ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

საუკეთესო ტურისტებისთვის: რა მოსწონთ და რა არა მოსკოვში

© photo: Sputnik / Evgeny Biyatov / გადასვლა მედიაბანკშიახალი წელი მოსკოვში
ახალი წელი მოსკოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემია World Travel Awards-ის ლაურეატი ქალაქი მოსკოვი მოსწონთ უცხოელ სტუმრებს — ინგლისურად ბევრი ლაპარაკობს, მეტროშიც ბევრი რამაა გასაოცარი, მაგრამ არის ნიუანსებიც.

რა ხიბლავთ უცხოელებს მოსკოვში, რა ღირს ტაქსი და სად შეიძლება „მოხატული ჟღარუნას“ ყიდვა – ამაზე „რია ნოვოსტის“ მასალა გიამბობთ. 

ორიენტირება: ვინ — ინგლისურად, ვინ — ბერძნულად

„ბევრჯერ მომხდარა ისე, რომ მოსკოველისთვის მიკითხავს, ინგლისურად ლაპარაკობ-მეთქი და უთქვამთ, არაო. მაგრამ მერე კარგ დონეზე გვისაუბრია“, — ამბობს ავსტრალიელი ტანია სიმპსონი. — „მაგრამ „გამარჯობას“, „მადლობას“, „დიახს“ და „არას“ რუსულად ვამბობ, რათა თავაზიანი გამოვჩნდე“. 

გერმანელი პოლი ამბობს, რომ ინგლისურენოვანი მაჩვენებლები ყველგანაა და გზის პოვნა მარტივია. „მაგრამ რუსი მოგზაურები ლონდონში, პარიზსა თუ გერმანიაში სადმე ნახავენ კირილიცას?“ — კითხულობს ის.

თუმცა გიდი-თარჯიმანი ელენა ბრეუსი ამბობს, რომ ზოგჯერ ტურისტები ცენტრს იქით ნავიგაციის არარსებობას უჩივიან.

ზოგს კი ინგლისური ენის გარეშეც არ უჭირს მოსკოვში ორიენტაცია. ელენა სავინა ამბობს, რომ იტალიელები, რომლებსაც სკოლაში ბერძნული აქვთ ნასწავლი, სწრაფად ითვისებენ და იწყებენ აბრების კითხვას.

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვის წრიული საავტომობილო გზა (МКАД)
საუკეთესო ტურისტებისთვის: რა მოსწონთ და რა არა მოსკოვში - Sputnik საქართველო
მოსკოვის წრიული საავტომობილო გზა (МКАД)

მოძრაობა: მიწის ქვეშ

სტუმრებისთვის პროგრამის აუცილებელი პუნქტი — მოსკოვის მეტროა: ისტორიული სადგურები, მოზაიკის პანოები, დიდებული ჭაღები.

„სტუმრებს ვეუბნები ხოლმე, რომ მოსკოვის მეტროს გვირაბის დიამეტრი „სპასსკაია ბაშნიას“ კურანტების ციფერბლატის ზომას შეესაბამება. ასეთი მომენტები ყოველთვის აინტერესებთ უცხოელებს, ვინაიდან მოსკოვის კრემლის პროპორციების წარმოდგენის საშუალებას იძლევა“, — ამბობს გიდი მარია სოროკინა.

მაგრამ ამერიკელმა პიტერ მაკდონალდმა ტურისტულ სერვისზე დაწერა, რომ მეტრო და ელექტრომატარებლები — ეს „ჯოჯოხეთია პიკის საათში“.

„ერთხელ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ვმგზავრობდი წაღუნული და ცალ ფეხზე მდგომი“, — ამბობს ამერიკელი.

დღის უფრო მშვიდ მონაკვეთში უცხოელს აოცებს ის ფაქტი, რომ მგზავრები ხანშიშესულ ადამიანებს ადგილს უთმობენ — ეს დიდი იშვიათობაა იტალიაშიო, ამბობენ გიდები.

