რუსეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა

© photo: Sputnik / Dmitriy Astakhov / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი და დმიტრი მედვედევი
ვლადიმირ პუტინი და დმიტრი მედვედევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რაც შეეხება დმიტრი მედვედევს, ვლადიმირ პუტინმა მას უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეობა შესთავაზა.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. რუსეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა. 

მედვედევმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ფედერალური საბჭოსადმი მიმართვა დასრულდა.

მიმართვის შემდეგ პრეზიდენტისა და მთავრობის თავმჯდომარის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

პრეზიდენტმა პუტინმა მადლობა გადაუხადა მთავრობის წევრებს ერთობლივი მუშაობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ „ყველაფერი არ გამოვიდა“.

გარდა ამისა, რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში შეხვდება მინისტრთა კაბინეტის თითოეულ წევრს, მანამდე კი სთხოვა მათ, სრული დატვირთვით შეასრულონ მოვალეობები.

რაც შეეხება დმიტრი მედვედევს, ვლადიმირ პუტინმა მას უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეობა შესთავაზა.

ყველა ახალი ამბავი
0