საქართველოში მოსკოვიდან მომავალი და ავარიაში მოყოლილი ავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

© photo : First Channel / Georgian Broadcasterავტოავარია ლიპეცკში
ავტოავარია ლიპეცკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლიპეცკის ოლქში მოსკოვიდან თბილისში მიმავალი ავტობუსის ამოტრიალების შედეგად დაშავებული რვა ადამიანიდან შვიდი უკვე გაწერეს

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. სასამართლომ საქართველოში მიმავალი ავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეუფარდა. ავტობუსი ლიპეცკის ოლქში ამოტრიალდა, დაიღუპა ორი და დაშავდა რვა ადამიანი. ინფორმაციას რეგიონის პროკურატურა ავრცელებს.

შემთხვევა ხუთშაბათს, 18:40 საათზე სტანოვლიანსკის რაიონის დასახლებული პუნქტის მახლობლად მოხდა. მოლიპულ გზაზე ამოტრიალდა მოსკოვი-თბილისის ავტობუსი, რომელშიც 19 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის, ორი მძღოლი და ერთი ბავშვი. ორი ადამიანი დაიღუპა, რვა დაშავდა. დაშავებულებს შორის მცირეწლოვანი ბავშვია.

ავარია - Sputnik საქართველო
თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს მოქალაქეები დაშავდნენ

პოლიციამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე მუხლით - „საგზაო მოძრაობისა და სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რასაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა“. საგამოძიებო კომიტეტმა ავარიის ფაქტზე აღძრა საქმე მუხლით „მომსახურების გაწევა, რომელიც არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების მოთხოვნებს, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა და სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია, რასაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა“.

„დღეს სტანოვლიანსკის რაიონულმა სასამართლომ განიხილა საგამოძიებო ორგანოების შუამდგომლობა „მოსკოვი-თბილისის“ მარშრუტით მიმავალი Mercedes-Benz-ს ტიპის ავტობუსის მძღოლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება პატიმრობის სახით... შედეგად მძღოლს გამოძიების პერიოდის განმავლობაში პატიმრობა შეეფარდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის ზღვაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა >>

რადგან მძღოლი საქართველოს მოქალაქეა, რეგისტრირებულია და მუდმივად ცხოვრობს საქართველოში, ის შეიძლება მიემალოს გამოძიებას და სასამართლოს, აღნიშნეს პროკურატურაში.

გამოძიება მანამდე იუწყებოდა, რომ ავტობუსის დათვალიერებისას აღმოჩენილია დარღვევები მის ტექნიკურ მდგომარეობასა და ექსპლუატაციაში.

ამჟამად საავადმყოფოში ერთი დაშავებული რჩება. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დანარჩენი დაშავებულები, მათ შორის ბავშვი,  საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.  

ყველა ახალი ამბავი
0