ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

ჯარიმა უცხოელი მძღოლებისთვის: რუსეთი კონტროლს ამკაცრებს

© photo: Sputnik / Ekaterina Shtukina / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვი
მოსკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ფედერაციიდან გასვლისას, უცხოურნომრებიანი ყველა ავტომობილი გადაუხდელი ჯარიმების თაობაზე შემოწმდება. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ავტომობილს საზღვარზე დააკავებენ, სპეციალურ სადგომზე გადაიყვანენ და საბურავებზე ბლოკატორებს დაუყენებენ.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის ფედერაციის მთავრობა განიხილავს  ღონისძიებათა პაკეტს, რომლის თანახმადაც, საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევი უცხოელი მძღოლების მიმართ არსებული ვითარება კარდინალურად შეიცვლება.

როგორც გამოცემა „Коммерсантъ“ წერს, რუსეთის ფედერაციიდან გასვლისას ავტომფლობელები ჯარიმების არსებობაზე შემოწმდებიან, ხოლო ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების საზღვრებზე დამონტაჟდება კამერები, რომლებიც ავტომობილების სახელმწიფო ნომრებს დააფიქსირებს. 

ვითარების გამოსასწორებლად „საგზაო რუკა“, გასატარებელი ღონისძიებების ჩამონათვალით, უკვე  დამუშავებულია და რუსეთის მთავრობას აქვს წარდგენილი განსახილველად. პროექტში „საგზაო რუკები“ გათვალისწინებულია ქვეყნის ტრანსპორტისა და ფინანსთა სამინისტროების, ასევე  ფედერალური საბაჟო სამსახურის, მოსკოვის მთავრობისა და სხვა პროფილური უწყებების წინადადებები.

გამოცემის ცნობით, 2020 წლის 1 თებერვლისთვის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებთან სასაზღვრო პუნტქები კამერებით იქნება აღჭურვილი, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში შემსვლელი ავტომობილების ნომრებს დააფიქსირებს. ეს მონაცემები ფედერალური საბაჟო სამსახურის საინფორმაციო სისტემაში გადაიგზავნება, იქიდან კი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სახელმწიფო ინსპექციას მიეწოდება.

გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციიდან გასვლისას, უცხოურნომრებიანი ყველა ავტომობილი გადაუხდელი ჯარიმების თაობაზე შემოწმდება. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ავტომობილს საზღვარზე დააკავებენ, სპეციალურ სადგომზე გადაიყვანენ და საბურავებზე ბლოკატორებს დაუყენებენ.

დოკუმენტს ხელი რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე მაქსიმ აკიმოვმა უნდა მოაწეროს.  ვიცე−პრემიერის წარმომადგენელმა დაუდასტურა Sputnik−ს, რომ პროექტი „საგზაო რუკები“ უკვე რუსეთის მთავრობის აპარატშია და მიმდინარეობს მისი „შესწავლა−ანალიზი“.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკური განვითარების, შინაგან საქმეთა და ტრანსპორტის სამინისტროებს ევალებათ, მოილაპარაკონ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებთან დროებით შემსვლელი სატრანსპორტო საშუალებების თაობაზე მონაცემების გაცვლაზე.

მოსკოვის საგზაო მოძრაობის ორგანიზების ცენტრში Sputnik−ს აცნობეს, რომ მათი წინადადებით „საგზაო რუკას“ უცხოელი მძღოლების მხრივ დარღვევის კიდევ ერთი სახეობა დაემატა – ეს ქალაქში ფასიანი პარკირების შენატანის გადაუხდელობაა.

როგორც ირკვევა, ეს ერთ−ერთი ყველაზე ხშირი დარღვევაა უცხოურნომრებიანი ავტომობილების მხრიდან.

გარდა ამისა, ცენტრში განმარტეს, რომ მოსკოვში წლის დასაწყისიდან დაკავებულია და სპეციალიზებულ სადგომებზეა გადაყვანილი 2078 უცხოურნომრებიანი ავტომობილი, რომლებსაც მძღოლები გაჩერების ამკრძალველი ნიშნების ქვეშ ტოვებდნენ. ამით ისინი, გარდა იმისა, რომ მოძრაობას ზღუდავდნენ, საავარიო სიტუაციებსაც ქმნიდნენ.

როგორც მოსკოვის ხელისუფლებაში აღნიშნავენ, დარღვევების მხრივ მოსკოვში ლიდერობენ სომხეთის, მოლდოვის, უკრაინისა და ბელარუსის სახელმწიფო ნომრებიანი ავტომობილები.

ყველა ახალი ამბავი
0