სერგეი ბელიაევი

ბელიაევი: რუსეთი მზადაა იმსჯელოს ნატოსთან ბალტიისპირეთში დაძაბულობის შესუსტებაზე

85
(განახლებულია 14:31 18.11.2019)
ბოლო პერიოდში რუსეთმა არაერთხელ გააკეთა განცხადება ნატოს „უპრეცედენტო აქტიურობაზე“ ქვეყნის დასავლეთ საზღვრებთან.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. მოსკოვი მზადაა იმსჯელოს ბალტიის რეგიონში დაძაბულობის შესუსტების გზებზე რუსეთი-ნატოს საბჭოზე, განუცხადა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევროპული დეპარტამენტის დირექტორმა სერგეი ბელიაევმა. 

„ხაზს ვუსვამთ მზადყოფნას, განვიხილოთ ბალტიის რეგიონში დაძაბულობის შემცირების გზები როგორც რუსეთი-ნატოს საბჭოს ფორმატში, ისე ყველა დაინტერესებულ მხარესთან ორმხრივ საფუძველზე“, — განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში რუსეთმა არაერთხელ გააკეთა განცხადება ნატოს „უპრეცედენტო აქტიურობაზე“ ქვეყნის დასავლეთ საზღვრებთან. ნატო აფართოებს ინიციატივებს, რომლებსაც „რუსული აგრესიის შეკავებას“ უწოდებს. მოსკოვმა ბევრჯერ გამოთქვა შეშფოთება ალიანსის ძალების ზრდაზე ევროპაში. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა მანამდე განაცხადა, რომ რუსეთი არავისთვის არ წარმოადგენს საფრთხეს, თუმცა არ აპირებს უყურადღებოდ დატოვოს ის მოქმედებები, რომლებიც ქვეყნის ინტერესებისთვის პოტენციურად სახიფათოა.

 

85
თემები:
რუსეთი დღეს (557)
სტუდენტები ლექციაზე

უცხოელ სტუდენტებს რუსეთში მუშაობა გაუმარტივდათ ახალი კანონის დეტალები

31
(განახლებულია 14:29 13.08.2020)
„როსსოტრუდნიჩესტვოში“ საუბრობენ ახალ ონლაინ-სერვისზე, რომელიც დსთ-ის ქვეყნებიდან სტუდენტების არალეგალურ დასაქმებასთან ბრძოლას შეუწყობს ხელს.

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ამიერიდან რუსეთში უცხოელი სტუდენტები მუშაობის დაწყებას შეძლებენ სპეციალობით ყოველგვარი ზედმეტი დოკუმენტების გაფორმების გარეშე. მათ აღარ დასჭირდებათ არც ნებართვები, არც პატენტები. „რუსეთში უცხოელ მოქალაქეთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების წყალობით უცხოელი სტუდენტისთვის საკმარისი იქნება გასაუბრებაზე მისვლა და უნივერსიტეტიდან ცნობის წარდგენა.

აღნიშნული სიახლეები ძალაში 5 აგვისტოდან შევიდა. ზუსტად ერთ კვირაში სააგენტო „როსსოტრუდნიჩესტვოში“ განაცხადეს, რა დამატებითი პროექტები მოჰყვა განახლებულ კანონს. Sputnik-მა გაარკვია, როგორ დაეხმარება უწყება სტუდენტებს სპეციალობით სამსახურის მოძიებაში.

პრაქტიკა სწავლის პარალელურად

რა დადებითი შედეგები მოჰყვება შესწორებებს? უცხოელ სტუდენტს, რომელიც რუსეთში სწავლობს, კარიერაზე ზრუნვა პირველივე კურსიდან შეუძლია. „უცხოელი სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა რუსეთის შრომის ბაზარი“, – განუმარტა Sputnik-ს უწყების ხელმძღვანელმა ევგენი პრიმაკოვმა.

მისი აზრით, სპეციალობით მუშაობის შესაძლებლობა სტუდენტს აშორებს შემთხვევითი სამუშაოსგან, რომელიც არ უკავშირდება მომავალ პროფესიულ საქმიანობას. თუ სპეციალობით მუშაობა ახალგაზრდობას პრაქტიკულ გამოცდილებას აძლევს და სამეცნიერო კვლევებისთვის ბაზას უქმნის, მომსახურების სფერო, რომელშიც სტუდენტები ყველაზე ხშირად არიან დასაქმებული, პირიქით, ხარისხიანი განათლების მიღებას ხელს უშლის.

