მობილური ტელეფონი

კონტრდაზვერვის თანამშრომელი სამსახურიდან მობილური ტელეფონის ჩართვის გამო გაათავისუფლეს

105
(განახლებულია 20:55 11.10.2019)
კონტრდაზვერვის თანამშრომელი სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ის შენობაში მეორედ დაინახეს ჩართული პირადი მობილური ტელეფონით.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. სამსახურში პირადი მობილური ტელეფონის ჩართვის გამო რუსეთის კონტრდაზვერვის პოდპოლკოვნიკი მიხაილ სამოხინი სამსახურიდან გაათავისუფლეს, იუწყება რუსული მასმედია. 

გავრცელებული ინფორმაციით, სამოხინმა დაარღვია წესი, რომელიც კრძალავს „უშიშროების ფედერალური სამსახურის ობიექტებზე უკაბელო კავშირის სააბონენტო მოწყობილობების გამოყენებას“.

ამ წესის თანახმად, უწყების ზოგი ქვედანაყოფის თანამშრომლები ვალდებული არიან, შენობაში შესვლისას ტელეფონები ჩააბარონ. თან მათ შეუძლიათ იქონიონ მხოლოდ ღილაკებიანი ტელეფონები, რომლებსაც არ გააჩნიათ ინტერნეტზე წვდომა და რომლებიც უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ არის სერტიფიცირებული.

მასმედია წერს, რომ სამოხინი ორჯერ დაინახეს ჩართული პირადი მობილურით. პირველ შემთხვევაში მას საყვედური გამოუცხადეს, ხოლო მეორედ კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს.

 

105
თემები:
რუსეთი დღეს (554)
ქართული ღვინო

პოპულარული ღვინოები რუსეთში ლიდერთა შორისაა ქართული ღვინო

60
(განახლებულია 11:24 10.08.2020)
საქართველო ლიდერია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც რუსეთს სუფრის ღვინოებს აწვდის. ამ სახეობის ქართულ ღვინოებზე ბაზრის 24% მოდის

თბილისი, 10 აგვისტო - Sputnik. საქართველო იმ ლიდერ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებში ღვინის მიწოდების მხრივ ყველაზე პოპულარულია, აღნიშნულია „როსკაჩესტვოს“ (Роскачество, რუსეთის ხარისხის მონიტორინგის სისტემა) კვლევის შედეგებში.

კერძოდ, საქართველო იტალიისა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილზეა რუსეთის მოქალაქეებისთვის ყველაზე პოპულარულ ღვინის მიმწოდებელ ქვეყნებს შორის. მან გაუსწრო საფრანგეთს, ჩილესა და გერმანიას.

საქართველო ლიდერია სუფრის ღვინოების მიმწოდებელ ქვეყნებს შორის – მასზე ამ სახეობის ღვინოების ბაზრის 24% მოდის.

რუსეთში შეტანილი ღვინის ღირებულების კუთხით ლიდერობს საფრანგეთი (4 დოლარზე მეტი 1 ლიტრ ღვინოში), მეორე ადგილზეა საქართველო (3,19). ყველაზე იაფად ღვინო რუსეთში მოლდოვას შეაქვს (1,7).

რაც შეეხება გეოგრაფიული ინდიკატორებით დაცულ ღვინოებს, ხუთეულში პირველ ადგილზეა ესპანეთი, მეორე და მესამე ადგილებზე – საქართველო („ქინძმარაულის“ მარკის ღვინოები), მეოთხეზე – იტალია და მეხუთეზე – კვლავ ესპანეთი.

„ქართული ღვინის მაღალი რეპუტაციისთვის": ღვინის ხარისხს ახალი პარამეტრებით შეამოწმებენ>>

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართვეკლოდან 2019 წელს მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მილიონამდე ბოთლი (0,75 ლიტრი) ღვინო გაიტანეს, რაც 20918 წელთან შედარებით 9%–ით მეტია. ყველაზე მეტი ღვინო – 58,4 მლნ ბოთლი გაიტანეს რუსეთში.

60
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა

რუსულმა გამანადგურებლებმა Су-27 აშშ-ის სადაზვერვო თვითმფრინავები ჩაიჭირა

219
(განახლებულია 22:50 07.08.2020)
რუსულმა გამანადგურებლებმა Су-27 შავი ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე აშშ-ის სადაზვერვო თვითმფრინავები ჩაიჭირა

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღებამ სტრატეგიული სადაზვერვო თვითმფრინავი RC-135 და საავიაციო პატრული Р-8А „პოსეიდონი“ აღმოაჩინა. მსგავსი შემთხვევა ცოტა ხნის წინაც მოხდა. დაახლოებით ერთი კვირის წინ რუსმა მფრინავებმა შავი ზღვის აკვატორიაში ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავები ჩაიჭირეს. დაწვრილებით - ჩვენს ვიდეოში იხლავთ.

219
თბილისის ინფექციური საავადმყოფო

კორონავირუსის ახალი შემთხვევები და ინფიცირების წყაროები

0
(განახლებულია 14:10 10.08.2020)
ამ დოისთვის COVID–ცენტრებში 261 პაციენტი მკურნალობს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე 1010 ადამიანი გამოჯანმრთელდა

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. ბოლო დღე–ღამეში გამოვლენილი კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 16 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ამ დროისთვის საქართველოს COVIDცენტრებში 261 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 81%.

„25 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი პაციენტი არის გაჩიანიდან, 16 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 1 სამედიცინო პერსონალია, 5 გახლავთ იმპორტირებული, ანუ შემოტანილი შემთხვევა, 1 პაციენტი აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი, ხოლო 1 პაციენტზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების გამოვლენისა და წყაროს დადგენის მიზნით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად კორონავირუსზე 27 პაციენტი მკურნალობს.

„უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში გამოჯანმრთელდა შვიდი და დაემატა ექვსი ახალი პაციენტი. დღესდღეობით გვყავს 27 დადასტურებული შემთხვევა“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

კორონავირუსი მსოფლიოში – 10 აგვისტოს მონაცემები>>

ექიმები ორი პაციენტის მდგომარეობას, COVID-19–ის მიმდინარეობისა და თანმდევი დაავადებების გათვალისწინებით, აფასებენ, როგორც მძიმეს. დანარჩენების მდგომარეობა ძირითადად საშუალო სიმძიმისაა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობაა 1250. ამასთან, ბოლო 24 საათში კლინიკებიდან გაეწერა 10 ადამიანი. სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოჯანმრთელდა 1010 ადამიანი, გარაიცვალა – 17.

კარანტინში მოთავსებულია 6 930 ადამიანი, ხოლო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 263.

უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია ქვეყნის 41 მოქალაქე.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში