ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

ოთხმაგი სალხოვი: თუთბერიძის 13 წლის მოსწავლემ ურთულესი ნახტომი შეასრულა

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიფიგურული სრიალი
ფიგურული სრიალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღსანიშნავია, რომ ასეთი სახის ნახტომი უკიდურესად რთულია შესასრულებლად. ამიტომ 13 წლის მაია ხრომიხის ნახტომმა ინტერნეტ-სივრცე სწრაფად დაიპყრო.
თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. ფიგურული სრიალის ცნობილი მწვრთნელის ეთერ თუთბერიძის 13 წლის მოსწავლემ მაია ხრომიხმა ვარჯიშზე ოთხმაგი სალხოვი შეასრულა, რის ამსახველ ვიდეოსაც თავად თუთბერიძე აქვეყნებს „ინსტაგრამზე“. 
აღსანიშნავია, რომ ამ ნახტომის შესრულება უკიდურესად რთულია, რის გამოც ვიდეომ უკვე დაიპყრო ინტერნეტი. გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე ოთხმაგი სალხოვი კიდევ ერთმა მცირეწლოვანმა ფიგურისტმა, 11 წლის ვერონიკა ჟილინამ შეასრულა, რომელიც ასევე თუთბერიძის აღსაზრდელია.
შეჯიბრებებზე ამ ნახტომის შესრულება ერთადერთმა ფიგურისტმა ალექსანდრა ტრუსოვამ მოახერხა. 
ეთერ თუთბერიძე მუშაობს ინდივიდუალურ სპორტსმენებთან. მისმა აღზრდილმა სამმა მოსწავლემ ოლიმპიური მედალი მოიპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0