ინჰალატორი

ინჰალატორი COVID-19-ის სამკურნალოდ: სიახლე მალე ბაზარზე გამოვა

1485
(განახლებულია 18:54 24.03.2020)
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ინჰალატორები დაახლოებით 38 დოლარი ეღირება. ამ მომენტისთვის სიახლე უკვე გადის გამოცდას რეგისტრაციის მისაღებად.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. კომპანიამ PM&HM შეიმუშავა და ბაზარზე გასაშვებად ამზადებს ინჰალატორებს ფართო სპექტრის მძიმე დაავადებების, მათ შორის, პნევმონიის კომპლექსური მკურნალობისთვის, იუწყება РИА Новости რუსეთის ვენჩურულ კომპანიაზე დაყრდნობით. 

კომპანიაში ადასტურებენ, რომ მათი ინჰალატორი ყველა მანამდე არსებულისგან განსხვავდება და ის ეფექტური იქნება ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის სამკურნალოდაც.

„ჩვენს ინჰალატორებს აქვთ უნარი, „იმუშაონ“ სხვადასხვა სახის პრეპარატებთან, რომლებიც პნევმონიის, მათ შორის, COVID-19-ის სამკურნალოდ გამოიყენება“, — განმარტა PM&HM-ის დამფუძნებელმა ოლეგ აბდიევმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ინჰალატორები დაახლოებით 38 დოლარი ეღირება.

ამ მომენტისთვის სიახლე უკვე გადის გამოცდას რეგისტრაციის მისაღებად.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის სულ მსოფლიოში, ეპიდემიის აფეთქების დღიდან, დადასტურებულია ახალი კორონავირუსით ინფიცირების 387 382 შემთხვევა. აქედან გარდაიცვალა 16 767 და განიკურნა 102 987 ადამიანი.  

1485
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (296)