მარიან ფაშაევა

დაღესტნელი ბარბი „ფაიფურის გოგონა“ რუსეთს იპყრობს

1498
(განახლებულია 19:13 07.10.2019)
მუსლიმურ ოჯახში დაბადებული გოგონა პატარაობიდან იქცევდა ყურადღებას სილამაზით, მაგრამ მოდელის კარიერაზე ლაპარაკიც კი გამორიცხული იყო გამომდინარე მკაცრი ოჯახიდან და მენტალიტეტის ჩარჩოებიდან.
1498
თემები:
რუსეთი დღეს (556)

პუტინმა COVID-19-ის პირველი რუსული ვაქცინის რეგისტრაცია დააანონსა

17
ვლადიმერ პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი რუსული ვაქცინის რეგისტრაციის შესახებ განაცხადა

პრეპარატს „სპუტნიკ V“ უწოდეს. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ის ეფექტურია და იმუნიტეტს ამყარებს. პუტინმა ასევე თქვა, რომ მისი ერთ-ერთი ქალიშვილი ექსპერიმენტში მონაწილეობდა: ის COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრებს იკეთებდა. როგორ გრძნობდა ის თავს ვაქცინაციის შემდეგ? ვის და რა პირობებში გაუკეთებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებს? ამის შესახებ ქვეყნის ლიდერმა მთავრობის წევრებთან გამართულ სხდომაზე ისაუბრა.

17
„როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიმაკოვი

პრიმაკოვი: „როსსოტრუდნიჩესტვო“ საქართველოსთან ნეიტრალურ საფუძველზე ითანამშრომლებს

35
სააგენტოს საქმიანობას საქართველოში არ უნდა აღიქვამდნენ როგორც პოლიტიკურ ექსპანსიას, განაცხადა „როსსოტრუდნიჩესტვოს“ დირექტორმა ევგენი პრიმაკოვმა

თბილისის, 11 აგვისტო – Sputnik. მოსკოვში 11 აგვისტოს გაიმართა „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიმაკოვის ონლაინ-ლექცია. მან ისაუბრა სააგენტოს ახალ პრიორიტეტებზე, ზოგიერთი მიმართულება მან განიხილა პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორთან, დიმიტრი ლორთქიფანიძესთან.

ლორთქიფანიძის თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ენისადმი ინტერესი იზრდება.

„ჩვენს ოთხთვიან სერტიფიცირებულ კურსებზე რუსული ენის შესწავლის მსურველი იმდენია, რომ კონკურსის მოწყობა გვიწევს. ამ მიმართულებით საქმიანობის გაფართოებაა საჭირო“, - განაცხადა მან.

ამაზე საპასუხოდ ევგენი პრიმაკოვმა განაცხადა, რომ დღეს „როსსოტრუდნიჩესტვო“ წარმატებით მუშაობს გრიბოედოვის თეატრთან და აღნიშნული პროექტის მთავარი დადებითი მხარე იმაში მდგომარეობს, რომ ის სრულიად აპოლიტიკურია.

„საქართველოს შემთხვევაში ჩვენ არ ვისურვებდით, რომ ჩვენი მუშაობა აღიქვან როგორც პოლიტიკური ექსპანსია, მაგრამ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მსგავს ბრალდებებს წაგვიყენებენ. ჩვენი მუშაობა ნეიტრალურ ჰუმანიტარულ საფუძველზე წარიმართება“, - განაცხადა ევგენი პრიმაკოვმა.

საქართველოსთან თანამშრომლობის ერთ-ერთ მაგალითად პრიმაკოვმა დაასახელა პროგრამა „ახალი თაობა“, რომლის ფარგლებში ქართველ ახალგაზრდებს რუსეთის მონახულება შეუძლია. სხვა მნიშვნელოვან მიმართულებად პრიმაკოვმა ქართველი სტუდენტებისთვის კვოტები დაასახელა.

