კორონავირუსის ტესტები

ბრძოლა COVID-19-თან: რუსეთი ჯანმოს მილიონამდე დოლარს გადაურიცხავს

156
(განახლებულია 19:09 06.04.2020)
ქვეყნის პრემიერ მიხაილ მიშუსტინის შესაბამისი განკარგულება სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე უკვე გამოქვეყნდა.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. რუსეთი მილიონ დოლარამდე თანხას გამოყოფს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისტვის გადასაცემად COVID-19–თან ბრძოლის მიზნით, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ქვეყნის პრემიერ მიხაილ მიშუსტინის შესაბამისი განკარგულება სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე უკვე გამოქვეყნდა.

დოკუმენტში დაზუსტებულია, რომ ეს ნებაყოფლობითი მიზნობრივი შენატანია.

ჯონ ჰოპკინსისი უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოში სულ 1 289 380 ადამიანია ინფიცირებული. აქედან გარდაიცვალა 70 590 და განიკურნა 270 372 კაცი.

 

156
თემები:
რუსეთი დღეს (491)
მარია ზახაროვა

ზახაროვამ კომენტარი გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე

35
(განახლებულია 21:13 05.06.2020)
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიდეოკონფერენციისას განაცხადა, რომ რუსეთი დესტრუქციულ როლს ასრულებს ახლო აღმოსავლეთში და „იქიდან უნდა მიბრძანდეს“.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის დევიდ შენკერის გამონათქვამზე, რომლის თანახმადაც „რუსეთი უნდა მიბრძანდეს ახლო აღმოსავლეთიდან“. 

ზახაროვამ მოუწოდა შენკერს, გაიხსენოს ვაშინგტონის პოლიტიკის შედეგები რეგიონში.

„სასურველი იქნებოდა დაგვეზუსტებინა, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში რომელი ამერიკული პროექტი მიაჩნია შენკერს წარმატებულად? <...> არ გვახსენდება. მხოლოდ სიკვდილი და ნგრევა“, — თქვა დიპლომატმა და იქვე დაამატა, რომ შესაძლოა შენკერი სწორედ ასეთად ხედავდეს „წარმატებული პროექტის“ შედეგს.

რუსეთი 2015 წლიდან უწევს სამხედრო და სხვა სახის დახმარებას სირიას ტერორიზმთან ბრძოლასა და ქვეყნის აღდგენაში არაბული რესპუბლიკის ოფიციალური ხელისუფლების თხოვნით. შეერთებული შტატები კი ქვეყანაში ოფიციალური ხელისუფლების ნებართვის გარეშე იმყოფება.

 

35
თემები:
რუსეთი დღეს (491)
მოსკოვი

კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რიცხვმა რუსეთში 449 ათასს გადააჭარბა

20
(განახლებულია 16:43 05.06.2020)
ქვეყანაში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება დაახლოებით 317 ათასი ადამიანი, განიკურნა 212 680 პაციენტი.

თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 8 726 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განაცხადეს კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში.

„ბოლო დღე-ღამეში რუსეთში კორონავირუსული ინფექციით დაავადების 8 726 შემთხვევა გამოვლინდა 85 რეგიონში, აქედან 3 235 – აქტიური კონტაქტური პირია დაავადების კლინიკური გამოვლენის გარეშე“, – ნათქვამია განცხადებაში.

რაში მდგომარეობს კორონავირუსთან ბრძოლის ქართული საიდუმლო – რუსი ექსპერტის მოსაზრება>>

ამ დროისთვის ქვეყანაში სულ კორონავირუსის 449 843 შემთხვევაა დარეგისტრირებული, პანდემიის დაწყებიდან დაფიქსირდა 5 528 გარდაცვალება, გამოჯანმთელდა 212 680 ადამიანი, შემთხვევების უმეტესი რაოდენობა გამოვლინდა მოსკოვში – 191 069 ადამიანი.

ამასთან, ლეტალური შედეგი რუსეთში საშუალოდ რამდენჯერმე ნაკლებია, ვიდრე მთლიანად მსოფლიოში.

რუსეთი კორონავირუსით გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ. რუსეთში სულ კორონავირუსულ ინფექციაზე უკვე 12 მილიონი ტესტი ჩატარდა.

გასულ კვირაში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ კორონავირუსის პიკი გაიარა. ბევრ რეგიონში ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემიის აფეთქების შესახებ 11 მარტს გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში უკვე გამოვლენლია კორონავირუსის 6,64 მილიონი შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობაა 391,2 ათასი, გამოჯანმთელდა 2,87 მილიონი ადამიანი.

20
თემები:
რუსეთი დღეს (491)
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 6 ივნისი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 20:37 05.06.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

6 ივნისი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. კლებადი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია.

სავსემთვარეობის შემდეგ, როდესაც ხდება სასიცოცხლო და ფსიქოლოგიური ენერგიის დაგროვება, იწყება ამ ენერგიის თანდათანობითი შემცირება.

მოსალოდნელია მდგომარეობის, იდეებისა და განწყობის ხშირ–ხშირი ცვლა. ეს ეხება როგორც საქმიან სფეროს, ისე პირად ურთიერთობებს. კარგი დღეა კვირის განმავლობაშ დაგროვებული ამოცანების გადასაჭრელად, გეგმების შესადგენად.

თმის შეჭრა, შეღებვა: მშვილდოსანი, მორიელის მსგავსად, არაერთმნიშვნელოვან გავლენას ახდენს თმის ვარცხნილობის შეცვლაზე. მაგალითად, თუ თმის შეჭრა გინდათ და ვარცხნილობის დიდხანს შენარჩუნება, მაშინ, სჯობს, ეს სხვა დროისთვის გადადოთ – თმა მალე გაიზრდება და ვერ დაიმორჩილებთ. თმის შეჭრისთვის კარგი დღეა, თუ თმის ზრდის პროცესის შენელება გსურთ. გაითვალისწინეთ – თუ მაინც გადაწყვეტთ თმის შეჭრას, უპირატესობა სწორ, დავარცხნილ სტილს მიანიჭეთ და არა ხვეულ თმას. ასევე, შეიძლება არ გაამართლოს მოლოდინებმა თმის შეღებვასთან დაკავშირებით – თმა მალე გაფერმკრთალდება.

მთვარის დაბნელება 5 ივნისს: მასშტაბური მოვლენა, რომლითაც დაბნელებების დერეფანი იხსნება>>

მებაღეობა: მშვილდოსანი მთვარის კალენდარში ნაკლებად ნაყოფიერი ნიშანია, მაგრამ ამ დღეს ბაღში სხვადასხვა სამუშაოების შესრულება შეიძლება, მათ შორის, სასუქის მიცემა, გასხვლა, მცოცავი მცენარეების დარგვა და სხვ. მებაღეობის შესახებ ივნისში დეტალურად იხილეთ აქ.

0