მარკ ზახაროვი

გარდაიცვალა რუსი რეჟისორი მარკ ზახაროვი

109
(განახლებულია 16:10 28.09.2019)
სსრკ-ის სახალხო არტისტი ბოლო დროს პნევმონიით იყო ავად

თბილისი, 28 სექტემბერი - Sputnik. რუსი რეჟისორი და თეატრ „ლენკომის“ ხელმძღვანელი მარკ ზახაროვი შაბათს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება РИА Новости თეატრის რეჟისორ მარკ ვარშავერზე დაყრდნობით.

„საშინელი კატასტროფა. ორი საათის წინ საავადმყოფოში, განმეორებითი პნევმონიის შედეგად გარდაიცვალა მარკ ანატოლიევიჩ ზახაროვი,” - განაცხადა ვარშავერმა.

დაკრძალვის თარიღი მოგვიანებით გამოცხადდება.

მარკ ზახაროვი დაიბადა 1933 წელს მოსკოვში. დაამთავრა „გიტისის“ სამსახიობო ფაკულტეტი, ხოლო 1973 წელს გახდა თეატრ „ლენკომის“ მთავარი რეჟისორი.

რეჟისორის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრებს შორისაა სპექტაკლები  В списках не значился, „ბიჭი ჩვენი ქალაქიდან", „იუნონა და ავოსი", „შეშლილი დღე ანუ ფიგაროს ქორწინება“ „მასხარა ბალაკირევი“, „ვა-ბანკი“, „ქორწინება", „ალუბლის ბაღი”.

რეჟისორის მრავალი ფილმი მოხვდა რუსეთის კინოთეატრის ოქროს ფონდში: „თორმეტი სკამი", „ჩვეულებრივი სასწაული", „ეს ის მიუნჰაუზენია", „სახლი, რომელიც ააშენა სვიფტმა“, „სიყვარულის ფორმულა", „მოკალი დრაკონი".

ზახაროვი არის სცენარის ავტორი და თანაავტორი ისეთი ფილმების, როგორიცაა Звезда пленительного счастья, „უდაბნოს თეთრი მზე", „ ციხე იფის პატიმარი".

109
თემები:
რუსეთი დღეს (181)