ოთხი სტრიქონი ომზე: სიმონოვის ლექსები და ბანკოვის ნახატები პოსტერ-პლაკატებზე

© photo: RTოთხი სტრიქონი ომზე
ოთხი სტრიქონი ომზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი თავი RT-ს პროექტში, რომელიც სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავს ეძღვნება, თავმოყრილია ცნობილი რუსი მხატვრის, პიოტრ ბანკოვის პლაკატები ომისა და ომის შემდგომის დროის ლექსებთან და სიმღერებთან ერთად

ამ თავისებური პოსტერ-პოემის პირველი ნამუშევრები კონსტანტინ სიმონოვს მიეძღვნება. შესავალ სიტყვას დაწერს პოეტის ვაჟი — რეჟისორი, მწერალი და ჟურნალისტი ალექსეი სიმონოვი. 

კომპიუტერის კალვიატურა - Sputnik საქართველო
„უსასრულო წერილი“: ახალგაზრდა დიზაინერები Instagram-ის სთორიზს ახალ ჰეშთეგს ამატებენ

„ერთი მხრივ, პორტრეტები პოსტერებში — ეს იმ ადმიანების კრებითი სახეა, რომლებიც ცხოვრობდნენ და დაიღუპნენ იმ საშინელი ომის დროს. მაორე მხრივ — თითოეული პოდტერი თითქოს ცალკეული ადამიანის პირად ცხოვრებას გვიყვება ლექსების სტრიქონებით, რომლებიც რაღაც ძალიან საკრალურს ინახავს. შესაძლოა ვიღაცამ ამ პორტრეტებში საკუთარი ბებია, ბაბუა, მამა ამ დედა ამოიცნოს. ჩემი აზრით, მხატვარ ბანკოვის ნიჭმა და ოსტატობამ შეძლო ასე ემოციურად გაეერთიანებინა ზოგადი და პირადი“, — ამბობს იდეის ავტორი კირილ-კარნოვიჩ-ვალუა. 

პიოტრ ბანკოვის საავტორი პლაკატების სერიას „ოთხი სტრიქონი ომის შესახებ“ ეწოდა. ეს არა მარტო თანამედროვე გამომსახველობითი გრაფიკაა, არამედ დროით გამოცდილი სტრიქონებია, რომლებშიც სამამაულო ომის ტრაგედია და მასშტაბი ყველაზე მძაფრად იგრძნობა.

სერიის პირველი პოსტერები კონსტანტინ სიმონოვის — პოეტისა და სამხედრო კორესპონდენტის პოეზიას მიეძღვნება, რომელმაც მთელი ომი გაიარა. ჯარისკაცები და ოფიცრები მის ლექსებს ხელით იწერდნენ და შინ აგზავნიდნენ, გაზეთებიდან ჭრიდნენ და გიმნასტიორკის გულისჯიბეში ინახავდნენ. პირველი პოსტერი ცნობილ ლექსს Жди меня-ს ეხება. საავტორო შესავალი პოეტის შვილმა ალექსეი სიმონოვმა დაწერა. 

სტრიქონები, ჩაწერილი პლაკატში პიოტრ ბანკოვის საავტორო შრიფტით, ვიზუალური თხრობის ორგანულ ნაწილად იქცევა. ბანკოვი იხსენებს, როგორ გააცნობიერა პირველად, რა იყო მეორე მსოფლიო ომი, როდესაც 1970-იან წლებში ბებიასთან ცხოვრობდა. იქ, გომელში, ის ბევრ ომგამოვლილს შეხვდა:

„იმ სამყაროში არ იყო განსაკუთრებული სიამაყე ომის წლების, იმ ცხოვრების გამო. ალბათ იმიტომ რომ ყველაფერი ეს — ომი, გზები, მტვერი, სიკვდილი და სიცოცხლე — შედარებით ცოტა ხნის წინ დასრულდა და ადამიანებს საარსებო პრობლემები უფრო აღელვებდათ, ვიდრე განვლილი.  ჩვეულებრივი ომგამოვლილი ადამიანების ჩვეულებრივი სახეები. ულამაზოები, ვაღიარებ, მე ისინი ულამაზოები მეჩვენებოდნენ, მაგრამ იმავდროულად ძალიან მშობლიურები. მოგვიანებით ამ სახეებს ჩემს თავში შეუერთდა სიმღერები, მუსიკა, ოკუჯავა, სიმონოვი, კინო, „განთიადი აქ წყნარია“. და აი აქედან ამოიზარდა ეს პოსტერი-პოემა. ოთხი სტრიქონი ომზე. მათზე და ჩვენზე“.

მანამდე პროექტმა  #СтраницыПобеды წარმოადგინა VR-ლოკადური ლენინგრადის შვილებსმიძღვნა ჰოლოკოსტის მსხვერპლებისადმი: ფილმი „აუშვიცის გაკვეთილები“ მოსკოველი მოსწავლეების ნამუშევრების საფუძველზე შეიქმნა, რომლებმაც პოლონეთის ქალაქ ოსვენციმში ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკი მოინახულეს. ნამუშევრების კიდევ ერთი სერია ვირტუალურ რეალობაში გააერთიანებს თანამედროვე მხატვრებსა და ბლოკადური ლენინგრადის შვილებს. 1941-1944 წლების ნახატები პროექტის  ფეისბუქ-გვერდზე ცოცხლდება.

ყველა ახალი ამბავი
0