ტესტი კორონავირუსზე

ცრუ შედეგი გამორიცხულია: შექმნილია ზეზუსტი ტესტი COVID-19-ის გამოსავლენად

439
(განახლებულია 15:28 31.03.2020)
ახალ ტესტს აქვს უნარი, არა მარტო დაადგინოს კორონავირუსის არსებობა ორგანიზმში, არამედ ის სხვა ვირუსებისგანაც განასხვავოს.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. კორონავირუსით ინფიცირების დასადგენად შექმნილია ახალი, ზეზუსტი ტესტი, რომელიც არ იძლევა ცრუ დადებით რეაქციებს, იუწყება „როსპოტრებნადზორის“ ეპიდემიოლოგიის ინსტიტუტი.

„დიაგნოსტიკურმა მოწყობილობამ წარმატებით გაიარა კლინიკური გამოცდა და 25 მარტს დარეგისტრირდა რუსეთის ფედერაციაში გამოსაყენებლად“, — ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის რელიზში.  

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ტესტი შეესაბამება ყველა თანამედროვე მოთხოვნას მგრძნობიარობასა და სპეციფიკურობაზე, და საშუალებას იძლევა, ერთი კვლევით გამოვლინდეს არა მარტო

SARS-CoV-2-ის არსებობა ორგანიზმში, არამედ განასხვავოს კიდეც ის სხვა ანალოგიური ვირუსებისგან და ასევე MERS-Cov-სგანაც. 

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 786 228 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 37 820 და განკურნებულია 166 041 პაციენტი. მონაცემები აღებულია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტიდან. 

ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 164 603 ინფიცირებულით, მეორეზე — იტალია (101 739), მესამეზე – ესპანეთი (87 956).

ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 43-ს შეადგენს. ამ ნიშნულის ზღვარზეა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო.

 

439
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (611)
გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა

აშშ-მა სანქციები ერთ გემს - მილგამყვან „ფორტუნას“ დაუწესა

21
შეერთებულმა შტატებმა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში ჩართული მილგამყვანი გემი „ფორტუნას“ წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესეს

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული შეზღუდვების ახალი პორცია აშშ-ის მხრიდან 19 იანვარს ამოქმედდა. ამჯერად ამკრძალავი ზომები პროექტში მონაწილე რუსულ მილგამყვან გემს შეეხება.

გერმანიის მთავრობაში განაცხადეს, რომ შეერთებული შტატების მსგავსი ქმედებები სამწუხაროა, იუწყება РИА Новости.

„მწუხარებით მივიღეთ ეს ცნობად“, - ციტირებს გერმანული სააგენტო dpa გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელს.

სააგენტო ასევე იუწყება, რომ  18 იანვარს ბერლინში აშშ-ის საელჩომ გერმანიის მთავრობას აცნობა შემზღუდავი ზომების შემოღების გეგმების შესახებ.

ორშაბათს გერმანული გაზეთი Handelsblatt წერდა, რომ სამშაბათს ვაშინგტონი „ფორტუნასა“ და გემის მფლობელი კომპანია КВТ-Рус-ის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას აპირებს. გამოცემის მონაცემებით, აშშ-ის ხელისუფლებამ სხვა ევროპელი პარტნიორებიც გააფრთხილა თავისი გადაწყვეტილების შესახებ სანქციების თაობაზე, რომელიც ეყრდნობა CAATSA-ს (კანონს „ამერიკის მხრიდან მოწინააღმდეგის მიმართ სანქციებით საწინააღმდეგო ქმედების შესახებ“). ბერლინში ეს ზომები მიჩნეულია უკანონოდ.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მოიცავს გაზსადენის ორი ხაზის მშენებლობას, რომელთა საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში და გაჭიმულია რუსეთის სანაპიროდან გერმანიამდე ― ბალტიის ზღვის გავლით. აშშ აქტიურად ეწინააღმდეგება პროექტს და ევროკავშირს სანაცვლოდ საკუთარ თხევად გაზს სთავაზობს. ასევე ეწინააღმდეგება უკრაინაც, რომელსაც რუსული საწვავის ტრანზიტის დაკარგვისა ეშინია. ეს ორი და კიდევ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა პროექტს პოლიტიკურს უწოდებენ.