„ვისურვებდით, რომ მეტი კვოტა იყოს, - აღნიშნა მან. - ამასთან უნდა გვესმოდეს, რომ ქართველ ახალგაზრდებს აქვთ ალტერნატივა - ევროპული უმაღლესები, თანაც ევროპის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ გამგზავრება შეუძლიათ“.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს და ზოგიერთი სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნის შემთხვევაში კვოტების ნაწილი სტიპენდიების ფორმით გამოიყოს, დასასრულს აღნიშნა პრიმაკოვმა. ქართველი სტუდენტების მხარდაჭერა სტიპენდიების ფორმატში შესაძლებელს გახდის დაიფაროს სავიზო და სამგზავრო ხარჯები, ასევე ძირითად საცხოვრებელ პირობები.

„წინააღმდეგ შემთხვევაში ჩნდება კითხვა: რისთვის არის ეს ყველაფერი? სტუდენტმა ძლივს მოაგროვა თანხა ბილეთისთვის, ჩავიდა რუსეთში, ნახევარი წლის შემდეგ კი მას „ტაქსაობის“ დაწყება მოუწია“, - განაცხადა პრიმაკოვმა.

 

 

35
თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები
ლევან დავითაშვილი

მინისტრი: სვანეთში კვების პროდუქტების დეფიციტი არ იქნება

0
(განახლებულია 15:19 12.08.2020)
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკვე მოახდინა ყველა სამსახურის მობილიზება მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობის სურსათითა და პირველადი მოხმარების საგნების უზრუნველსაყოფად.

თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მაღალმთიანი სვანეთის მოსახლეობას, სადაც კარანტინია გამოცხადებული, კვების პროდუქტებით მომარაგების პრობლემები არ შეექმნას, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 10 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო მესტიის მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა და შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა.

„გარკვეული სპეციფიკა აქვს სვანეთს. ეს არის საკმაოდ დიდი ტერიტორია, მოსახლეობა არ არის მჭიდროდ დასახლებული, მაგრამ გვაქვს დიდი სოფელი, რომელიც რაიონული ცენტრიდან მოშორებულია. ამიტომ საჭიროა მაღალი დონის კოორდინაცია, რისთვისაც სამინისტროს სხვადასხვა სამსახურია მობილიზებული“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. .

მინისტრის თქმით, ამ დროისთვის  მოსახლეობის სურსათითა და სხვა პირველადი პროდუქტებით მომარაგებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

„რეგიონში არანაირი პროდუქტის დეფიციტი არ შეინიშნება. დილის მონაცემებით, ქუთაისიდან დაძრულია რამდენიმე დისტრიბუტორის მსხვილი სატვირთო მანქანა რეგიონში შესასვლელად. ასევე, სტანდარტული დისტრიბუცია, რომელიც რეგიონში სურსათით მომარაგების კუთხით მუშაობდა, სტანდარტულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას“, – განაცხადა დავითაშვილმა.

პაატა იმნაძე: 30 შემთხვევა დაკავშირებულია ერთ კერასთან – ეს ძალიან ბევრია>>

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საკარანტინო შეზღუდვებმა, სვანეთში წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის მიმართულებით, გარკვეულ პრობლემები გამოიწვია.

„ამ მომენტისთვის სვანეთის რეგიონში მერქნული რესურსის დამზადების ინტენსიური სეზონია. ძირითადი სამუშაოები ზემო სვანეთში მიმდინარეობს. გამოყოფილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც აღრიცხავს თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც შედის, იტვირთება მერქნული რესურსით და გამოდის რეგიონიდან. ასევე, სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ყველა კონტრაქტორი მუშაობს იმისთვის, რომ სეზონი, რომელიც ძალიან მოკლეა და დამოკიდებულია ამინდებზე, შეფერხების გარეშე წარიმართოს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მესტიაში არსებული ვითარების გამო სპეციალურად შექმნილი რეგიონული შტაბი მუშაობს.

რთული ეპიდემიური ვითარების გამო მუშაობს მხოლოდ აფთიაქები, პროდუქტების მაღაზიები, ბანკები და ღია ცის ქვეშ განთავსებული კვების ობიექტები.

ზემო სვანეთში კორონავირუსზე 4 ათასამდე ადამიანის გამოკვლევა იგეგმება>>

მიმდინარეობს მოსახლეობის აქტიური ტესტირება კორონავირუსზე.

გასულ დღე–ღამეში საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და აქედან 12 – მესტიის რაიონში.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში