მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კრემლში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა

© photo: Sputnik / Nina Zotina / გადასვლა მედიაბანკშიკრემლი
კრემლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია, ვინც არის ინფიცირებული პირი.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, აცხადებს ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი.  

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი - Sputnik საქართველო
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი COVID-19-ით არის ინფიცირებული: ჯონსონი ვიდეოს ავრცელებს

„ადმინისტრაციაში ნამდვილად გამოვლინდა კორონავირუსის შემთხვევა... ტარდება ყველა აუცილებელი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ღონისძიება, რათა ვირუსს მეტად გავრცელების საშუალება არ მივცეთ“, — დაადასტურა პესკოვმა. 

პრეს-მდივანმა განმარტა, რომ ასეთი მხოლოდ ერთი ფაქტია ცნობილი და რომ ინფიცირებულ პირთან პრეზიდენტს არანაირი კონტაქტი არ ჰქონია. 

მისი თქმით, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს სიფრთხილის იმ ზომების მართებულობას, როდესაც ვლადიმირ პუტინის მონაწილეობით დაგეგმილი ღონისძიებების წინ ყველა მონაწილეს ამოწმებენ COVID-19-ზე. 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის რუსეთში ინფიცირებულია 1036 ადამიანი, აქედან გარდაიცვალა სამი და განიკურნა 45 ადამიანი.

 

ყველა ახალი ამბავი
0