„ჩნდება კითხვა: რისთვისაა მთელი ეს ისტორია? სტუდენტი ჩამოვიდა სასწავლებლად, ნახევარ წელიწადში კი ჯიბის ფულის საშოვნელად ტაქსისტად მიდის“, – ამბობს პრიმაკოვი და აღნიშნავს: ასეთ პირობებში მეცადინეობისთვის აღარავის სცალია.

რისკები მაინც არსებობს

სწავლის პერიოდში მუშაობა – ნორმალური პრაქტიკაა სტუდენტისთვის, განსაკუთრებით, თუ ის მომავალი პროფესიის უკეთ გაცნობაში ეხმარება. პრაქტიკული ჩვევები ახალგაზრდას ხელს უწყობს პრობლემების დაძლევაში დასაქმებისას უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, რადგან ბევრი კომპანია ეძებს სპეციალისტებს თუნდაც მცირეოდენი გამოცდილებით. თუმცა ახალი ცვლილებები გარკვეულ რისკსაც შეიცავს – ესაა არალეგალური დასაქმება, ფიქრობს ევრაზიის ანალიტიკური კლუბის ხელმძღვანელი ნიკიტა მენდკოვიჩი.

„სტუდენტების სამსახურში მიღებისას მნიშვნელოვანია სამუშაოს ლეგალურად გაფორმება, შრომისა და ტექნიკის უსაფრთხოების შესახებ კანონების დაცვა, ასევე სოციალური გადარიცხვების წარმოება. ამ ყველაფრის უზრუნველყოფა შესაძლებელია ბიზნესისა და ფაკულტეტების თანამშრომლობის გზით სამსახურის ძიებისა და დასაქმების ცენტრალიზებული პროცესების ორგანიზებით“, – ამბობს მენდკოვიჩი.

როგორც „როსსოტრუდნიჩესტვოში“ აღნიშნავენ, სააგენტო უკვე იხილავს მსხვილ უნივერსიტეტებთან სამსახურის მოძიებაში სტუდენტების დახმარების ვარიანტებს.

ქაღალდები საჭირო აღარ არის

პრიმაკოვის პოზიციას ეთანხმება ბეხბუდი რაფიკოვი, ქირურგი-ორდინატორი უზბეკეთიდან. სამშობლოში, სამარყანდში ბეხბუდი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ სტუდენტად ითვლებოდა – იყო სტუდენტური სამეცნიერო საზოგადოების ხელმძღვანელი, მისი კვლევებით დაინტერესდნენ საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალები. ორდინატურაში სწავლა ბეხბუდმა საზღვარგარეთ გადაწყვიტა და არჩევანი რუსეთის ექსტრემალური და რადიაციული მედიცინის ცენტრზე შეაჩერა.

Бехбуди Рафиков
© photo : photo: courtesy of Behbudi Rafikov
ბეხბუდი რაფიკოვი

„რუსული განათლების უპირატესობები ნათელია: ესაა მაღალი ხარისხი მისაღებ ფასად და, ზოგადად, მისი ისტორია, – ასაბუთებს არჩევანს ახალგაზრდა სპეციალისტი. – მაგრამ მე მუშაობაც მინდოდა. პანდემიის დროს ჩვენს ცენტრს საქმე მოემატა. ჯანდაცვის სამინისტრომ ორდინატორებს სტაჟიორების სახით უფროსი ქირურგების ხელმძღვანელობით მუშაობის უფლება მისცა და ჩვენ კოლოსალური გამოცდილება მივიღეთ. ექიმისთვის პრაქტიკა ფასდაუდებელია“.

