ლაბორატორიაში

რუსეთში ახალი კორონავირუსის გენომი მთლიანად გაშიფრეს

2846
პაციენტის ორგანიზმიდან მიღებული კორონავირუსის მთლიანი გენომი ხელს შეუწყობს ტესტ-სისტემების გაუმჯობესებას, აცხადებენ მედიკოსები

თბილისი, 19 მარტი - Sputnik. რუსმა მეცნიერებმა კორონავირუსის გენომი მთლიანად გაშიფრეს, იუწყება РИА Новости ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

რუსმა სპეციალისტებმა SARS-CoV-2-ის ტიპის კორონავირუსის პირველი სრული გენომი გამოყვეს რუსეთში მყოფი COVID-19-ით დაავადებული პაციენტის მასალიდან, აღნიშნულია განცხადებაში.

„ეს კორონავირუსი ახალია ჩვენთვის, ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია გვქონდეს შესაძლებლობა განვსაზღვროთ მისი გავრცელების და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მოხვედრის გზა, მისი ცვლილებები. ეს ინფორმაცია ხელს შეუწყობს ვაქცინების და კორონავირუსის სამკურნალო ანტივირუსული პრეპარატების შექმნას“, - განაცხადა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა დმიტრი ლიოზნოვმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს ჩინეთიდან გავრცელებული COVID-19 კორონავირუსის ინფექციის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 160 ქვეყანაში 220 ათასი ადამიანია ინფიცირებული. ცხრა ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 199 შემთხვევა დაფიქსირდა.

2846
თემები:
რუსეთი დღეს (432)