რუსეთის სახელმწიფო სათათბირო

რუსეთში, შესაძლოა, Green Card-ის გათამაშება აიკრძალოს: დუმის ინიციატივა

57
(განახლებულია 19:09 25.09.2019)
მანამდე მარია ზახაროვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის დელეგაციის ზოგმა წევრმა ვერ მიიღო ვიზა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად, რომელიც ნიუ-იორკში 24-30 სექტემბერს იმართება.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. რუსეთმა არ უნდა დატოვოს უპასუხოდ აშშ-ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად რუსეთის დელეგაციის ზოგ წევრს ვიზა არ მიეცა, აცხადებს სახელწიფო სათათბიროს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თამჯდომარის მოადგილე ალექსეი ჩეპა. 

მისი აზრით, ვაშინგტონის „დიპლომატიურ ჩხვლეტაზე“ პასუხად შესაძლოა გამოდგეს რუსეთში Green Card-ის გათამაშების შეწყვეტა.

„ვფიქრობ, შეგვიძლია ავკრძალოთ ყველა ისეთი ღონისძიება, როგორიცაა „გრინ ქარდის“ გათამაშება, რასაც აშშ „დემოკრატიის ბასტიონის“ იმიჯიდან გამომდინარე ატარებს. ჩვენი ზომები იქნება ისეთი, რომ ყველას ყურადღება მიიქციოს“, — აღნიშნავს დეპუტატი.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის დელეგაციის ზოგმა წევრმა ვერ მიიღო ვიზა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად, რომელიც ნიუ-იორკში 24-30 სექტემბერს იმართება.

მათ რიცხვში, ვინც ვერ შეძლო აშშ-ში წასვლა, არიან ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი კონსტანტინ კოსაჩოვი და სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ლეონიდ სლუცკი.

როგორც გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობა აცხადებს, ამ ნაბიჯით შეერთებული შტატები მოსკოვთან ურთიერთობის გამწვავებას აპირებს. გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლის სტეფან დიუჟარიკის თქმით, ორგანიზაცია მომხდარში გარკვევას ცდილობს.

 

57
თემები:
რუსეთი დღეს (181)