Ты супер! ეძებს ტალანტებს – დაიწყო საბავშვო მუსიკალური კონკურსის IV სეზონის კასტინგი

© photo: courtesy of PR НТВპროექტი „ტი სუპერი“
პროექტი „ტი სუპერი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მშობლების მზრუნველობამოკლებულ ნიჭიერ ბავშვებს, რომლებიც საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა და რეგიონში ცხოვრობენ.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. Ты супер! კვლავ ეძებს ტალანტებს – ტელეარხი НТВ და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik მშობლების მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის საერთაშორისო ვოკალური კონკურსის IV სეზონის კასტინგის დაწყების შესახებ იუწყება.

პრეს-კონფერენცია, რომელიც საერთაშორისო საბავშვო შოუს Ты Супер! მიეძღვნა - Sputnik საქართველო
შოუ "Ты-супер": ნიჭის გამოვლენის შანსი

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ნიჭიერ ბავშვებს, რომლებიც განსაკუთრებული ვოკალური ნიჭით გამოირჩევიან და ცხოვრობენ ბავშვთა სახლებში, მეურვეებისა და მიმღებ ოჯახში, ასევე ბავშვებს, რომლებიც რთული ოჯახური სიტუაციის გამო სკოლა-ინტერნატებში იზრდებიან.

პროექტში Ты супер! შერჩევის პრინციპი წინა სეზონების მსგავსი დარჩება: მისი მონაწილე შეიძლება გახდეს 7-დან 18 წლამდე ასაკის მიმღებ ოჯახში მცხოვრები ბავშვი ან სკოლა-ინტერნატისა და ბავშვთა სახლის აღსაზრდელი რუსეთისა და დსთ-ის ნებისმიერი ქალაქიდან.

კასტინგზე მოსახვედრად „Sputnik-საქართველოს“ რედაქციის ელექტრონულ მისამართზე media@sputnik-georgia.com უნდა გაიგზავნოს:

1. ვიდეო, რომლითაც კასტინგის მონაწილე საკუთარ თავს წარმოადგენს (გვარი და სახელი, ასაკი, ქალაქი და სტატუსი: ვცხოვრობ ბავშვთა სახლში/ინტერნატში/მიმღებ ოჯახში/მეურვეობის ქვეშ) და ბავშვის გამოსვლების რამდენიმე ჩანაწერი. შესაძლებელია, რომ ჩანაწერები რომელიმე კონკურსებზე იყოს გადაღებული.

2. შევსებული განაცხადი

წესები საერთაშორისო კონკურსის შესახებ იხილეთ აქ

პირველი შესარჩევი ტურის შედეგები 2020 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდება.

შეგახსენებთ, რომ საბავშვო მუსიკალური კონკურსის Ты супер! პრემიერა НТВ-ზე 2017 წლის 11 თებერვალს გაიმართა. პირველივე ეთერებიდან პროექტი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუ გახდა. არსებობის სამი წლის განმავლობაში პროექტი დაეხმარა ასობით ახალგაზრდა ვარსკვლავს თავისი ვოკალური ნიჭის წარმოჩენაში და მუსიკალურ კარიერაში პირველი ნაბიჯების გადადგმაში. ზოგიერთმა მონაწილემ ოცნება აისრულა და მშობლები შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის გასული სეზონების მონაწილეები სხვადასხვა, მათ შორის, საერთაშორისო საბავშვო მუსიკალური კონკურსების ხშირი სტუმრები არიან. Ты супер!-ის მეორე სეზონის გამარჯვებულის დიანა ანკუდინოვას გამოსვლა 2018 წელს YouTube-ს რუსული სეგმენტის ყველაზე პოპულარული ვიდეოების სამეულში შევიდა.

ყველა ახალი ამბავი
0