ნიშანი ზელენსკისთვის: რუსეთმა უკრაინას დაკავებული გემები გადასცა

© photo: Sputnikქერჩში დაკავებული უკრაინული კატარღები
ქერჩში დაკავებული უკრაინული კატარღები - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტის კუთვნილი სამი კატარღა რუსეთმა უკრაინას დაუბრუნა, ხომალდებმა უკვე დატოვეს ქერჩის ყურე.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ერთი წლის წინ დაკავებული უკრაინული სამხედრო ხომალდების კიევისთვის გადაცემა — ეს შერიგებისკენ სწრაფვის სიგნალია, განაცხადა ყირიმის პარლამენტის სახალხო დიპლომატიისა და ეროვნებათშორის ურთიერთობათა საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ იური გემპელმა. 

უკრაინის სამხედრო–საზღვაო ძალების სამმა გემმა რუსეთის საზღვარი გადაკვეთა - Sputnik საქართველო
რუსეთი უკრაინას დაკავებულ გემებს გადასცემს – კატერები ქერჩიდან გავიდნენ

მანამდე ნახევარკუნძულის ძალოვან სტრუქტურებში არსებულმა წყარომ განაცხადა, რომ კატარღებს „ბერდიანსკი“, „ ნიკოპოლი“ და ბუქსირს „იანი კაპუ“ ქერჩიდან ნეიტრალურ წყლებში გადაიყვანდნენ უკრაინული მხარისთვის გადასაცემად.

„ეს ლოგიკურად გამართლებული გადაწყვეტილება და სერიოზული ნიშანია უკრაინის ხელისუფლებისთვის პრეზიდენტის მეთაურობით... ეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან სერიოზული ნაბიჯია კეთილმეზობლური, პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად“, — განაცხადა გემპელმა.

მისი თქმით, ახლა ის კიევისგან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება, რომელთაგან ერთ-ერთი შეიძლება იყოს დნეპრის წყლის მიწოდების აღდგენა ჩრდილოეთ ყირიმის არხით.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის იგორ ვორონჩენკოს განცხადებით, დაკავებული გემების კიევისთვის გადაცემა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. 

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდები „ბერდიანსკი“, „ნიკოპოლი“ და „იანი კაპუ“ რუსეთის მხარემ 2018 წლის 25 ნოემბერს დააკავა. რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, ამ გემებმა დაარღვიეს რუსეთის საზღვარი და რამდენიმე საათის განმავლობაში ატარებდნენ სახიფათო მანევრებს. დაკავებულთა შორის იყო 24 სამხედრო. ამის გამო კიევმა მოსკოვი აგრესიაში დაადანაშაულა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მომხდარს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა, რომელსაც კავშირი ჰქონდა ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს დაბალ რეიტინგთან საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

მიმდინარე წლის 7 ნოემბერს „საზღვრის დამრღვევი“ სამხედროები უკრაინას გადასცეს.

ყველა ახალი ამბავი
0