...და მიწის ზემოთ

ანტონიო ტომასინი რომიდანაა. მას ძალიან მოეწონა ფართო პროსპექტები და კარგად ორგანიზებული საგზაო მოძრაობა. თუმცა „საცობებიც“ არ დავიწყებია, რომლებსაც „ვერსად წაუხვალ“.

„მე მოსკოვს ჩიკაგოს შევადარებდი, მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფრო ეფექტური სისტემითა და უვარგისი მძღოლებით“, – წერს გრეგ სტივენსი.

ტაივანელი ტურისტი ტაქსებითაა უკმაყოფილო: ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროდან ვერნადსკის პროსპექტზე მდებარე ცირკამდე ექვსი ათასი რუბლი გადაიხადა. არადა, მანამდე მოსკოველებმა მობილური დანართით ტაქსი გამოუძახეს და ტაგანკიდან თეატრალურ გასასვლელამდე 500 რუბლად იმგზავრა.

ტურისტული ჯგუფებისთვის უპირველესი პრობლემა იმ ადგილების არარსებობაა, სადაც ავტობუსს მგზავრების ჩამოსმა შეუძლია.

„ზოგჯერ მთელი კილომეტრის გავლა გვიწევს ფეხით. მერე კიდევ ექსკურსიები და ფეხზე რამდენიმე საათი გვიწევს დგომა“, — ამბობს ელენა ბრეუსი.

მისი თქმით, ამას ტურისტების დიდი ნაწილი, რომელთა შორის ბევრი ასაკოვანი ადამიანია, ვერ უძლებს, ჩინელების გარდა.

გიდებიცა და სტუმრებიც ხშირად უჩივიან გზების ხშირ გადაკეტვას, რასაც მთელი პროგრამის გაფუჭება შეუძლია.

უსაფრთხოება: ყველაფერი მშვიდადაა, მაგრამ ფრთხილად!

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიტურისტები მოსკოვის ცენტრში
საუკეთესო ტურისტებისთვის: რა მოსწონთ და რა არა მოსკოვში - Sputnik საქართველო
ტურისტები მოსკოვის ცენტრში

ავსტრალიელი ტანია სიმპსონი თავს დაცულად გრძნობს ქუჩებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში:

„კარგი ატმოსფეროა. პოლიციელები და დაცვის წევრები ყველგან არიან, ასე რომ, თავს სრულიად უსაფრთხოდ იგრძნობთ“.

მაგრამ ამან ჰონგ-კონგელ ტურისტს ვერ უშველა — ის ტელეფონისა და დაზღვევის გარეშე დარჩა.

„მობილური ქალაქის ცენტრში მოპარეს. სადაზღვევოს რომ მიმართოთ ფულის ასანაზღაურებლად, პოლიციიდან ცნობაა საჭირო. უახლოეს განყოფილებაში მივედით, მაგრამ უარი გვითხრეს, იმიტომ რომ ქურდობა მათ რაიონში არ მოხდა“, — ამბობს ბრეუსი.

ბევრი ტურისტი ამბობს, რომ დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში მშვიდად გრძნობენ თავს, განსაკუთრებით, ცენტრში. მოსკოვი დიდი ხანია იქცა ქალაქად, რომელსაც არასდროს სძინავს.

ამასთან უცხოელები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ გავრცელებულია თაღლითობის სხვადასხვა სქემა. მაგალითად, პორტმონე გზაზე, რომლის ასაღებად დახრა ფულის დაკარგვით გემუქრებათ. „პატრონი“ მაშინვე გამოჩნდება და იმის მტკიცებას დაგიწყებთ, რომ პორტმონედან ფული გაქრა.

ჭამა და დასვენება: ბორშჩი, სუში და გასტრომარკეტი

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვის ბაზარი
საუკეთესო ტურისტებისთვის: რა მოსწონთ და რა არა მოსკოვში - Sputnik საქართველო
მოსკოვის ბაზარი

მოსკოვის გასტრონომიულ შესაძლებლობებს ტურისტები, როგორც წესი, დადებითად აფასებენ.

