ლაბორანტი იმუნოლოგიურ განყოფილებაში

ბრძოლა კორონავირუსთან: რუსეთში ახალი პრეპარატი შექმნეს

167
COVID-19–ის საწინააღმდეგო პრეპარატის კლინიკური კვლევების დაწყება იგეგმება უახლოეს დროს - არაუგვიანეს 10-12 დღისა.

თბილისი, 13 აპრილი - Sputnik. რუსეთში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი შექმნეს, ამის შესახებ რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან თათბირზე განაცხადა, იუწყება „Sputnik-ბელარუსი“.

„რუსულმა კომპანიამ შეიმუშავა სამკურნალო პრეპარატი, რომელიც ჩვენმა კოლეგებმა დატესტეს არაერთ ქვეყანაში. ეს უკვე სრულიად რუსული ანალოგია”, - განაცხადა მურაშკომ და დასძინა, რომ პირველი სერია უკვე მზად არის კლინიკური კვლევებისთვის. მოსალოდნელია, რომ ორშაბათს კომპანია მიაწოდებს პრეპარატის დოკუმენტების კომპლექტს ექსპერტებს, რომლებიც პრეკლინიკურ კვლევებს მოკლე დროში შეაფასებენ.

პრეპარატის კლინიკური კვლევების დაწყება იგეგმება უახლოეს დროს - არაუგვიანეს 10-12 დღისა.

მარტის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა ექსპერტებმა შექმნეს სამი პრეპარატი, რომელთა გამოყენებაც COVID-19–ის სამკურნალოდ არის შესაძლებელი. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მედიკო-ბიოლოგიის მეცნიერებათა სექციის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი ვლადიმერ ჩეხონინი აცხადებს, რომ ერთი წამალი, რომლითაც ასევე ჩინელი ექიმები დაინტერესდნენ, საინჰალაციო ფორმით, მზად არის  გამოკვლევების ჩასატარებლად სპეციალიზებულ დაწესებულებებში. კიდევ ერთი პრეპარატი ასევე მზადაა გამოსაცდელად, ხოლო მესამემ, მისი თქმით, კლინიკური კვლევების ყველა სტადია გაიარა, „რეგისტრაციის ეტაპზეა, რომლის გავლის შემდეგ შეიძლება გადაეცეს  გამოსაცდელად, რათა შემოწმდეს მისი შესაძლო მოქმედება COVID-19–ის წინააღმდეგ".

167
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1075)
ეკატერინე ტიკარაძე

ტიკარაძე რუსულ ვაქცინაზე: დაველოდებით კვლევებს და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას

94
(განახლებულია 18:33 12.08.2020)
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ვაქცინა საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, აყალიბებს სტაბილურ იმუნიტეტს და მან ყველა აუცილებელი შემოწმება გაიარა.

თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. ჯანდაცვის სამინისტრო დაელოდება კვლევების შედეგებს და შემდეგ უკვე ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებას, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსის რუსული ვაქცინის შესახებ.

როგორ შევამციროთ კორონავირუსით ინფიცირების რისკი: ნაპოვნია ყველაზე მარტივი ეფექტური ხერხი>>

გუშინ, 11 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთში კორონავირუსის პირველი ვაქცინა დარეგისტრირდა. მისი განცხადებით, ვაქცინა საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, აყალიბებს სტაბილურ იმუნიტეტს და მან ყველა აუცილებელი შემოწმება გაიარა.

„მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი პრეპარატი, იქნება ეს მედიკამენტი, თუ ვაქცინა, იყოს გამყარებული საჭირო კვლევებით და ჩვენ ჯერ დაველოდებით, რა თქმა უნდა, კვლევების მონაცემებს", – განაცხადა ტიკარაძემ. 

რუსეთის სამკურნალო საშუალებების სახელმწიფო რეესტრში უკვე განთავსებულია ინფორმაცია, რომ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიოში პირველი კორონავირუსის პროფილაქტიკის ვაქცინა დაარეგისტრირა.

