ვიზების საკითხი: რუსეთი გაეროს არბიტრაჟს სთხოვს

© photo: Sputnik / POOL / გადასვლა მედიაბანკშიგაეროს გენერალური ასამბლეის სხდომა
გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსული მხარე გაეროს გენერალური მდივნისგან შექმნილი ვითარების „გონივრულ და შეზღუდულ დროში“ გადაჭრას მოითხოვს.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. უცხოელი დიპლომატებისთვის აშშ-ის ვიზების გაცემაზე რეგულარული უარის პრობლემის გადასაჭრელად რუსეთმა გაეროს არბიტრაჟის პროცედურა სთხოვა, განუცხადა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს დიპლომატიურმა წყარომ. 

სამშაბათს ორგანიზაციაში ჩატარდა კომიტეტის სხდომა, რომელზეც რუსულმა მხარემ კვლავ წამოჭრა აღნიშნული საკითხი.

„რუსეთმა და გაეროს წევრმა სხვა მთელმა რიგმა ქვეყნებმა მოითხოვეს, არა უბრალოდ გადაეცეს არბიტრაჟს საკითხი <...>, არამედ მუშაობაც დაიწყოს შექმნილი ვითარების დასარეგულირებლად“, — განუცხადა წყარომ სააგენტოს.

გაეროს წარმომადგენელმა პირობა დადო, რომ ამ ინფორმაციას ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს გადასცემს. 

წყაროს ინფორმაციით, რუსეთის პოზიციას მხარი დაუჭირეს: ჩინეთმა, ირანმა, სირიამ, კუბამ, ბელარუსმა და ნიკარაგუამ. 

„ველოდებით, რომ გენერალური მდივანი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს და არბიტრაჟის პროცედურას აამოქმედებს“, — აღნიშნა წყარომ. 

რუსეთისა და აშშ-ის სახელმწიფო დროშები ამერიკის საელჩოს შენობაზე  - Sputnik საქართველო
„სავიზო ომი“ გრძელდება: შეერთებულმა შტატებმა რუსეთის დელეგაციას ვიზები არ მისცა

ვიზების გაცემის პრობლემა 

გასული წლის დეკემბერში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც აშშ-ს მოუწოდებდა, ოპერატიულად გაეცა ვიზები დელეგატებზე, რომლებიც გაეროს ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად აპირებდნენ ქვეყანაში ჩასვლას.  

დოკუმენტის თანახმად, თუ ვიზების გაცემასთან დაკავშირებული პრობლემები გონივრულ და შეზღუდულ ვადებში არ გადაიჭრება, მაშინ „სერიოზულად განიხილება იმ ზომების გატარების საკითხი, რომლებიც ცენტრალური უწყებების შესახებ შეთანხმების 21-ე თავში არის გათვალისწინებული“. საუბარია აშშ-სა და გაეროს შორის დავების არბიტრაჟით გადაჭრაზე. 

რუსეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის ტერიტორიაზე მიმდინარე ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ვიზების გაცემასთან დაკავშირებით პრობლემები 2014 წლის შემდეგ რეგულარულად იჩენს თავს — მას შემდეგ, რაც ყირიმსა და დონბასში შექმნილი ვითარების გამო ორმხრივი ურთიერთობები გაუარესდა.

მაგალითად, 2015 წელს შეერთებულმა შტატებმა შეზღუდული ვიზა მისცა რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერს ვალენტინა მატვიენკოს, რის გამოც მან ვეღარ მიიღო მონაწილეობა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების მსოფლიო კონფერენციაში.

2017 წელს პრობლემებს გადააწყდნენ რუსი დიპლომატები, რომლებიც საელჩოში, გენერალურ საკონსულოებსა და გაეროს მუდმივ წარმომადგენლობაში იყვნენ მივლინებული.

ამის შემდეგ „დარტყმის“ ქვეშ აღმოჩნდნენ რუსეთის წარმომადგენლები, რომლებიც ნიუ-იორკში გაეროს სამდივნოში აპირებდნენ გამგზავრებას.

2019 წელს აშშ-ში შესვლაზე უარი ეთქვა რუსეთის დელეგაციის ბევრ წევრს, რომლებსაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომებსა და ცალკეული კომიტეტების მუშაობაში.

ყველა ახალი ამბავი
0