ასე დაიწყო ფიქრი სამსახურზე ბეხბუდი რაფიკოვმა, მაგრამ მას მხოლოდ ერთი დეტალი აფერხებდა – დოკუმენტების მთელი დასტის შეგროვების აუცილებლობა. „მივხვდი, რომ სწავლისთვის დრო აღარ დამრჩებოდა, თუ ამ ქაღალდების გაფორმებას დავიწყებდი, – ამბობს იგი. – ახლა კი, როდესაც ახალი კანონის შესახებ შევიტყვე, გახარებული ვარ. მუშაობის შესაძლებლობა მომეცა. დარწმუნებული ვარ, ასე მხოლოდ მე არ ვფიქრობ, რადგან რუსეთს უცხოელი სტუდენტების მოზღვავება ელის“.

ყველას დაეხმარება სუპერსერვისი

უცხოელი სტუდენტების დასახმარებლად სამუშაოს მოძიებაში „როსსოტრუდნიჩესტვო“ კიდევ ერთ საგანმანათლებლო სუპერსერვისს აამოქმედებს სახელმწიფო სერვისების პორტალზე. ამის შესახებ Sputnik-ს უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ პაველ შევცოვმა განუცხადა.

სააგენტოს დიდი ცვლილებები ელის - „როსსოტრუდნიჩესტვო“ უფრო ეფექტური გახდება>>

განათლების სფეროს ერთ-ერთი სერვისი, სახელწოდებით „უმაღლესში მოწყობა ქსელის მეშვეობით“, 2020 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. ამ მომსახურების წყალობით აბიტურიენტს შეუძლია დოკუმენტების შეტანა რუსეთის ნებისმიერ უნივერსიტეტში სახლიდან გაუსვლელად. ახალი სუპერსერვისი კი გათვლილი იქნება უცხოელ სტუდენტებზე, რომლებიც უკვე სწავლობენ რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში.

„სრულად მისი ამუშავება მომდევნო წლის ბოლომდე იგეგმება. სერვისის წყალობით ჩვენ დავინახავთ ყველა სტუდენტს – არა მხოლოდ იმათ, ვინც რუსეთში კვოტით სწავლობს, არამედ იმათაც, ვინც კონტრაქტით მოხვდა, – ამბობს შევცოვი. – სერვისი ასახავს ასევე სწავლის ადგილსა და სტუდენტის აკადემიურ მოსწრებას“.

მნიშვნელოვანია, სტუდენტებს ესმოდეთ, რომ არავინ აპირებს მათ თვალთვალს სერვისის მეშვეობით, აზუსტებს შევცოვი. ინფორმაცია აკადემიური მოსწრების შესახებ გამოადგება შრომის სამინისტროსა და კომპანიებს სამსახურისთვის ნიჭიერი სტუდენტების შერჩევისას. გარდა ამისა, სერვისის მონაცემები „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელს შეუწყობს იმის გაანალიზებაში, რომელი ქალაქები და უნივერსიტეტებია უფრო პოპულარული უცხოელთა შორის.

„ჩვენ ჩავტვირთავთ სერვისში ინფორმაციას რეგიონების შესახებ, რადგან, ჩვეულებრივ, აბიტურიენტებს ბევრი რამ აქვთ გაგებული მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტებზე, მაგრამ თითქმის არაფერი – პატარა ქალაქებზე, სადაც ასევე ხარისხიანი განათლების მიღებაა შესაძლებელი. ამიტომ ეს ხარვეზი უნდა გამოსწორდეს“, – აღნიშნა შევცოვმა.

სტიპენდიების პროგრამა

არ არის აუცილებელი, ყველა სტუდენტმა იმუშაოს. ვიღაც მეტისმეტადაა ჩაფლული მეცნიერებაში და ამ შემთხვევაში სტუდენტებს მუშაობის ბანალური აუცილებლობა უჩნდებათ, რათა თავი ირჩინონ. გამოცდილების მიღებასთან ასეთ შემოსავალს არაფერი საერთო არ აქვს, ფიქრობს შევცოვი.

„ჩვენ უკვე ვმსჯელობთ იმაზე, რომ „როსსოტრუდნიჩესტვოს“ სჭირდება არა მხოლოდ კვოტები, არამედ ფორმატი, როდესაც აბიტურიენტს განათლების მისაღებად შეუძლია სტიპენდიის მოგება, რომელიც ანაზღაურებს მგზავრობის საფასურსაც და მინიმალურ საცხოვრებელ ხარჯსაც“, – ამბობს იგი.

