ნავთობი

რუსული ნავთობის ფასი ბარელზე 19 დოლარამდე დაეცა

62
(განახლებულია 21:02 19.03.2020)
აღსანიშნავია, რომ მანამდე ბანკმა Goldman Sachs-მა გააკეთა პროგნოზი, რომ ნავთობის ბაზარზე არსებული პანიკის ფონზე ნავთობის ღირებულება, შესაძლოა, ერთ ბარელზე 20 დოლარამდეც კი დაცემულიყო. 

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში ექსპორტირებადი რუსული ნავთობის, Urals–ის ფასი 18,64 დოლარამდე დაეცა ერთ ბარელზე, იუწყება РИА Новости ფასებისა და ანალიტიკურ სააგენტო  Argus Media–ზე დაყრდნობით.

„Urals–ის ფასი განუხრელად ეცემა Saudi Aramco–ს გადაწყვეტილების ფონზე, მკვეთრად შეამციროს საკონტრაქტო ფასები აპრილის პარტიებზე“, — წერს Argus–ი.

ეს ფასების მინიმალური დონეა 2002 წლის შემდეგ. 

ერთი დღით ადრე ნავთობზე მსოფლიო ფასები 17–18 წლის განმალობაში მინიმალურ მაჩვენებლამდე დაეცა. მაისის ფიუჩერსების* ღირებულებამ ჩრდილოეთის ზღვის Brent–ის მარკის ნავთობშენაერთებზე 13%-ით დაიკლო და 24,88 დოლარს გაუტოლდა ბარელზე, ხოლო WTI–ს მარკის ნავთობი თითქმის 23%ით გაიაფდა და 21 დოლარს ჩამოცდა ბარელზე.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ბანკმა Goldman Sachs-მა გააკეთა პროგნოზი, რომ ნავთობის ბაზარზე არსებული პანიკის ფონზე ნავთობის ღირებულება, შესაძლოა, ერთ ბარელზე 20 დოლარამდეც კი დაცემულიყო. 

ნავთობზე კოტირებები 6 მარტს ჩამოიშალა, მას შემდეგ, რაც OPEC+-ის შეთანხმების მონაწილე ქვეყნებმა ვერ მოილაპარაკეს ვერც გარიგების პარამეტრების შეცვლისა და ვერც მისი გაგრძელების თაობაზე. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ შეთანხმება 31 მარტს დაასრულებს მოქმედებას.

ნავთონის ექსპორტიორი ქვეყნების შეთანხმების წევრი რუსეთი არსებული პირობების შენარჩუნების მომხრე იყო, ხოლო საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვების დამატებით შემცირებას მოითხოვდა. შედეგად – ბათილდება OPEC+-ის ქვეყნების ყველა ვალდებულება საწვავის მოპოვების შეზღუდვებთან დაკავშირებით.

ფიუჩერსი — ვადიანი საბირჟო კონტრაქტია, რომლის ერთი მხარე იღებს ვალდებულებას შეისყიდოს, ხოლო მეორე – გაყიდოს საბაზისო აქტივების განსაზღვრული რაოდენობა დადგენილ ვადაში, ფიქსირებულ ფასად. 

 

62
თემები:
რუსეთი დღეს (432)