ტარიელ ონიანი

რუსეთმა „კანონიერი ქურდი" ტარიელ ონიანი ესპანეთს გადასცა

160
(განახლებულია 20:14 23.10.2019)
ესპანეთი ე.წ. კანონიერ ქურდ ტარიელ მულუხოვს (ონიანი) 2006 წლიდან ეძებდა „დანაშაულებრივი ფულის" ლეგალიზაციის შესახებ საქმის ფარგლებში

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ცნობილი „კანონიერი ქურდი" ტარიელ მულუხოვი (ონიანი), მეტსახელად „ტარო" რუსეთმა ესპანეთს გადასცა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости რუსეთის შსს-ზე დაყრდნობით.

რუსეთი „კანონიერ ქურდ" ტარიელ ონიანს ესპანეთს გადასცემს >>

ონიანი, რომელიც ბიზნესმენის გატაცებისთვის სასჯელს რუსეთში იხდიდა, 9 აპრილს გაათავისუფლეს, მაგრამ ძებნისა და დაკავების შესახებ საერთაშორისო უწყების საფუძველზე იმავე დღეს დააკავეს, როგორც მოქალაქეობის არმქონე პირი.

რუსეთის შსს-ს წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ ონიანი „შერემეტევოს“ საერთაშორისო აეროპორტში ესპანეთის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებს გადასცეს.

ტარიელ ონიანი, რომელიც მოსკოვის ციხეში ადამიანის გატაცებისთვის იხდიდა სასჯელს, უარყოფს, რომ ასლან უსოიანზე (ცნობილი როგორც დედ ჰასანი) თავდასხმის უკან იდგა.

მანამდე ექსტრადიციას აფერხებდა ონიანის რუსეთის მოქალაქეობა. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ის მიღებულია უკანონოდ და ავტორიტეტს პასპორტი ჩამოართვეს. რუსეთში 2018 წლის აგვისტოში მიიღეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ონიანის ქვეყანაში ყოფნა არასასურველია.

ესპანეთმა ონიანზე საერთაშორისო ძებნა 2006 წელს გამოაცხადა. მას ბრალად ედებოდა დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი სახსრების ლეგალიზაცია. 2005 წელს ოპერაცია Avispa-ს ფარგლებში დანაშაულებრივი სამყაროს წევრების უმრავლესობა დააკავეს, რომელთა შორის იყვნენ ესპანეთის, რუსეთის, საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები. ოპერაციის შედეგად ესპანეთის ტერიტორიაზე 28 ადამიანი დააკავეს, 800-ზე მეტი საბანკო ანგარიში დაიბლოკა. მაშინ ონიანმა ესპანეთის მართლმსაჯულებას თავი დააღწია.

2006 წლის მაისში ონიანი დანაშაულებრივი გზით ფულადი სახსრების ლეგალიზაციის საქმეზე ინტერპოლის ხაზით ძებნილი გახდა.

2009 წელს ონიანი რუსეთში ადამიანის გატაცებასა და გამოძალვისთვის დააკავეს. მას მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 10 წლით პატიმრობა შეეფარდა.

 „ტარო“ სასჯელს ორენბურგის ოლქის ერთ-ერთ კოლონიაში იხდიდა. მისმა ხელმძღვანელობამ ონიანი დაახასიათა როგორც რეჟიმის დამრღვევი, რომელმაც 253 გაფრთხილება მიიღო.

ტარიელ ონიანი რუსეთმა ესპანეთს დროებით, საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გადასცა, ოთხშაბათს მას რუსეთში დააბრუნებენ, აცხადებენ რუსეთის გენერალურ პროკურატურაში.

160
თემები:
რუსეთი დღეს (232)