ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

„დათვის ცხელი სუნთქვა“ და სექსუალური ქვეტექსტები: პოლიტოლოგი კომენტარს აკეთებს

© photo: Sputnik / Alexei Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიმათეუშ მორავეცკი
მათეუშ მორავეცკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტოლოგმა ლეონიდ კრუტაკოვმა რადიო Sputnik-თან კომენტარი გააკეთა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე და ყურადღება გაამახვილა მეტაფორაზე „დათვის ცხელი სუნთქვა“.

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მათეუშ მორავეცკი უკმაყოფილოა ევროპის პოზიციით რუსეთის მიმართ. პოლონეთს სჩვევია მომზადებული სიურპრიზების მოწყობა, მიაჩნია პოლიტოლოგ ლეონიდ კრუტაკოვს, რომელმაც საკუთარი მოსაზრება რადიო Sputnik-ის ეთერში გამოთქვა. 

ევროკავშირმა არ უნდა დაუჭიროს მხარი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობას, განაცხადა Financial Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ. მისი თქმით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, ეს რუსული იარაღისა და რუსეთის თავდაცვისთვის გადასახადია ევროპული ფულით“.

ამასთან, მორავეცკი არ ეთანხმება საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, რომელიც რუსეთთან დიალოგის აღდგენის მომხრეა. 

„პრეზიდენტი მაკრონი... არ გრძნობს კისერში რუსული დათვის ცხელ სუნთქვას“, — აღნიშნა მან.

ამასთან, პოლონეთი, მორავეცკის თქმით, მიესალმება დიალოგს მშვიდობიან და დემოკრატიულ რუსეთთან, მაგრამ ის ახლა „არის არამშვიდობიანი და აგრესიული“.

პოლიტოლოგმა ლეონიდ კრუტაკოვმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე კომენტარი რადიო Sputnik-თან გააკეთა და ყურადღება გაამახვილა მეტაფორაზე „დათვის ცხელი სუნთქვა“.

„რაღაც სექსუალური ქვეტექსტებია – როგორც ჩანს, პოლონეთი ასე შეიგრძნობს რუსეთს. ეს პოლონელების ფსიქოლოგიაზე, რუსეთისა და პოლონეთის რთულ ურთიერთობებზე მეტყველებს. რაც შეეხება მაკრონის სიტყვებს, მე ვიტყოდი, რომ მან რაციონალურ თემებზე დაიწყო ლაპარაკი. პოლონეთი კი „ბუჩქებში დამალული როიალის“ როლს ასრულებს. ის ძირითადი ინსტრუმენტი იყო იმისთვის, რომ შეჩერებულიყო უფრო მჭიდრო ინტეგრაცია ევროკავშირთან, ვინაიდან ევროპის მაასტრიხტული  ვარიანტი კვდება — არ მიღებულა ერთიანი კონსტიტუცია, თანაც სწორედ პოლონეთის წყალობით“, — აღნიშნა კრუტაკოვმა.

პოლიტოლოგმა კომენტარი გააკეთა პოლონეთის პრემიერის სიტყვებზეც, რომ ევროპა „ვერ მიიღებს იმგვარ პოზას, თითქოს უკრაინაში, ბელარუსსა და საქართველოში არაფერი მომხდარა“.

ლეონიდ კრუტაკოვის აზრით, მინსკი უმიზეზოდ არ არის ნახსენები.

„ეს შემთხვევითი არ არის. იმიტომ რომ იყო ფერადი რევოლუციების სერია — წარმატებულიც და წარუმატებელიც. იყო არშემდგარი რევოლუცია ბელარუსში. ეს საჯილდაო ქვაა, რგოლია სანიტარულ კორდონში, რომელიც რუსეთის გარშემო ყალიბდება“, — დაასკვნა ლეონიდ კრუტაკოვმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0