეგზოტიკურად“ მოიხსენიებენ, ჩვენ არც მათზე საუბარს გავურბივართ. თუმცა მსურს განსაკუთრებული ყურადრება გავამახვილო იმაზე, რომ ჩვენ ამ სისტემებზე ვაკუუმში არ ვიმსჯელებთ, ეს არ არის სხვა ვითარებებისგან დამოუკიდებელი უბრალოდ სამსჯელო თემა“, — განაცხადა რიაბკოვმა.

ამასთან მან დიალოგის ურყევ და მკაცრ პირობად კიდევ ერთხელ დაასახელა აშშ-ის თანხმობა კომპლექსური საუბრის თაობაზე.

„და ამ საუბრის ფარგლებში ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანით. ეს ჩვენი მხრიდან შეიარაღებაზე კონტროლისადმი მიდგომის ალფა და ომეგაა“, — აღნიშნა დიპლომატმა.

შეთანხმება СНВ-3 ერთადერთი მოქმედი ხელშეკრულებაა რუსეთსა და აშშ-ს შორის შეიარაღების შეზღუდვის შესახებ. მის თანახმად, თითოეულმა მხარემ საკუთარი ბირთვული არსენალი იმგვარად უნდა შეამციროს, რომ შვიდი წლის შემდეგ შეიარაღების ჯამური რაოდენობა არ აღემატებოდეს 700 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტას, წყალქვეშა ნავებსა და ბომბდამშენებზე განთავსებულ ბალისტიკურ რაკეტებს, და ასევე 1550 ქობინსა და 800 გამშვებ მოწყობილობას.

 

ყველა ახალი ამბავი
0