აშშ-მა 2019 წლის დეკემბერში გაზსადენის წინააღმდეგ შემოიღეს სანქციები, რის შედეგადაც შვეიცარიული კომპანია Allseas-ი იძულებული იყო შეეჩერებინა მილების ჩაყრა.

2020 წლის დეკემბერში პროექტის ოპერატორმა Nord Stream 2 AG-მ განაცხადა, რომ მილგამყვანმა „ფორტუნამ“ გერმანიის წყლებში გაზსადენის დაუსრულებელი მონაკვეთის გაყვანა დაიწყო.

1 იანვრიდან აშშ-ში მოქმედებს ახალი კანონი თავდაცვითი ბიუჯეტის შესახებ, რომელიც რუსული გაზსადენის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს ითვალისწინებს. კერძოდ, საუბარია ორგანიზაციებზე, რომლებიც ტესტირების, ინსპექციის ან სერტიფიცირების მომსახურებით არიან დაკავებული. ნორვეგიულმა კომპანია DNV GL-მა უკვე განაცხადა, რომ წყვეტს გაზსადენის შემოწმებას და მის სერტიფიცირებას ვერ შეძლებს.

 

21
კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „ეპივაკკორონა“

„ეპივაკკორონა“ 100%-ით ეფექტურია: „როსპოტრებნადზორმა“ დეტალები გაასაჯაროვა

22
კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულმა ვაქცინამ „ეპივაკკორონა“ კლინიკური ცდების დროს უმაღლესი დონის ეფექტურობა აჩვენა

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. „როსპოტრებნადზორის“ პრესსამსახურმა განაცხადა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატ „ეპივაკკორონას“ იმუნოლოგიურმა ეფექტურობამ კლინიკური ცდების პირველი და მეორე ფაზების შედეგების მიხედვით 100% შეადგინა.

ვაქცინა კუნთებში ორჯერ გაკეთდება 14–21 დღიანი ინტერვალით და თითოეული ინექციის რაოდენობა 0,5 მილილიტრი იქნება.

ასევე დასაშვებია ვაქცინის ერთი კომპონენტით აცრა იმ შემთხვევაში, თუ ადამიანმა COVID-19 ადრე გადაიტანა.

„მაგრამ „ეპივაკკორონას“ ერთი დოზის ინიექცია არ გამოიწვევს სიძლიერითა და ხანგრძლივობით ოპტიმალურ იმუნურ პასუხს“, - დააზუსტეს „როსპოტრებნადზორში“ და აღნიშნეს, რომ ეს საკითხი დამატებით კვლევას მოითხოვს.

„ეპივაკკორონა“, რომელიც ნოვოსიბირსკის სამეცნიერო ცენტრ „ვექტორში“ პეპტიდური ანტიგენების საფუძველზე შექმნეს, ოქტომბერში დაარეგისტრირეს. ცდების მესამე ეტაპი გრძელდება: მათში მონაწილეობას 40 ათასი მოხალისე იღებს, მათ შორის 60 წელს ზემოდ ასაკის და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები. სამოქალაქო ბრუნვაში უკვე გამოშვებულია 45 ათასი დოზა, მასშტაბური წარმოება თებერვალში დაიწყება.

22
სასწრაფო დახმარება

რუსთავში 12 წლის გოგონა მესამე სართულიდან გადმოვარდა

0
(განახლებულია 09:30 20.01.2021)
არასრულწლოვანი მრავლობითი მოტეხილობებით იაშვილის კლინიკაში მოათავსეს – მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

 

თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან 12 წლის მოზარდი გადმოვარდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

შემთხვევა რუსთავში გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

გავრელებული ინფორმაციით, 12 წლის გოგონა საკუთარი ბინის აივანზე იდგა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და გადმოვარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

დაშავებული რუსთავის საავადმყოფოში, მოგვიანებით კი იაშვილის სახელობის  ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში