რით გააკვირვეს ქართველმა ჟურნალისტებმა მარია ზახაროვა

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიმარია ზახაროვა
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟენევაში გაეროს განყოფილებაში ქართველი ჟურნალისტები დაჟინებით ცდილობდნენ იმის გარკვევას, ჩამოვა თუ არა სერგეი ლავროვი თბილისში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა გააკვირვა ქართველი ჟურნალისტების კითხვის დასმის მანერამ.

მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო
მარია ზახაროვა: რუსეთი საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ აღიქვამს

„ქართველი ჟურნალისტი ქალები (ეს უკვე მემად იქცა) ჟენევაში გაეროს განყოფილებაში რუსულ დელეგაციას თავს დაესხნენ“, – დაწერა ზახაროვამ თავის Facebook-გვერდზე.

„ყვიროდნენ, ხელს გვკრავდნენ, გვაწვებოდნენ და ასე ცდილობდნენ მინისტრთან მიახლოებას... მე და ჩემს კოლეგას „მოგვხვდა“, მაგრამ შეფი არ დაშავდა“, – დაწერა ზახაროვამ.

რამდენიმე დღის წინ ლავროვი ჟენევაში სიტყვით წარდგა განიარაღების საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე და გაეროს საბჭოს სესიაზე, რომელიც ადამიანის უფლებებს მიეძღვნა.

14-15 მაისს თბილისში გაიმართება ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა. ასეთ ღონისძიებებში რუსეთის დელეგაციას ტრადიციულად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს ხოლმე. ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ არ დაიშვას ლავროვის შესაძლო ვიზიტი თბილისში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის მიიღოს რუსეთის დელეგაცია, რომელიც მაისში ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე დასასწრებად ჩამოვა, და ამისთვის გვერდს აუვლის „ოკუპაციის შესახებ“ კანონს.

 

ყველა ახალი ამბავი
0