სტენინის სახელობის  ფოტოჟურნალისტიკის კონკურსის გამარჯვებულებს მოსკოვში დააჯილდოვებენ

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშისტენინის სახელობის კონკურსი
სტენინის სახელობის კონკურსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სულ მალე ცნობილი გახდება თუ ვინ მოიპოვებს ანდრეი სტენინის სახელობის  ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსის მთავარ პრიზს

თბილისი, 10 სექტემბერი  - Sputnik.  ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოების ცერემონია მოსკოვში,  სახელმწიფო ისტორიის მუზეუმში სამშაბათს გაიმართება.

„საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня 2019 წლის შორტ–ლისტის ყველა მონაწილის საპრიზო ადგილებს 10 სექტემბერს დაასახელებს. ამავე დღეს ფარდა აეხდება მთავარ ინტრიგას – ვინ გახდება ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსის მთავარი ჯილდოს, მისი გრან–პრის მფლობელი. კონკურსის ინტრიგა სწორედ დაჯილდოების ცერემონიალზე გახდება ცნობილი“, – ნათქვამია Россия сегодня–ს პრეს–სამსახურის განცხადებაში. 

სტენინის სახელობის მეოთხე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულების გამოფრნის გახსნა - Sputnik საქართველო
სტენინის სახელობის კონკურსის ახალი რეკორდი - განაცხადი 80 ქვეყნის ფოტოგრაფებმა შეიტანეს

პრეს–სამსახურში აღნიშნეს, რომ გრან–პრის მოპოვებისთვის 17 ქვეყნის, მათ შორის რუსეთის, გერმანიის, ინდოეთის, აშშ–ს, ირანის, მექსიკის, ბელარუსისა და სხვა ქვეყნების  28 ახალგაზრდა ფოტოგრაფი იბრძოდა. წელს კონკურსის მთავარი თემა გლობალური სოციალური გამოწვევები იყო.

ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას" ორგანიზებით იუნესკოს საკითხებში რუსეთის კომიტეტის ეგიდით ტარდება, მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტორეპორტიორების მხარდაჭერას და თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობას. ეს არის ადგილი ახალგაზრდა ნიჭიერი ფოტოგრაფებისთვის, რომლებიც გახსნილი არიან ყველაფერი ახლისთვის, სადაც ისინი ჩვენ ყურადღებას მიაქცევენ ადამიანებსა და მათ გვერდით მიმდინარე მოვლენებზე.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня–ს სპეციალური კორესპონდენტი ანდრე სტენინი (1980 – 2014) დონეცკში გარდაიცვალა. ავტომობილი, რომლითაც იგი სამსახურებრივი  დავალების შესასრულებლად გადაადგილდებოდა, 2014 წლის 6 მარტს დაცხრილეს და დაწვეს.

ყველა ახალი ამბავი
0