ახალი ვაჭრობის მოლოდინში: რუბლის კურსი რყევას განაგრძობს

© photo: Sputnik / MAxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშივალუტის გამცვლელი პუნქტი მოსკოვში
ვალუტის გამცვლელი პუნქტი მოსკოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოვის ბირჟაზე ახალი ვაჭრობის დაწყებამდე რუბლის მიმდინარე კურსის ერთადერთ ორიენტირად Forex-ის ბანკთაშორისი საერთაშორისო სავალუტო ბაზარი რჩება.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. რუსული რუბლის კურსი Forex-ის ბაზარზე რყევას განაგრძობს და ნავთობზე კოტირებების ჩამოშლის ფონზე კვლავინდებურად უარყოფით დინამიკას აჩვენებს დოლარისა და ევროს მიმართ. 

სამშაბათს, დილის 07:00 საათისთვის (თბილისის დროით) Forex-ის ბაზარზე აშშ დოლარის კურსი რუბლის მიმართ 74,21 რუბლს შეადგენდა, ევროს კურსი კი 84,63 რუბლი იყო.

ნავთობის გადაზიდვა  - Sputnik საქართველო
მკვეთრი ვარდნის შემდეგ: ნავთობზე ფასები კორექციულად იმატებს

მანამდე, ვაჭრობის პროცესში ევროს კურსი 86,09 რუბლსაც აღწევდა, ხოლო დოლარისა — 75,67 რუბლს. კიდევ უფრო ადრე, ორშაბათის 19:01 საათის მონაცემებით, ევროს კურსი 84,3 რუბლს უტოლდებოდა, ხოლო აშშ დოლარისა — 73,8 რუბლს. 

ნავთობზე ფასთა კოტირება ორშაბათს ჩამოიშალა 30%-ით იმ ინფორმაციის ფონზე, რომ OPEC+ (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნები) წევრმა ქვეყნებმა, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ვერ შეძლეს შეეთანხმებინათ ახალი პარამეტრები ან გაეხანგრძლივებინათ მოქმედი შეთანხმებების ვადები. რაც არსობრივად იმას ნიშნავს, რომ OPEC+-ის გარიგება იშლება და მისი წევრები 1 აპრილიდან უკვე აღარანაირად არ იქნებიან შეზღუდულები ნავთობის მოპოვებაში. ეს ინფორმაცია პარასკევს გახდა ცნობილი, ხოლო უქმეებზე მასმედიამ გაავრცელა ცნობა, რომ საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვების გაზრდასა და მასზე ფასების შემცირებას აპირებს. 

აღსანიშნავია, რომ მოსკოვის ბირჟამ რუბლის კურსის ცვლილების შესაძლო ზედა ზღვარი დოლარისა და ევროს მიმართ, შესაბამისად, 76,3951 და 87,3131 რუბლამდე ასწია. მომდევნო ვაჭრობა მოსკოვის ბირჟაზე დღეს, სამშაბათს, თბილისის დროით 11 საათზე გაიმართება. მანამდე რუბლის მიმდინარე კურსის ერთადერთ ორიენტირად Forex-ის ბანკთაშორისი საერთაშორისო სავალუტო ბაზარი რჩება. რუსეთში ვაჭრობის გახსნის შემდეგ Forex-ის წევრები „მოსბირჟის“ კოტირებების გამოყენებას დაიწყებენ. 

ყველა ახალი ამბავი
0