„კერძები მშვენიერია, პრაქტიკულად შინაურული. აშშ-ში ბევრი ფასტფუდია და მავნე დანამატები, რუსული სამზარეულო კი ჯანმრთელი, სუფთა და ბევრად არომატული გამოდგა“, — ამბობს ამერიკელი რენე.

უცხოელებს მოსწონთ მოსკოვის გასტრომარკეტებად გადაქცეული ბაზრები.

„ბევრია პური, ბოსტნეული, ხორცი და თევზი. ყველაფერი გემრიელია და შეგიძლია ნებისმიერი ფასის კერძი შეიძინო. მეგონა, თქვენი სამზარეულო ბევრად რბილი იქნებოდა, მაგრამ ის ძალიან გაჯერებულია გემოთი და ინგრედიენტების რაოდენობით“, — განმარტავს ტანია სიმპსონი.

მისი თქმით, მოსკოვში იოლია იტალიური თუ იაპონური კერძების პოვნა:

„პიცა მართლაც ძალიან კარგია, სუში — საშუალოა, არც ისე ცუდი, მაგრამ ძალიან ბევრსაც ნუ ელით“.

ნახეთ: კრემლიდან ზოოპარკამდე და „ვედეენხამდე“

© Sputnik / Vladimir Viatkinშადრევანი „ხალხთა მეგობრობა“ - სოფдის მეურნეობათა მიღწევების გამოფენა (ВДНХ)
საუკეთესო ტურისტებისთვის: რა მოსწონთ და რა არა მოსკოვში - Sputnik საქართველო
შადრევანი „ხალხთა მეგობრობა“ - სოფдის მეურნეობათა მიღწევების გამოფენა (ВДНХ)

„მე და ჩემმა მეუღლემ აღმოვაჩინეთ, რომ მოსკოვს იტალიური ფესვები აქვს! ბევრი შენობა ჩვენი თანამემამულეების აგებულია: კრემლი, დიდი თეატრი. ვამაყობთ, როცა მშობლიური გვარები გვესმის: ფიორავანტი, სოლარი, ჯილარდი“, — ამბობს ანტონიო ტომასინი.

მისი მეუღლე ილარია კაპონი კი მოსკოვური ტაძრების ბიზანტიურმა არქიტექტურამ მოხიბლა.

მთავარი ღირსშესანიშნაობების სანახავად მისული ტურისტები რიგებით არიან უკმაყოფილო. მაგალითად, ავსტრალიელი სტუმარი ჩიოდა, რომ ერთდროულად სამ რიგში მოუწია დგომამ: იარაღის პალატაში, ალმასის ფონდსა და კრემლში.

გიდები ურჩევენ ტურისტებს, რომ, მაგალითად, კრემლში ბილეთები წინასწარ შეიძინონ ინტერნეტით.

უცნაურია, მაგრამ უცხოელებს არ მოსწონთ არბატი. გიდების თქმით, უცხოელებს მიაჩნიათ, რომ ეს „მოხატული ჟღარუნაა“ და მეტი არაფერი. მათთვის ნიკოლსკის ქუჩა უფრო საინტერესოა.

ამერიკელი ტურისტი მოსკოვის ზოოპარკს „მსოფლიო კლასის“ დაწესებულებად აფასებს. ის ურჩევს ტურისტებს, მოინახულონ გამარჯვების მუზეუმი, არბატზე კი დრო არ დახარჯონ.

გიდი ოქსანა მუშტანოვა ამბობს, რომ ხშირად ტურისტები ფიქრობენ, რომ მოსკოვი რაღაც მოღუშული, ნაცრისფერი და მტვრიანი ქალაქია, მაგრამ ამის ნაცვლად მათ განათება, რიტმი, ცათამბჯენები და სილამაზე ხვდებათ.

ყველა ახალი ამბავი
0