მწეველი მამაკაცი

რუსეთში აივნებზე სიგარეტის მოწევა იკრძალება: ცვლილება ხანძარსაწინააღმდეგო წესებში

71
(განახლებულია 19:48 27.09.2019)
დოკუმენტში ზუსტად არ არის გაწერილი, რა იგულისხმება ღია ცეცხლში, მაგრამ ხანძარსაწინააღმდეგო წესების ერთ−ერთი პუნქტის თანახმად, მისი წყარო შეიძლება იყოს ანთებული ასანთი ან სიგარეტი.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის შესახებ წესების შეცვლასთან დაკავშირებით რუსეთში საცხოვრებელი სახლების, სასტუმროებისა თუ საერთო საცხოვრებლების აივნებზე, ლოჯიებსა და ოთახებში ღია ცეცხლის გამოყენება იკრძალება. 

მთავრობის აღნიშნული დადგენილება სამართლებრივი ინფორმაციის ინტერნეტ-პორტალზეა გამოქვეყნებული.

დოკუმენტში ზუსტად არ არის გაწერილი, რა იგულისხმება ღია ცეცხლში, მაგრამ ხანძარსაწინააღმდეგო წესების ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, მისი წყარო შეიძლება იყოს, მათ შორის, ანთებული ასანთი ან სიგარეტი.

როგორც რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს პრეს-სამსახური განმარტავს, გასულ წელს რუსეთში საცხოვრებელი სახლების აივნებზე ორი ათასზე მეტი ხანძარი მოხდა, რაც ორჯერ აჭარბებს 2016 წლის მაჩვენებელს.

 

71
თემები:
რუსეთი დღეს (181)