მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„ეს არის გზა სიბნელისკენ“ – რუსეთი გერმანიას დიპლომატების გაძევებაზე პასუხობს

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. გერმანიიდან რუსი დიპლომატების გაძევებას შესაძლოა დიპლომატიური სკანდალი მოჰყვეს, განაცხადა რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ იური შვიტკინმა. 

პოლიცია ბერლინში - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქე გერმანიაში „შეუკვეთეს": ხანგოშვილის მკვლელობის ვერსიები

მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ბერლინში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით. მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს უცნობმა პირმა მოაბიტის რაიონში სასიკვდილოდ დაჭრა საქართველოს მოქალაქე. მოგვიანებით ბერლინის პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ დააკავა რუსეთის 49 წლის მოქალაქე, რომელიც მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი.

„რა თქმა უნდა, ყველაფერ ამას მხოლოდ დესტრუქციულ ურთიერთობამდე შეუძლია მიგვიყვანოს. საელჩოს თანამშრომლების გაძევების ფაქტს, სათანადო არგუმენტაციის გარეშე და გამოგონილი მიზეზით, გარკვეულწილად შეუძლია დიპლომატიური სკანდალი გამოიწვიოს, რაც საერთოდ არ შეიძლება იყოს საფუძველი გერმანიასა და რუსეთს შორის ურთიერთობებისა“, — განაცხადა შვიტკინმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანელი ხალხი გულთბილ დამოკიდებულებას იჩენს რუსი ხალხისადმი, მაგრამ „გერმანიის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არ მიგვიყვანს კონსტრუქტივიზმამდე — ეს არის გზა სიბნელისკენ“.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსეი ჩეპამაც. მისი თქმით, ბრალდებებს მტკიცებულებები სჭირდება. დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანიაში არსებობენ „გარკვეული პირები“, რომლებსაც ორი ქვეყნის ურთიერთობების გაფუჭება სურთ.

საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის თაობაზე საუბრობს ბერლინში რუსეთის ელჩი სერგეი ნეჩაევიც და ასევე ფედერაციის საბჭოს წევრი ანდრეი კლიმოვიც. ამ უკანასკნელის თქმით, მოსკოვს ყველა საფუძველი აქვს საპასუხო ღონისძიებების გასატარებლად, თუ საელჩოს გაძევებული თანამშრომლები დიპლომატები არიან და არა ტექნიკური პერსონალი.

ყველა ახალი ამბავი
0