ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელი ასტრონავტი დააჯილდოვა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresemskiy / გადასვლა მედიაბანკშინიკ ჰეიგი
ნიკ ჰეიგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფორმულირებაში ნათქვამია, რომ ამერიკელი ასტრონავტი სიცოცხლისთვის მაღალი რისკის პირობებში გამოვლენილი სიმამაცისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის დაჯილდოვდა.

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელი ასტრონავტი ნიკ ჰეიგი ფრენისას გამოჩენილი მამაცობისთვის დააჯილდოვა, ფრენა რაკეტა Союз-ФГ-ს ავარიის გამო ჩაიშალა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

შესაბამისი ბრძანებულება სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზეა გამოქვეყნებული.

„დაჯილდოვდეს სიმამაცის ორდენით ჰეიგი ნიკოლას ტალერი – აშშ-ის მოქალაქე, კოსმოსური სივრცის კვლევებისა და ჰაერნაოსნობის ეროვნული სამმართველოს ასტრონავტი“, – ნათქვამია დოკუმენტში.

როგორც ფორმულირებაშია ნათქვამი, ამერიკელი ასტრონავტი სიცოცხლისთვის მაღალი რისკის პირობებში გამოვლენილი სიმამაცისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის დაჯილდოვდა.

ნიკ ჰეიგი რუს კოსმონავტ ალექსეი ოვჩინინთან ერთად 2018 წლის 11 ოქტომბერს გაფრინდა კოსმოსურ სადგურზე ხომალდ Союз МС-10-ით, მაგრამ მათ ორბიტაზე გასვლა ვერ შეძლეს. აფრენიდან მესამე წუთზე რაკეტა Союз-ФГ-მ ავარია განიცადა, რა დროსაც ხომალდი დედამიწიდან 80 კმ-ის სიმაღლეზე იმყოფებოდა. Союз МС-10 მიწაზე მშვიდობიანად დაეშვა სტარტის ადგილიდან 400 კმ დაშორებით.

2019 წლის 14 მარტს ოვჩინინი და ჰეიგი, რომელთაც ამერიკელი ასტრონავტი ქალი ქრისტინა კუკი ახლდათ, კვლავ გაფრინდნენ კოსმოსში. ამჯერად წარმატებით. ისინი უკან ახლახან, 3 ოქტომბერს დაბრუნდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0