ვაქცინის კლინიკური ცდების შედეგების თანახმად, ვაქცინის შეყვანიდან 42-ე დღეს ყველა მოხალისე თავს კარგად გრძნობს, მათ გამოუმუშავდათ აშკარა იმუნური პასუხი, არ შეინიშნება გვერდითი მოვლენები, გართულებები ან არასასურველი რეაქციები.

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდში განაცხადეს, რომ ვაქცინას აწარმოებენ კომპანიები Alium და Р-Фарм. როგორც ვარაუდობენ, წლის ბოლოს თვეში 10 მილიონი ვაქცინა იქნება წარმოებული.

რუსეთის ხელისუფლება მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყებას ოქტომბერში გეგმავს. პრეპარატს პირველად მედიკოსები და ასაკოვანი ადამიანები მიიღებენ.

94
თემები:
COVID-19 საქართველოში

პუტინმა COVID-19-ის პირველი რუსული ვაქცინის რეგისტრაცია დააანონსა

49
(განახლებულია 16:15 12.08.2020)
ვლადიმირ პუტინმა მსოფლიოში პირველი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის რეგისტრაციის შესახებ განაცხადა.

პრეპარატს „სპუტნიკ V“ უწოდეს. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ის ეფექტურია და იმუნიტეტს ამყარებს. პუტინმა ასევე თქვა, რომ მისი ერთ-ერთი ქალიშვილი ექსპერიმენტში მონაწილეობდა: მან COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრები ჩაიტარა. როგორ გრძნობდა ის თავს ვაქცინაციის შემდეგ, ვის და რა პირობებში გაუკეთებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებს? – ამის შესახებ რუსეთის ლიდერმა მთავრობის წევრებთან გამართულ სხდომაზე ისაუბრა.

49
მთვარის ფაზები

მთვარის კალენდარი: 13 აგვისტო რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 16:05 11.08.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

13 აგვისტო, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია.

ტყუპის დღეები კარგია კონტაქტებისა და ურთიერთობებისთვის, გაცნობისა და იდეების ურთიერთგაცვლისთვის. ხელსაყრელი დროა ინფორმაციების მოპოვებისა და დამუშავებისთვის, სრწფად გასაკეთებელი საქმეებისთვის.

მთვარე ტყუპში – ესაა მსუბუქი ურთიერთობების დრო, რომელიც არაფერს ავალდებულებს ადამიანებს. კარგად ეწყობა ახალი ნაცნობობა. ადამიანები უფრო გულგახსნილი, მიმნდობი და კომუნიკაბელური ხდებიან.

რეკომენდებულია ფულთან დაკავშირებული საქმიანობა, მიმდინარე საქმეების განხილვა და რთული საკითხების განხილვის გადადება, დაგეგმილის რეალიზება, საბუღალტრო ოპერაციები, ბიზნეს–საქმიანობა, მნიშვნელოვანი პროექტების დასრულება, აქტიურობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით: მშენებლობის საძირკვლის ჩაყრა, რემონტის დაწყება, უძრავი ქონების ყიდვა, გამოფენების, კონცერტების მოწყობა, სწავლა, კვალიფიკაციის ამაღლება.

არარეკომენდებული აჩქარება, საფუძვლიანი მიზეზის გარეშე ხელმძღვანელობისთვის მიმართვა, კონტრაქტების გაფორმება.

კარგი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: თმის შეჭრისთვის ნეიტრალური დღეა. დაჩქარდება თმის ზრდის პროცესი, მაგრამ თმა დაუმორჩილებელი გახდება. შეღებვისთვის ძალიან კარგი დღეა.

მანიკურისთვის არასასურველი დღეა.

მებაღეობა: მთვარის კლების ფაზის დროს, ტყუპის ნიშანში, მცენარეები ისვენებენ, მათი წვენი ფესვებისკენ ისწრაფვის, მცირდება მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა. კარგი დღეა გადარგვის, გასხვლის, შეწამვლის, მოსავლის აღებისთვის.

ეფექტური იქნება ზედმეტი ყლორტების მოშორება–გაკრეჭა, გამარგვლა, კულტივირება, მულჩირება, სამკურნალო მცენარეების მოგროვება, ხილისა და კენკროვანების დაკრეფა.

0