რუსეთის ბევრ უნივერსიტეტში ახლა მოქმედებს გამოსაშვები კურსების სტუდენტების დასაქმების დეპარტამენტები. მომავალი დიპლომატი, სომეხი სტუდენტი ედიტა სტეპანიანი დახმარების წყალობით ჯერ მოეწყო პრაქტიკანტად სახელმწიფო დუმის ენერგეტიკის კომიტეტში, შემდეგ კი მას ასისტენტის თანამდებობა შესთავაზეს.

Эдита Степанян
© photo : photo: courtesy of Edita Stepanyan
ედიტა სტეპანიანი

„რასაკვირველია, სამსახურისა და სწავლის შეთავსებაში გარემოებები მეხმარება, – ამბობს ედიტა. – მარტში ყველა ორგანიზაცია დაიხურა პანდემიის გამო. შედეგად – ჩვენ ამ დრომდე ვსწავლობთ და ვმუშაობთ დისტანციურად. მაგრამ ამგვარი პირობების გარეშეც ვასწრებდი ყველაფერს, რადგან ამ დაწესებულებაში მუშაობა ჩემი ოცნება იყო. ასე რომ, საკანონმდებლო ცვლილებები უცხოელ სტუდენტებს სწავლის მეტ მოტივაციას აძლევს“.

31
თემები:
რუსეთი დღეს (557)

რუსეთმა მსოფლიოში პირველმა დაარეგისტრირა კორონავირუსის ვაქცინა

41
(განახლებულია 13:37 13.08.2020)
ვლადიმირ პუტინმა კორონავირუსის მსოფლიოში პირველი ვაქცინის რეგისტრაციის შესახებ ისაუბრა. პრეპარატი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა შეიმუშავეს და მას „სპუტნიკ V“ უწოდეს.

ვაქცინამ წარმატებით გაიარა ტესტირება მოხალისეებზე, რომლის მონაწილეებმაც აღნიშნეს, რომ თავს კარგად გრძნობენ და გვერდითი ეფექტები არ შეუმჩნევიათ. მედიკოსების თქმით, ყველა მოხალისეს გამოუმუშავდა COVID-19-ის მიმართ იმუნიტეტი, პრეპარატმა კი საკუთარი უსაფრთხოება დაადასტურა.

ახალი რუსული წამლით დაინტერესდნენ ბევრ ქვეყანაში, ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა სახელმწიფოებში პრეპარატების ტესტირებასთან და გაყიდვის დაწყებასთან დაკავშირებით. თავდაცვის სამინისტროს და გამალეის სახელობის ცენტრის გარდა, ვაქცინის შექმნაზე მუშაობდა კიდევ ორი რუსული კომპანია − ნოვოსიბირსკის ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის ფედერალური სამსახური „ვექტორი“, რომელმაც დაიწყო ადამიანებზე სამი სხვადასხვა პრეპარატის ტესტირება, და ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი სანქტ-პეტერბურგიდან.

მოსალოდნელია, რომ პრეპარატების პირველი სამი პარტია რუსეთის მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციისთვის უკვე აგვისტოს შუა პერიოდში გამოჩნდება.

41
წვეთოვანი რეანიმაციაში

მახინჯაურში ავარიის დროს დაშავებული 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა

0
(განახლებულია 18:59 13.08.2020)
იმ დღეს ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა სამი ადამიანი - ქალი, მისი რძალი და შვილიშვილი. დაშავდა კიდევ ოთხი პირი, ერთ-ერთი დღეს გარდაცვლილი ბავშვი იყო.

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. მახინჯაურში, ავარიის შედეგად დაშავებული 7 წლის ბავშვი დღეს გარდაიცვალა, იუწყება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი.

არასრულწლოვანი ოთხი დღის განმავლობაში იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგადაც ბავშვი მძიმედ დაშავდა, მახინჯაურში 9 აგვისტოს მოხდა. ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა. იმ დღეს ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა სამი ადამიანი - ქალი, მისი რძალი და შვილიშვილი. დაშავდა კიდევ ოთხი პირი, ერთ-ერთი დღეს გარდაცვლილი ბავშვი იყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში