ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოკონკურსმა 2020 წლის ჟიურის შემადგენლობა გამოაცხადა

გამოწერა
კონკურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტოგრაფების მხარდაჭერასა და საზოგადოების ყურადღებს მიპყრობას თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკის ამოცანებისადმი

თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. ანდრეი სტენინის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში შევიდნენ გამოცემების დირექტორები და ფოტორედაქტორები – მსოფლიო ფოტოინდუსტრიისა და მასმედიის ლიდერები, ასევე საერთაშორისო გალერისტები, ნათქვამია კონკურსი ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

ფოტოგრაფი სებნემ კოსკუნის ფოტო საუზმე შესვენებაზე - Sputnik საქართველო
ანდრეი სტენინის კონკურსის საუკეთესო ფოტოები

რიგით მეექვსე კონკურსში გამარჯვებულის გამოსავლენად პრეტენდენტების ნამუშევრებს შეაფასებენ ჟერომ სესინი – ფრანგი ფოტოგრაფი, სარეპორტაჟო ფოტოგრაფიის წამყვანი მსოფლიო სააგენტოს Magnum Photos გუნდის მონაწილე, ქლოე კოულმანი – გაზეთ Washington Post–ის ახალი ამბების საერთაშორისო განყოფილების ფოტორედაქტორი, დიმიტრი ბეკი – ჟურნალისა და გალერეის Polka (საფრანგეთი) ფოტოდირექტორი, ხარიშ ტიაგი (ინდოეთი) და სერგეი ილნიცკი (რუსეთი) ევროპული პრეს–სააგნეტო EPA–ს ფოტოგრაფები, მუცუკო ოტა – IMA–ს (იაპონია) კონცეპტუალური პროექტის ხელმძღვანელი, რომელმაც გააერთიანა თანამედროვე ფოტოგრაფიის შესახებ ბეჭდვითი და ონლაინ–გამოცემა, ასევე ფოტოგალერეა, წიგნის მაღაზია და კაფე ტოკიოში, დავიდე მონტელეონე – იტალიელი ფოტოგრაფი და მკვლევარი, ცხნობილი სამეცნიერო–პოპულარული გეოგრაფიული გამოცემის National Geographic თანამშრომელი.

სტენინის ომი და მშვიდობა ფოტოებში>>

სერგეი ილნიცკის თქმით, ჟიურის წევრად მიწვევაზე ის დაუფიქრებლად დათანხმდა. როგორც რუსმა ფოტოგრაფმა აღნიშნა, მან ეს გააკეთა არა მხოლოდ თავისი კოლეგის, ანდრეი სტენინის ხსოვნის საპატივცემულოდ, არამედ ასევე იმ შესაძლებლობის გამო, რომ ყოფილიყო იმ მიზნისა და იდეის მონაწილე, რომელიც კონკურსის საფუძველშია ჩადებული.

„ახალგაზრდა ფოტოჟურნალისტების ფოტოგრაფია ხშირად იდეალისტური და მიამიტურია, ავტორები ნიჭიერი, ენერგიით სავსე არიან და არ უშინდებიან რისკს მათი აზრით, მნიშვნელოვანი კადრის გამო. ჩემთვის, როგორც კონკურსის ჟიურის წევრისთვის, მნიშვნელოვანია, დავინახო ეს მიამიტობა და ნიჭი გამოგზავნილ ნამუშევრებში. ჩემი აზრით, მთავარია, რომ კონკურსი ავტორებს შესაძლებლობას აძლევს, აჩვენონ თავიანთი ნამუშევრები ათასობით ადამიანს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ერთადერთი, რაზეც შეუძლია ფოტოგრაფს გავლენის მოხდენა – ეს ადამიანია. შეცვლილი ადამიანი უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდება ირგვლივ სამყაროს და ამით შეცვლის მას“, – აღნიშნა ილნიცკიმ.

კონკურსის მონაწილეები 2020 წელს იბრძოლებენ საპრიზო ადგილებისთვის ოთხ ნომინაციაში – „მთავარი ახალი ამბები“, „სპორტი“, „ჩემი პანეტა“, „პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი“. ყველა ნომინაციაში მონაწილეებს ორ კატეგორიში თითო–თითო ნამუშევრის გაგზავნა შეუძლიათ: „ერთი ფოტოგრაფია“ და „სერია“. კონკურსზე ნამუშევერების მიღება 2020 წლის 29 თებერვლამდე გაგრძელდება.

კონკურსის საპრიზო ფონდი 2020 წელს პირველი, მეორე და მესამე ადგილებისთვის თითოეულ ნომინაციაში 125 000, 100 000 და 75 000 რუბლია. უმაღლესი ჯილდოს გრან–პრის მფლობელი 700 000 რუბლს მიიღებს.

სტენინის სახელობის მეოთხე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულების გამოფრნის გახსნა - Sputnik საქართველო
სტენინის სახელობის კონკურსის ახალი რეკორდი - განაცხადი 80 ქვეყნის ფოტოგრაფებმა შეიტანეს

არანალებ მნიშვნელოვანი ახალგაზრდა ფოტორეპორტიორებისთვის იქნება ასევე შესაძლებლობა, რომ წარმოადგინონ თავიანთი ნამუშევრები რუსეთისა და საერთაშორისო ტერიტორიებზე – კონკურსის ლაურეატების საგამოფენო ტურნე უკვე განუყოფელი ნაწილია და მოიცავს ათოით ქალაქს ევროპაში, აზიაში, ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში.

2020 წელს კონკურსის გენერალური საინფორმაციო პარტნიორები არიან საინფორმაცია პორტალი Вести.Ru, რუსეთის საზოგადოებრივი სახელმწიფო ტელეარხი Россия-Культура, კონკურსის საერთაშორისო სანფორმაციო პარტნიორი გახდა საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik.

ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას" ორგანიზებით იუნესკოს საკითხებში რუსეთის კომიტეტის ეგიდით ტარდება, მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტორეპორტიორების მხარდაჭერას და თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობას. ეს არის ადგილი ახალგაზრდა ნიჭიერი ფოტოგრაფებისთვის, რომლებიც გახსნილი არიან ყველაფერი ახლისთვის, სადაც ისინი ჩვენ ყურადღებას მიაქცევენ ადამიანებსა და მათ გვერდით მიმდინარე მოვლენებზე.

ანდრეი სტენინის სახელობის 2019 წლის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება – ფოტო>>

ანდრეი სტენინი (1980–2014) საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ სპეციალური კორესპონდენტი იყო, რომელიც 2014 წლის 6 აგვისტოს დონეცკის რაიონში დაიღუპა. როდესაც ის რედაქციის დავალებისთვის მიდიოდა, ავტომობილი, რომელშიც ის იმყოფებოდა, ჩაცხრილეს და დაწვეს.

ყველა ახალი ამბავი
0